№47 ბრძნული აზრები
უაილდი: თქვენ მანამ იქნებით უბედური, სანამ ჩათვლით, რომ ბედნიერებას სხვები განიჭებენ.
პიკასო: ერთი შეძენილი გამოცდილება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სიბრძნის შვიდი წესი.
სენეკა: ჯობია, იყოთ გაორებული პიროვნება, ვიდრე საერთოდ არ იყოთ პიროვნება.
ჯიბრანი: ვისაც კეთილი საქმის გასაკეთებლად სტიმული სჭირდება, ის სიკეთეს ვერასოდეს გააკეთებს.
მონტენი: ზოგჯერ ჩემს თავს შესანიშნავ რჩევას ვაძლევ, მაგრამ ძალა არ შემწევს, ამ რჩევით ვისარგებლო.
ემერსონი: წლები გვასწავლიან იმას, რაც დღეებმა არ იციან.
დიუმა მამა: ყველაზე ადვილი იმ ოცნებების ახდენაა, რომელშიც ეჭვი არ ეპარებათ.
რუსო: ბევრი უნდა ისწავლო, თუ გინდა, გააცნობიერო, რომ ცოტა იცი.
ჰეზლიტი: საუბრის ხელოვნება მოსმენის ხელოვნებაცაა და იმის ხელოვნებაც, რომ მოგისმინონ.
რანევსკაია: ღმერთო, რა ბებერი ვარ, ჯერ კიდევ მახსოვს ნამუსიანი ადამიანები.
გოეთე: თუ ისე არ აეწყო ყველაფერი, როგორც ელოდით, გულს ნუ გაიტეხთ, ღმერთის გეგმები ყოველთვის ჩვენს გეგმებზე უკეთესია.
ჰიუგო: გონება მდიდრდება იმით, რასაც იღებს, გული კი იმით – რასაც გასცემს.
ვოვენარგი: ბრძოლა იწყება გამარჯვების შემდეგ.
ბრედბერი: კარგი რამის გამოცდა ღირს, თუნდაც იცოდე, რომ ამას გაგრძელება არ ექნება.
სვიტლანდი: წარმატება მოგზაურობაა და არა დანიშნულების ადგილი.
აგატა კრისტი: როცა მამაკაცი შეყვარებულობას თამაშობს, ცდილობს, იყოს მხიარული, გალანტური, ყურადღებიანი, ხოლო როცა ნამდვილად შეყვარებულია, ის ცხვარს ემსგავსება.
მოემი: მამაკაცები ჩვევების მონები არიან, ეს ქალებს მათ შენარჩუნებაში ეხმარებათ.