კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№47 როგორ შეძლო კემომ მსოფლიოს რჩეულ მხატვრებში მოხვედრა და რატომ თქვა მან უარი დისნეიში მუშაობაზე

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

ქართველმა მხატვარმა - კემომ, მსოფლიო კარიკატურისტების FB კონკურსში „CS3000“ მეორე ადგილი დაიკავა და რჩეულ მხატვრებს შორის მოხვდა. კონკურსში სხვადასხვა ქვეყნის 70-მდე მხატვარი იღებდა მონაწილეობას. უფრო დაწვრილებით ამ საკითხთან დაკავშირებით თავად კემო გიამბობთ.
  კემო: მხატვრებისა და კონკრეტულად, კარიკატურისტების კონკურსები ორ ჯგუფად იყოფა. ერთზე
მხატვრები უშუალოდ ადგილზე ჩადიან და ისე იღებენ მონაწილეობის,  ხოლო მეორე ონლაინ კონკურსებია, სადაც ბევრად მეტ მხატვარს შეუძლია ნახატების გაგზავნა. მე ნახატი გავგზავნე ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კარიკატურისტთა ჯგუფში, CS3000-ში, სადაც იყო ერთი კონკრეტული თემა – ცნობილი სერიალი The Walking Dead, შევარჩიე პერსონაჟი Michonne (დანაი გურირა). კონკურსში სხვადასხვა ქვეყნიდან 70–მდე მხატვარი მონაწილეობდა.  ჟიურიში კი ამერიკელი უდიდესი მხატვრები  ჯეისონ სეილერი, პოლ მოსი და ჯეფ სტალი გახლდნენ.  გამარჯვების არანაირი  მოლოდინი არ მქონია, უბრალოდ, ვცდილობ, რომ ყველა აქტივობაში ვიყო ჩართული.  შედეგმა კი მე და ჩემს ქვეყანას დიდი სახელი მოგვიტანა: ამ კონკურსში პირველად  მოხვდა ქართველი მხატვარი სამეულში – მეორე ადგილზე.
– რამდენად ხშირად იღებ კონკურსებში მონაწილეობას? რომელიმე მათგანს თუ გამოარჩევ?
– კონკურსებსა და გამოფენებში ხშირად ვერთვები ხოლმე. რამდენჯერმე სხვადასხვა კონკურსზე მსოფლიო ათეულში მოვხვდი. აი, მაგალითად, 2009 წელს გაიმართა Wittigraphy-ის ერთ-ერთი პირველი მსოფლიო კონკურსი, თემით -  „კიმ კლეიერსი“,  სადაც მეორე ადგილი დავიკავე.  ამის შემდეგ მიწვევა მომივიდა გამოფენაზე ბოსტონში, თემით –  „სიტყვის თავისუფლება“,  ბევრმა ადამიანმა ნახა იქ გამოფენილი ნახატები და მათ შორის იყო  CaricatureKings.com-ის მენეჯერი
ავსტრალიიდან, რომელსაც აქვს საიტი, სადაც რამდენიმე მხატვარს ამუშავებს. თვითონ კი შუამავლობას
ეწევა – შეკვეთებს იღებს მთელი მსოფლიოდან და მხატვრებს უგზავნის. ნახატები ელექტრონულად სრულდება პლანშეტებზე და ეგზავნებათ ადრესატებს... მან შემომთავაზა თანამშრომლობა და მას შემდეგ ვმუშაობ ამ კომპანიასთან  დისტანციურად.
– რა არის საჭირო იმისთვის, რომ მსოფლიო მასშტაბის კონკურსებზე შედეგს მიაღწიო? რის მიხედვით აფასებენ ნამუშევრებს და რა ტენდენციები აქვთ?
– შედეგის მისაღწევად არა მარტო კარიკატურების კონკურსზე, ზოგადად, ყველაფერში დიდი შრომის
ჩადებაა საჭირო.  კარიკატურების ხატვა ჩემით ვისწავლე, ძირითადად, ინტერნეტით, თავიდან ცოტათი ავცდი გზას, მაგრამ მალევე დავდექი რელსებზე და დავიწყე ზრდა, მას შემდეგ დაიწყო ჩემი გამარჯვებები ამ მიმართულებით. რაც შეეხება შეფასებებს, მსოფლიო დონის ასპარეზებზე შეფასებები მრავალფეროვანია, უფრო ინოვაციასა და სიახლეს ანიჭებენ უპირატესობას, ვიდრე მოცვეთილ და კარგად ნაცნობ სტილს.
– ფეისბუქსტატუსად დაწერე: „დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემს ქვეყანაშიც შევძლებ რაიმეს კეთებას და ოდნავი სამუშაო კომფორტი მაინც იქნება მხატვრებისთვის“. რა იგულისხმე?
– ეს ცოტა მტკივნეული თემაა. გაგიკვირდებათ და, 8 წელია, უმუშევარი ვარ, შეკვეთების იმედად –
ინტერნეტიდან,  და ეს ხან არის,  ხან – არა.  მანამდე  ბევრგან ვმუშაობდი კარიკატურისტად: პრესაში, ტელევიზიაში, გამომცემლობებში და ასე შემდეგ. არ ვიცი, რატომ, მაგრამ წლებია, ასეთ მდგომარეობაში გახლავართ, იმის მიუხედავად, რომ მსოფლიო ათეულში ხშირად ვარ ხოლმე ამ პატარა ქვეყნიდან და ავსტრალიასთან მიწევს თანამშრომლობა, ჩემს ქვეყანაში 8 წელი არ მოიძებნა ჩემი სამსახური. სიტყვა „კომფორტში“ კი ვგულისხმობდი იმას, რომ მარტო სპორტსმენებს, მომღერლებსა და მოცეკვავეებს კი არ უნდა მივხედოთ
