№47 ეს საინტერესოა
* ინგლისელი ალპინისტების გამოთვლით, 8 000-მეტრიან სიმაღლეზე ასვლისას მთამსვლელების საუბრის 0,5 პროცენტი ქალებს ეხებათ, 0;5 პროცენტი – პოლიტიკოსებს. მათი საუბრის დანარჩენი 90 პროცენტი კი – საკვებს.
* როდესაც სტანისლავსკიმ ლევ ტოლსტოის პიესა – „სიბნელის ძალაუფლება“ დადგა, მეტი დამაჯერებლობისთვის, ერთ-ერთი როლის შესასრულებლად სოფლიდან ჩამოიყვანეს ქალი. თუმცა მან, როდესაც გაბრაზებულის სცენა უნდა ეთამაშა, დიდი მწერლის ტექსტი მოისროლა – სინამდვილეს არ ასახავსო. სოფლელ ქალს არ მოეწონა, რომ ტოლსტოის ტექსტში საერთოდ არ იყო საგინებელი სიტყვები.
* მეთვრამეტე საუკუნის შოტლანდიაში არა მარტო კილტებს ატარებდნენ, არამედ სპილენძის ნიღბებსაც, ოღონდ ეს უკანასკნელი ქალებს ეკეთათ და სულაც არ იყო მათთვის სასიამოვნო, რადგან პირთან ნიღბის ღია არეს მამაკაცები არეგულირებდნენ იმის მიხედვით, რამდენად უნდოდათ ქალის ლაპარაკის მოსმენა.