კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№48 შავ-თეთრად მხედველები

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ პოლიტიკურად ბეცები?!

  მაშინ, როდესაც რფ-მ, ირანმა და თურქეთმა ანტიდასავლური კოალიცია შეკრეს და სირიის ტერიტორიული მთლიანობის გარანტობა იტვირთეს, ამით, ფაქტობრივად, ჯერჯერობით მხოლოდ თურქეთმა იხეირა. კერძოდ, ერდოღანმა იმდენი მოახერხა, რომ თურქეთის ტერიტორიული მთლიანობის თავზე შექუჩებული ღრუბლები გაფანტა (სირიაში წარმოებული სამხედრო ოპერაციის შედეგად, თავის საზღვრებთან 30-კილომეტრიანი ბუფერული ზონა შექმნა, ანუ სირიელი ქურთები მოიშორა, რათა თურქეთელი ქურთები არ შეეგულიანებინათ ძველებურად). მართალია, ამის პასუხად, აშშ-ს კონგრესმა სომეხთა გენოციდი აღიარა ოსმალეთის იმპერიაში, მაგრამ ამასთანავე, პრეზიდენტი ერდოღანი დონალდ ტრამპმა მიიწვია, 100-მილიარდიანი გარიგებაც შესთავაზა და აშშ-ს მიერ თურქეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლაც (მოგეხსენებათ, თურქეთმა უკვე შეიძინა რუსული „ეს 400-ები“ და კვლავაც გეგმავს).
  ჩვენ არ ვიცით, რაზე ისაუბრეს გულახდილად მხარეებმა, მაგრამ ვიცით, რომ, ერთი მხრივ, ერდოღანმა ტრამპს 1915 წლის მოვლენების რეალური სურათი გააცნო (როგორც ოფიციალური წყაროები იტყობინებიან), მეორე მხრივ კი, რუსული „ეს 400-ის“ გადაცემას დაჰპირდა.
  ანუ ზედაპირული კონფიგურაცია ასეთია: თურქეთი „ნატოს“ წევრი და აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორია, იმას გარდა, რომ რფ-სთან მჭიდრო პოლიტიკურ-ეკონომიკურ-სამხედრო თანამშრომლობა აქვს გაჩაღებული, რუსეთ-ირანთან ერთად ანტიდასავლური კოალიციის წევრობის პარალელურად, ოღონდ ეს ხელს არ უშლის არც თურქეთს, არც რუსეთ-ირანს და არც აშშ-ს, ერთმანეთთან სარფიანად ივაჭრონ, საკუთარი ინეტერესების დასაცავად.
  აქედან გამომდინარე კი, იბადება კითხვა: ვინ ასწავლა ქართველ პოლიტიკოსებსა და, ზოგადად, ქართველ საზოგადოებას, რომ მოვლენები მხოლოდ შავ-თეთრად, მტერმოყვრობის ურთიერთდაპირისპირების ლოგიკით უნდა განიხილონ?! -

скачать dle 11.3