კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№47 რატომ მიიღო ფსიქოლოგიური სტრესი პრეზერვატივის რეკლამის ყურების დროს სიკო ჭუმბურიძემ და რისი დანახვისას მშვიდდება ის

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  წლების წინ ხალხმა სიკო ჭუმბურიძე იუმორისტული შოუდან მისი სახასიათო როლებით გაიცნო და შეიყვარა. თუმცა, „კომედი შოუს“ მსახიობმა გუნდი დატოვა და კარგა ხანია, ეკრანზე აღარ გამოჩენილა. „რუსთავი 2-ზე“ ბოლო დროს მომხდარი ამბების მერე, ისევ ტელევიზიაში დაბრუნდა.
  სიკო ჭუმბურიძე: ბიჭებმა დამირეკეს და მითხრეს, გვინდა შენთან თანამშრომლობაო. დავთანხმდი შევთანხმდით და დავიწყეთ თანამშრომლობა. ზოგადად, იღბლიანი ადამიანი ვარ, რადგან გვერდით ერთგული მეგობრები მყავს და ამით ბედნიერი ვარ. თუმცა, წარმატებები მთლად იღბალზე არ არის დამოკიდებული და ბევრ შრომასაც მოითხოვს. შესაბამისად, ორივე თუ არის ერთად – იღბალიც და შრომაც, რაღაც გამოდის. თუმცა, იღბლის გარეშეც, ბევრი შრომითაც შეიძლება, რაღაც გამოიყვანო (იცინის). ყველაფერში მიმართლებს-მეთქი, ვერ ვიტყვი, თუმცა, ღმერთს მადლობა – ვინც გვერდით მყავს და რაც გამაჩნია. ღმერთი ხშირად მეხმარება და ხანდახან რომ გამიფიქრია: უიღბლობა დამჩემდა-მეთქი, სწორედ იმ მომენტში გამმართლებია. ასე რომ, შეიძლება, დაეცე, მაგრამ უნდა ადგე, გააგრძელო გზა და იღბალიც წამოგეწევა.
– რამდენჯერ წამოგეწია იღბალი?
– ბევრჯერ. იღბალი რომ არ მქონოდა და მისი წყალობა, ისეთი ხიფათიანი ბავშვი ვიყავი და იმდენჯერ ჩავხედე სიკვდილს თვალებში, წესით, ცოცხალი არ უნდა ვიყო (იცინის). რისკიანი ვარ, რისკს კი ხიფათი მოჰყვება, ამას – იღბლით გადარჩენა. არ დამავიწყდება, ბავშვობაში მოაჯირზე ვიჯექი, გადავიწიე, თავით წავედი, ვიფრინე 4 მეტრი და რკინებში ჩავვარდი. გადავრჩი და მთელი უბანი „კასკადიორს“ მეძახდა (იცინის). ძალიან ცელქი ვიყავი და სიკვდილს ბევრჯერ გადავურჩი, ამაშიც ბედი მწყალობს.
– თავის დროზე საკმაოდ გამორჩეული სახე იყავი შოუში. რატომ დატოვე სამსახური და წახვედი?
– 7 წლის წინ ცივილურად და მშვიდად დავშორდით ერთმანეთს. რასაკვირველია, გული დამწყდა, რომ წავედი, მაგრამ გაურკვევლობა მოხდა და ამაზე ვრცლად საუბარი არც მინდა. მთავარია, უსაქმურად არ ვიყავი, ტექნიკურ უნივერსიტეტში მიწევდა სტუდენტებთან მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მოძველბიჭო, ენამოჩლექილი პერსონაჟი „კუკუშა“, ეკრანზე აღარ ჩანდა, ბევრი ამ სახელით მომმართავდა ქუჩაში და ახლაც რომ დამინახავენ, მცნობენ, მიღიმიან და მესალმებიან: ვა, კუკუშ, პრივეტო (იცინის). ძალიან პოპულარული პერსონაჟი იყო. რომ წამოვედი, ის სკეტჩები, სადაც ვმონაწილეობდი, კიდევ კარგა ხანს ტრიალებდა ტელევიზიით და ბევრს ეგონა, ისევ ვმუშაობდი.
– მახსოვს, ქალის სამოსიც მოირგე ადრე. ახლაც ხომ არ აპირებ, მაგალითად, როგორი პატარძალი იქნები ან რძალი?
– ადრე, ბებო ვიყავი, ქალის როლის თამაში მომიწია. პატარძლობაზე არ მიფიქრია, მაგრამ ალბათ, თვალებფახუნა დედოფალი ვიქნები და წყნარი, პრანჭია და ენაჩლიქინა რძალი (იცინის). ზოგადად, ჩემს ცხოვრებაში ახლა ახალი გამოწვევბის ეტაპი დგას, მიუხედავად იმისა, რომ ამ გუნდთან ერთად შინაურულად ვგრძნობ თავს, მაყურებლის მიმართ დიდი  პასუხისმგებლობა მაქვს. მინდა, ახლებურად და საინტერესოდ დავბრუნდე. ტელესივრცეში კონკურენცია დიდია და ახალი ძალებით ვუტევთ ჩვენც.
