კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№48 სასტუმრო „ამირანის პარკი“ – თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისი სივრცე თქვენი ჯანსაღი და კომფორტული დასვენებისთვის

  ერთხელ თუ მაინც გისეირნიათ ბაკურიანის ქუჩებში, გზა აუცილებლად მიგიყვანდათ „ამირანის  პარკთან“,  რომელიც დამსვენებელთა თავშეყრის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია. თუმცა, ბევრმა არ იცის, საიდან მოდის საყვარელი პარკის ისტორია და ვინ ზრუნავს მის სისუფთავესა და კეთილმოწყობაზე.
  პარკის ტერიტორიაზე მდებარე სასტუმრო „ამირანის პარკი“ ცნობილი პარკის ისტორიის გაგრძელებაა. დღეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის, თქვენს კომფორტზე მორგებულ სასტუმროში ყველა პირობაა იმისთვის, რომ შეიყვაროთ ეს ადგილი და როგორც კი შანსი მოგეცემათ, აუცილებლად დაბრუნდეთ. სასტუმრო „ამირანის პარკის“ მფლობელი, ბატონი დიმიტრი გოგოლაძე გვესაუბრა „ამირანის პარკის“ ბევრისთვის უცნობ ისტორიასა და სასტუმროს უნიკალურობის შესახებ.
  დიმიტრი გოგოლაძე: მამაჩემი ბაკურიანში ყველასთვის ცნობილი „ამირანის პარკის“ მეპატრონე – ამირან გოგოლაძეა. „ამირანის პარკის“ ისტორია ასეთია: მამაჩემის მამა – იასონ გოგოლაძე მეტყევე იყო, შესაბამისად, ამირანს ბუნების სიყვარული ბავშვობიდან ჰქონდა ჩანერგილი. მრავალშვილიანი ოჯახი ჰქონდათ, მამაჩემს ხუთი დედმამიშვილი ჰყავდა. ბაკურიანის განაპირას, იმ დროისთვის ერთ-ერთ მიტოვებულ ადგილას, პაპაჩემს მისცეს მიწა, სადაც თავისი წვრილშვილით  დასახლდა. ამირანი რომ წამოიზარდა მიმდებარე ტერიტორიის მოვლა დაიწყო  – რგავდა ხეებს, რომლებსაც შვილებივით უვლიდა. საკუთარი ძალებით მოაწყო პარკი – გაამწვანა, გაალამაზა, დადგა საქანელები, სკამები და ასე შემდეგ. იმ პერიოდში საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან აქტიურად ჩამოდიოდნენ ბავშვთა ბანაკები. სწორედ,  ბავშვებმა შეარქვეს ტყე-პარკს „ამირანის პარკი“, რაც  დღემდე შემორჩა და დღეს 25 ჰექტარზეა გადაჭიმული. „ამირანის პარკი“, უკვე 50-წლიანი ისტორიით, ერთგვარი სავიზიტო ბარათია ბაკურიანისთვის.
– სასტუმრო „ამირანის პარკის“ გახსნის იდეა როგორ გაჩნდა?
– ბაკურიანი დამსვენებლებთან ასოცირდება და ჩვენი ოჯახიც მუდმივად მასპინძლობდა  ახლობლებსა და ნათესავებს.  დროთა განმავლობაში ტურიზმის ბიზნესი განვითარდა და ჩვენც დავიწყეთ ოჯახური ბიზნესი. თავიდან ათნომრიანი სასტუმრო გავხსენით, მერე მოთხოვნის შესაბამისად გავფართოვდით. ამჟამად 37 კეთილმოწყობილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ნომერი გვაქვს.
ჩვენი სასტუმრო პარკის ტერიტორიაზეა, რაც დამსვენებლებისთვის  ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი სიამოვნებაა დილით ჩიტების ჭიკჭიკით გაღვიძება. აქვე დავამატებ, რომ „ამირანის პარკში“ შემოსვლა ნებისმიერი ადამიანისთვის უფასოა, ამიტომ ჩვენი პარკი უამრავ დამსვენებელს მასპინძლობს. დილით საკვებითა და პლედებით მოდიან და მთელ დღეს „ამირანის პარკში“ ატარებენ.
პარკი იწამლება პერიოდულად, რათა დაცული იყოს ქვეწარმავლებისგან, უსაფრთხოებისთვის მუდმივად მოწმდება ატრაქციონების გამართულობა, პარკში  მოწყობილია შიდა სასეირნო ბილიკები, ბავშებისთვის გვაქვს საციგაო ტრასა.
– როგორც ვიცი, სასტუმრო „ამირანის პარკში“ ყველანაირი კომფორტია დამსვენებლებისთვის, მოგვიყევით, რას სთავაზობთ თქვენს სტუმრებს?
