№47 როგორ თარგმნა გია ფერაძემ რობერტ როჟდესტვენსკის ლექსი ქართულად
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

– წეღან რომ ახალი ლექსი წაგვიკითხეთ, ქართულად ვთარგმნე და ნება მიბოძეთ, წაგიკითხოთო.
მიუხედავად იმისა, რომ სუფრის წევრებმა ქართული არ იცოდნენ, უთხრეს, გისმენთო.
გიამ კი დაიწყო:
– ერთი, ორი, სამი, ოთხი... და ასე შემდეგ, მიყოლებით ორასამდე დაითვალა, მელოდიურად კითხულობდა, თან ისეთი მგრძნობიარე (ლექსი სიყვარულზე იყო) სახე ჰქონდა და ისეთ მიმიკებს იღებდა, რომ ყველა მონუსხული უყურებდა.
ბოლოს ყველამ ისეთი ტაში დასცხო, რომ ლამის ჭერი ჩამოინგრა... ამის შემდეგ მთელი საღამო გია ფერაძე თანამესუფრეების ყურადღების ცენტრში იმყოფებოდა, რაზეც ვისოცკი ძალიან დაიბოღმა.