– მართალია, რომ ბავშვობაში მხოლოდ მჭადით გაჩერებდნენ?
– იმერელი კაცი ვარ და მჭადი ძალიან მიყვარს, მაგრამ ეს ამბები თქვენ საიდან იცით? (იცინის). დიახ, რომ არ მეცელქა და გავჩერებულიყავი, მომცემდნენ მჭადს და ამით მაჩერებდნენ. მის ჭამას დავიწყებდი თუ არა, ვჩერდებოდი. მერე, რომ თავდებოდა, კიდევ მაძლევდნენ. ასე მაწყნარებდნენ და მამშვიდებდნენ (იცინის). ასე რომ მჭადზე გაზრდილი ბიჭი ვარ. ზოგადად, არ ვიყავი მჭამელი, მაგრამ მჭადი როცა არ უნდა მოგეცათ, შევჭამდი. ახლაც, რომ ვხედავ, ვმშვიდდები (იცინის).
– პროფესიით ვინ ხარ და თუ გიმუშავია შენი სპეციალობით?
– პროფესიით ფინანსისტი ვარ, მაგრამ ჩემი განხრით არასდროს მიმუშავია. კარგი იქნებოდა, კარგად მესწავლა ჩემი სპეციალობა, რომ ფინანსები კარგად განმეკარგა. ამის პრობლემა აშკარად მაქვს. ამის გამო ოჯახშიც ხშირად მსაყვედურობენ. ძნელად ვშოულობ და ადვილად მეხარჯება თუ მე ვხარჯავ, ვერ გეტყვით (იცინის). ანუ, ჩემთან ფული იმდენად იოლად არ მოდის, რამდენად იოლადაც იხარჯება. ტანსაცმელსა და ნივთებზე არ „ვირევი“ და არც გაგიჟებები მაქვს, მაგრამ ქეიფსა და დროსტარებას ხომ უნდა ფული? (იცინის).
– რახან ქეიფსა და დროსტარებაზე ჩამოვარდა საუბარი, მითხარი, როგორი თამადა ხარ და როცა სუფრის წევრები არ გისმენენ, როგორ „ჭედავ“?
– კარგი თამადა ვარ, მაგრამ თუ ჭიქით ვდგავარ ფეხზე და არ მისმენენ, არ „ვჭედავ“ – ვიტყვი ჩემს სათქმელს და დავჯდები, არ არის პრობლემა.
– პირად საუბარში წამოგცდა, ქალებთან ურთიერთობაში ევროპასა და აზიას შორის ვარ გაჭედილიო და იქნებ, ახლა ამიხსნა ეს რას ნიშნავს?
– მენტალური თვალსაზრისით, სუფთა ქართული დამოკიდებულებები მაქვს ქალებთან მიმართებაში, ანუ, ზოგ ევროპულს ვიზიარებ და ზოგს – არა. არ მიყვარს მამაკაცური ქალები, მაღიზიანებს, მაგრამ ეგეც ჰორმონებზეა დამოკიდებული. ერთმა მკითხა: ქალი რომ სუფრას უთამადებს, მოსაწონიაო? მინახავს ქალი თამადა და ისე კარგად უთამადია და გვიხალისია... იშვიათია, თუმცა, შეიძლება, ქალმა ითამადოს, მაგრამ ქალობა არ დაკარგოს. მაგრამ ქალი რომ ყანწს მოიყუდებს და მერე სახელოთი ტუჩს მოიწმენდს ან ფეხსაცმელს გაიხდის, ჩაასხამს ღვინოს და დალევს, ესეთი რამეების არ მესმის და არც მომწონს.  
– შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?
– მყავს იგივე ცოლი და ორი შვილი – 8 წლის ნატალია და 6 წლის რეზი. პატარა სკოლაში შედის და ახალი ეტაპი გვეწყება. ბევრს ჰგონია, იუმორისტი სახლშიც სულ უნდა იცინოდეს და კარგ ხასიათზე იყოს. თუმცა, ეს სამსახურია და არა ხასიათი და სახლში მისულს შეიძლება, არ გეღადავებოდეს. მართალია, ცოლისთვის სიურპრიზებს ვერ ვაწყობ, მაგრამ, სულ კარგ განწყობაზე ვარ.
– სიკო, ნამდვილი სახელი რა გქვია?
– ჯობდა უკეთესი დაერქმიათ, მაგრამ სიმონი მქვია, ბაბუის სახელია, აბა, ისე ვინ დამარქმევდა (იცინის). მერე, ავტომატურად შემოკლდა სახელი და სიკო დამერქვა. არ დამავიწყდება, ერთი პერიოდი, პრეზერვატივი „სიკო“ გამოჩნდა და რეკლამა რომ ვნახე, ფსიქოლოგიური ტრავმა მივიღე (იცინის). ახლა ის რეკლამა აღარავის ახსოვს და მეც გადავლახე ეს ფსიქოლოგიური სტრესი (იცინის).

скачать dle 11.3