– ჩვენთან მართლაც ყველანაირი პირობაა ბავშვებისა და უფროსების კომფორტისთვის. გვაქვს როგორც სტანდარტული, ისე არასტანდარტული – ორ და სამოთახიანი ნომრები მრავალრიცხოვანი ოჯახებისთვის. ორი ნომერი კი შეზღუდული შესაძლებლობების პირებზეა გათვლილი. ჩვენი ოთახები გამოირჩევა დიდი სივრცით, ყველა ნომერს თავისი აივანი აქვს. სტუმრებს ნომერში დახვდებათ ყველა საჭირო პირველადი მოხმარების ნივთი. ნომრები აღჭურვილია უფასო wi-fi-ით და ტელევიზიით. ყველა ოთახში გვაქვს მინიბარი და ჩაიდანი, თითოეულ ოთახში დამონტაჟებულია სეიფი.
– რამდენადაა დაცული უსაფრთხოება თქვენს სასტუმროში?
– უსაფრთხოების ზომები განსაკუთრებული სიმკაცრითაა დაცული. გვაქვს უსაფრთხო ელექტროსისტემა და ნებისმიერი შემთხევევის დროს ავტომატურად გაითიშება ელექტროენერგია. რაც შეეხება სახანძრო უსაფრთხოებას, ესეც უმაღლეს დონეზეა გათვლილი, გვაქვს შესაბამისი სიგნალიზაციები, აღჭურვილი ვართ კამერებით. მუდმივად არის ადამიანი, ვინც ამას აკონტროლებს.
– როგორც ჩვენთვისაა ცნობილი,  სასტუმრო „ამირანის პარკის“ სამზარეულო განსაკუთრებულად გემრიელი და მრავალფეროვანი მენიუთი გამოირჩევა.
– ყველაზე დიდი ყურადღება კვებაზე გვაქვს გამახვილებული. ძირითადად პატარების მასპინძლები ვართ, ამიტომ აქცენტს ჯანსაღ კვებაზე ვაკეთებთ. ვიცით ყველა იმ პროდუქტის წარმომავლობა, რითიც ვამზადებთ კერძებს ჩვენი სტუმრებისთვის. სამჯერადი კვება გათვლილია როგორც პატარებზე, ისე დიდებზე. რაც შეეხევა კერძებს, გვაქვს ძალიან მრავალფეროვანი მენიუ, რომელიც არ მეორდება. მენიუს ვათანხმებთ დამსვენებელთან და ვითვალისწინებთ მათ გემოვნებას. ჩვენი დამსვენებლებისთვის გვაქვს სპეციალურად მოწყობილი პატარა სამზარეულო, სადაც სურვილის შემთხვევაში, საშუალება აქვთ, თავად მოამზადონ ნებისმიერი კერძი, თუნდაც, თავიანთი  პატარებისთვის. ასევე,  შეუძლიათ, ჩვენს შეფ-მზარეულებს შეუკვეთონ განსხვავებული კერძი, რაც მენიუში არ გვაქვს.
– რა გასართობი საშუალებები გაქვთ ზამთრისა და ზაფხულის სეზონებზე დამსვენებლებისთვის?
– მალე გვექნება შესაბამისი დასურათებული პლაკატები, სადაც თვალსაჩინოდ იქნება წარმოდგენილი ჩვენი სტუმრებისთვის გართობის ყველა ის საშუალება, რასაც ვთავაზობთ. ზაფხულში იქნება ველოტურები, ლაშქრობები როგორც დღისით, ისე ღამით – კარვებით.  მათ კი, ვისაც  ვარძიის, ბორჯომის, ტიმოთეს უბნის, ახალციხის ან ტაბაწყურის დათვალიერება მოუნდება, მიკროავტობუსი მოემსახურებათ. ჩვენს დამსვენებლებს შეეძლებათ  თევზაობა, კვადროციკლებითა და ცხენებით სეირნობა, გასვლითი ტურის დროს აუცილებლად გავატანთ ლანჩს. ბორჯომსა და ტაბაწყურში შესაძლებელია ნავებით სეირნობა, ჯომარდობა, პარაშუტით გადმოხტომა და ასე შემდეგ. ზამთარში შეეძლებათ თხილამურებითა და  ციგურებით სრიალი, „ბურანებით“ გასეირნება და  მიტარბისა და ტაბაწყურის დათვალიერება. დიდველზე გვაქვს ველოსიპედების ექსტრემალური  ტრასა. იმუნიტეტის ასამაღლებლად და ჯანმრთელობის  არაერთი პრობლემის მოსაგვარებლად განსაკუთრებით სასარგებლოა ნაძვის დამტვერვის სეზონი, რომელიც ბაკურიანში მაისისა და ივნისის თვეში მიმდინარეობს.
  სასტუმრო „ამირანის პარკი“ ოთხივე სეზონზე მზადაა გიმასპინძლოთ და იზრუნოს თქვენს კომფორტულ დასვენებასა და განწყობის ამაღლებაზე.
P.S. სასტუმრო „ამირანის პარკი“ გილოცავთ დამდეგ ახალ წელს, გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, ბედნიერებას და გელით დაუვიწყარი დღეების გასატარებლად.


скачать dle 11.3