კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№47 „აუდიტ ენდ ლეგალ სერვისი“ Finexpertiza-ს წევრი გახდა და საინტერესო სიახლეებს გპირდებათ

ნინო კანდელაკი მაკა ჯიქია

  კომპანია „აუდიტ ენდ ლეგალ სერვისი“ აუდიტორული, ბუღალტრული და იურიდიული მომსახურების სრულ სპექტრს გთავაზობთ, შესაბამის დახმარებას კი გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი გაგიწევთ.
  ცოტა ხნის წინ  „აუდიტ ენდ ლეგალ სერვისი“ საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Finexpertiza-ს წევრი გახდა და საკუთარ პარტნიორებს ბევრ საინტერესო სიახლეს ჰპირდება. გარდა ამისა, კომპანია მალე პროფესიული განათლების  ცენტრის გახსნასაც გეგმავს, რომელიც აუდიტორული, ბუღალტრული და იურიდიული მიმართულების განვითარებას შეუწყობს ხელს.
  გიორგი ვეფხვაძე (მმართველი პარტნიორი): ჩვენს კომპანიას სტანდარტული აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიებისგან განსხვავებული მიდგომები აქვს. ჩვენ ვთავაზობთ  კომპლექსურ მომსახურებას, რაც  არა მხოლოდ  აუდიტორულ მომსახურებას გულისხმობს, არამედ ბუღალტრულ მომსახურებას, იურიდიულ და სამართლებრივ მომსახურებას სხვადასხვა დავების დროს, იქნება ეს კერძო კომპანიებთან  თუ სახელმწიფო უწყებებთან. ჩვენს მომსახურებაში შედის კომპანიების დახმარება, მაგალითად: გრანტების მიღებაში, სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაში და ასე შემდეგ.  ჩვენთან ნებისმიერი ხელშეკრულება,  აქტი, შეთანხმება თუ მემორანდუმი ორმხრივად განიხილება.
– რა დონეზეა დღეს საქართველოში ბუღალტერთა ინსტიტუტი?
– საქართველოში ბუღალტრების ინსტიტუცია ჯერ კიდევ ძალიან დაბალ დონეზეა, შეიძლება ითქვას, ახლა იდგამს ფეხს. ცოტა ხანში, ალბათ, ბუღალტერთა და აუდიტორული კომპანიების ზედამხედველობის სამსახური შემოიღებს კანონს, რომლის მიხედვითაც მოხდება არა მხოლოდ აუდიტორების, არამედ ბუღალტრების სერტიფიცირება. ბუღალტერი უნდა ადასტურებდეს თავის კვალიფიკაციას, თქვენ წარმოიდგინეთ, დეკლარაციის გაგზავნაც მასზეა დამოკიდებული. ის ურთიერთობს ბანკებთან, სახელმწიფო ინსტიტუტებთან და თუ მას არ ექნება განათლება და კვალიფიკაცია, შესაძლოა, ძალიან ცუდ სიტუაციაში აღმოვჩნდეთ.
– მნიშვნელოვანი სამომავლო გეგმები გაქვთ, მალე სასწავლო ცენტრის გახსნას გეგმავთ...
– გაზაფხულისთვის ჩვენს ბაზაზე შევქმნით პროფესიული განათლების ცენტრს, რომელიც ხელს შეუწყობს არა მხოლოდ აუდიტორული, არამედ იურიდიული და ფინანსური მიმართულებების განვითარებას, განათლების დონის ამაღლებას, ამ პროფესიებში უფრო ღრმად ჩახედვას და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენას. ცენტრში პედაგოგებად იქნებიან მოწვეული პრაქტიკოსი, მაღალკვალიფიციური ლექტორები, რომლებიც წლების მანძილზე დაგროვილ საკუთარ ცოდნას და გამოცდილებას ჩვენს სტუდენტებს გაუზიარებენ. მათთან მოლაპარაკებები უკვე დასრულებულია, ამჟამად  ვეძებთ ადგილს სასწავლო ცენტრისთვის, რომელიც გვინდა, რომ ადვილად მისადგომი იყოს. სწავლის პროცესი თავიდან ბოლომდე შეკრული და ქართულ რეალობაზე მორგებული იქნება. სალექციო განრიგი გათვალისწინებული იქნება სტუდენტებისთვის და მათთვის, ვინც დღის განმავლობაში დაკავებულია. ლექციები იქნება როგორც დილის საათებში, ისე საღამოს. ჩვენს ცენტრში სტუდენტებს საშუალება ექნებათ, ხუთწლიანი გამოცდილება ორ წელში დააგროვონ. გვაქვს იმედი, რომ ჩვენი სასწავლებელი გახდება ერთ-ერთი საყრდენი ჩვენი პროფესიის განვითარებისთვის.
– თქვენს ცენტრში მოსახვედრად რა იქნება საჭირო და დასაქმების პერსპექტივა თუ არსებობს?
– პირველ რიგში, საჭირო იქნება უმაღლესი ეკონომიკური განათლება. სტუდენტებს ტესტირების საფუძველზე შევარჩევთ. რაც შეეხება დასაქმებას, რა თქმა უნდა, საუკეთესო სტუდენტებს ხელიდან არ გავუშვებთ და შევთავაზებთ ჩვენთან დასაქმებას.
– თქვენი კომპანია გახდა საერთაშორისო აუდიტორულ კომპანია Finexpertiza-ს  წევრი.
– უცხოურ კომპანიებთან თანამშრომლობის დიდი გამოცდილება გვაქვს და მათი რეკომენდაციით დაგვიკავშირდა საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Finexpertiza. საქართველოში არსებული სიტუაციებიდან გამომდინარე, ბევრი ვიფიქრეთ, ავწონ-დავწონეთ და ერთწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ დავთანხმდით წევრობაზე. გავაფორმეთ მემორანდუმი და გავხდით  Finexpertiza-ს წევრი, რაც მოგვცემს საშუალებას,  ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებს, ვისაც ჩვენ ვუწევთ მომსახურებას, სამომავლოდ ძალიან ბევრი სიახლე შევთავაზოთ, ვიდრე ამ ეტაპზე ვთავაზობთ.
ლევან გუგუშვილი (მმართველი პარტნიორი): დღეს საქართველოში აუდიტორები, ბუღალტრები და ბიზნესმენები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მუშაობენ, რაც იწვევს რიგ პრობლემებს. რაც  გამართლებულია ბუღალტრული თვალსაზრისით, შესაძლოა, გაუმართლებელი იყოს იურიდიული თვალსაზრისით ან, პირიქით. ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია, რომ ისინი ერთიანი პრინციპით მუშაობდნენ.
Finexpertiza-სთან მემორანდუმის გაფორმების გადაწყვეტილების მიღებისას ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ის იყო, რომ ძალიან დიდი სამომავლო შესაძლებლობები დავინახეთ.
მისამართი:ძმები კაკაბაძეების #18.
ტელ: 574 79 85 25.

скачать dle 11.3