და წავახალისოთ, მხატვრებისთვისაც უნდა ტარდებოდეს შოუ–მარათონები, იაფი ან უფასო გამოფენები, კონკურსები და ასე შემდეგ. უნდა იყოს იუმორისტული და კომიქსების ჟურნალი, სადაც  ბევრ ნიჭიერ, პროფესიონალ, უმუშევარ მხატვარს შეეძლება სარგებლის ნახვა საკუთარი შრომითა და ცოდნით.  ერთი დიდი გულისწყვეტა მაქვს, 3-4 წლის წინ „დისნეის“ ერთ-ერთმა მხატვარმა მომწერა, რომ ანიმაციურ ფილმ Frozen-ის მეორე ნაწილისთვის შემეძლო სატესტო რეჟიმში მუშაობა ნახატებსა და იდეებზე, რაც სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე.  იმ პერიოდში ოჯახის კეთილდღეობისთვის ბევრი განსხვავებული საქმიანობის კეთება მიწევდა, სახატავად დრო არ მრჩებოდა და ეს შემოთავაზება, ფაქტობრივად, დავკარგე. ამას ახლაც
მთელი გულით განვიცდი... მე ასე მიმაჩნია, რომ ქვეყანა არის ოჯახი. ოჯახში კი წარმატებულ შვილებს მშობლები ხელს უწყობენ, რომ მეტი შედეგი დადონ, სამწუხაროდ, მე ამ ოჯახიდან ხელშეწყობა არ მიგრძნია. თუმცა, ბედნიერი ვარ იმითაც, რომ ოჯახის  – ქვეყნის – სახელი არაერთხელ
გავიტანე მსოფლიო ასპარეზზე და ბევრი წარმატება მოვუტანე.
– რატომ კარიკატურა და არა სხვა, რომელიმე მიმდინარეობა?  პირველად ვისი კარიკატურა დახატე?
– კარიკატურისტი რომ არ ვყოფილიყავი, პორტრეტისტი ვიქნებოდი (იცინის). პირველად ოჯახის წევრები დავხატე, შემდეგ მასწავლებლები, რამაც საშემოდგომო მომიტანა. ეს – ხუმრობით, თუმცა ბავშვობაში არაერთი ადამიანი მყავს ნახატებით გამწარებული (იცინის).
– იყო კარიკატურისტი, არ ნიშნავს, ხატავდე მხოლოდ კარგად – იუმორის გრძნობაც დიდ როლს ასრულებს. რამდენად კმაყოფილები არიან ადამიანები თავიანთი კარიკატურებით?
– მართალია, კარიკატურის შექმნას ხატვის სრულფასოვანი ცოდნა, ადამიანის ანატომია და იუმორის
გრძნობა სჭირდება. თუ მხატვარს იუმორი არ აქვს – წარმოუდგენელია, კარიკატურა გამოუვიდეს. ჩემი შემკვეთების 99 პროცენტი კმაყოფილია ხოლმე.. თუმცა იუმორის არმქონე შემკვეთებიც მყავს და ვცდილობ, თავიდანვე ავარიდო თავი (იცინის).
– არაერთი სახალისო ისტორია გექნება გასახსენებელი. უხერხულ სიტუაციაში თუ აღმოჩენილხარ იმ პიროვნების რეაქციის გამო, ვისი კარიკატურაც დაგიხატავს?
– ერთ–ერთი ყველაზე დიდი უხერხულობა ლუდის ფესტივალზე მხვდა წილად, შეყვარებული წყვილი დავხატე და ცოტა ხანში მოვარდა ბიჭი, ნახატი ჩემ თვალწინ დახია, დამიყარა და გაიქცა, თან მომაძახა – ამის გამო ჩემმა შეყვარებულმა იტირაო. ასევე, თბილისობაზე,   ბავშვი  მიყურებდა ხატვისას და შევთავაზე – თუ გინდა, დაგხატავ-მეთქი, უცებ  დედამისი ჩხუბით მეუბნება: რა სჭირს ჩემს შვილს საკარიკატურეო და ბავშვი სასწრაფოდ გამარიდა. ბოდიშის მოხდაც ვერ მოვასწარი (იცინის).
– რა გეგმები გაქვს სამომავლოდ?
– გეგმები ოცნებებს უფრო ჰგავს –  მინდა სამუშაო პირობები, ეზოიანი სახელოსნო, სადაც ლამაზად მოვაწყობ სამუშაო გარემოს...  მინდა ნორმალური სამსახური ჩემს ქვეყანაში. არ მინდა, სხვადასხვა გზით მიწევდეს ფულის შოვნა და რომ მთელი დრო შემოქმედებით ზრდას დავუთმო. მინდა გამოფენების მოწყობა, რაც უკვე ფუფუნების საგანი გახდა. მინდა, ქართული ანიმაციის წარმატებაში ჩემი როლი შევასრულო, სხვათა შორის გვაქვს სტუდია, სადაც თითქმის ენთუზიაზმით ვაკეთებთ ანიმაციებს ბავშვებისთვის საყვარელ ანიმაციურ გმირზე – „ჟირაფი ჟოზე“ და ამითაც ერთ კარგ  ქართულ ისტორიულ საქმეს ვუყრით საფუძველს, თუმცა რის ფასად – ეგ ცალკე თემაა...  მინდა, რომ  ჩემი განვლილი რთული გზა და ბევრი წარმატება  ტყუილად არ დაიკარგოს და ქვეყნისგან მინიმუმი მაინც მივიღო, რომ სრულფასოვნად შევძლო ცხოვრება და მოღვაწეობა.

скачать dle 11.3