კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№47 როგორ ცდილობდა ცნობილი თბილისელი „მამაშა“ დიდი ქონების ხელში ჩაგდებას

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  მთავარი გმირების სახელები შევცვალეთ და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.
ექსპერტიზის დასკვნა
  1970 წლის 25 იანვარს გურჯაანის რაიონის ერთ-ერთი სოფლის მკვიდრის, 42 წლის იაგო გორელიშვილის სახლი დაიწვა და შემთხვევის ადგილზე მისულმა მეხანძრეებმა იქ მამაკაცის დანახშირებული გვამი აღმოაჩინეს. სახლის პატრონი ციხიდან ორი თვის გამოსული იყო, სადაც მან 12 წელი გაატარა მსხვილი თანხის დატაცების ბრალდებით. გორელიშვილი ძველი მეღვინე იყო და დაჭერამდე დიდ ქონებას ფლობდა, რომელიც ჩამოართვეს და მხოლოდ სახლი დაუტოვეს. თუმცა, თანასოფლელები დარწმუნებულები იყვნენ, რომ იაგოს ადრე ნაშოვნი ფული გადამალული ჰქონდა. შემთხვევის ადგილზე მისულმა მილიციამ გამოძიება  დაიწყო და 26 იანვარს 39 წლის უშანგი გოდერძიშვილი დაჰკითხეს, რომელმაც ყოველგვარი ძალდატანების გარეშე გამომძიებელს უთხრა: „წუხელ იაგოსთან ფულის სათხოვნელად მივედი, 100 მანეთი ვთხოვე ერთი კვირით, მაგრამ უარი მითხრა. ჩხუბი მოგვივიდა, დანა მომიღერა, მე დანა წავართვი და ყბაში მუშტი დავარტყი. ის კი წაიქცა, საფეთქელი დაარტყა და მოკვდა. მე შემეშინდა, სარდაფში ნავთი ავიღე და სახლს მივასხი. შემდეგ ცეცხლი წავუკიდე და გამოვიქეცი. მოკვლა არ მინდოდა და რას ვაკეთებდი არ ვიცოდი...“ უშანგი გოდერძიშვილი იაგო გორელიშვილის სიძე (დის ქმარი) იყო და მილიციამ ის წინასწარი გამოძიების საკანში მოათავსა და მკვლელობის მუხლი წაუყენა. თუმცა, ერთი კვირის შემდეგ, პათანატომის დასკვნა მოვიდა, რომელშიც გარკვევით ეწერა, რომ დანახირებულ ცხედარს ორი სასიკვდილო დარტყმა ჰქონდა მიყენებული გულში. ეს კი უშანგი გოდერძიშვილის ჩვენებას არ ემთხვეოდა.
ორუცნობიანი განტოლება
  პროკურატურას მასალები უკვე სასამართლოში გადასაცემად ჰქონდა მზად, როდესაც ექსპერტიზის დასკვნამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. გოდერძიშვილი განმეორებით დაჰკითხეს და მან პირველი ჩვენება გაიმეორა, ამბობდა, რომ ცოლის ძმას მხოლოდ ყბაში დაარტყა მუშტი და დანა არ უხმარია. აშკარა იყო, რომ გოდერძიშვილი არ ტყუოდა, მან დანაშაული ნებაყოფლობით აღიარა და თავისუფლად შეეძლო თავიდანვე ცრუ ჩვენება მიეცა და მასზე  ეჭვს არც არავინ მიიტანდა. თუმცა სინდისმა შეაწუხა. აქედან გამომდინარე, გამომძიებლები საგონებელში ჩავარდნენ და ამ ორუცნობიანი განტოლების ამოხსნას ცდილობდნენ. აშკარა იყო, რომ გორელიშვილის ნაცვლად მის სახლში სულ სხვა ადამიანი დანახშირდა და მისი დადგენა იყო საჭირო. ისიც ნათელი იყო, რომ სავარაუდო მკვლელი შესაძლოა, თავად გორელიშვილი იყო, რომელმაც მომენტით ისარგებლა და გაუჩინარდა. ამიტომ ისიც გასარკვევი იყო, თუ სად იმყოფებოდა ყოფილი მეღვინე. ფაქტების შეჯერების შედეგად ძალოვნები ორი მიმართულებით მუშაობდნენ – არკვევდნენ, თუ ვინ შეიძლება ყოფილიყო გორელიშვილის სახლში მოკლული ბოლო დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულთაგან, ვისაც სავარაუდოდ, ყოფილ მეღვინესთან ჰქონდა კავშირი და იმავდროულად, საკავშირო ძებნა გამოცხადდა თავად იაგო გორელიშვილზე.
ყოფილი „პაძელნიკი
  ძველი მეღვინის საქმეს მაიორი კოტე შანიძე იძიებდა. მან ბოლო ერთი თვის განმავლობაში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მამაკაცთა სია შეადგინა, რომელშიც 12 ადამიანი იყო შეყვანილი და აღმოაჩინა, რომ 46 წლის ზორბეგ ბიბილური 25 იანვარს გავიდა სახლიდან და აღარ დაბრუნებულა. მისი მეუღლე ბელა კაციტაძე ამბობდა, რომ ზორბეგს მხოლოდ ის უთქვამს, ძველ „პაძელნიკს“ უნდა შევხვდე და მალე დიდი „მაყუთით“ დავბრუნდებიო. თუმცა, ვინაობა არ დაუსახელებია. საქმე კი ის იყო, რომ ბიბილური მოწმედ გადიოდა იაგო გორელიშვილის 12 წლის წინანდელ საქმეში. ის ღვინის ქარხანაში მუშად მუშაობდა, როდესაც გორელიშვილი გაასამართლეს და საქმეში ჩვენებები იდო, სადაც ბიბილური მიუთითებდა, თუ რამდენი ტონა ფალსიფიცირებული ღვინო დატვირთა მანქანაზე გორელიშვილის (იაგო ღვინის ქარხნის მთავარი ტექნოლოგი იყო) მითითებით. მაიორი კოტე შანიძე თითქმის დარწმუნდა, რომ გორელიშვილის დამწვარ სახლში ზორბეგ ბიბილურის დანახშირებული ცხედარი აღმოაჩინეს. გამომძიებლის ვერსიით, ბიბილური გორელიშვილს ფულის გამოსართმევად მიადგა. ფულს კი იმის გამო სთხოვდა, რომ სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცა და ფალსიფიცირებული ღვინის რაოდენობა ბევრად ნაკლები დაასახელა, ვიდრე ეს სინამდვილეში იყო. წინააღმდეგ შემთხვეაში, ღვინის მთავარი ტექნოლოგი სასიკვდილო განაჩენს მიიღებდა. შანიძემ საგამოძიებო თათბირზე თავისი ვერსია გამოაცხადა და ასე დააბოლოვა: „თითქმის ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ ბიბილურმა გორელიშვილს სიცოცხლის შენარჩუნებისთვის სოლიდური თანხა მოსთხოვა და ამას შეეწირა კიდეც. დიდი ალბათობით, გორელიშვილმა ქონება წაიღო და ახლა იმალება. ამიტომ მისი ძებნა უნდა გაძლიერდეს.“
„დედა ალისა“
 იაგო გორელიშვილის საქმეს, ისევე როგორც ხშირ შემთხვეაში, ყველა ჩახლართულ საქმეს, მოულოდნელი გაგრძელება ჰქონდა. 26 მარტს, თბილისში, ნაძალადევის დასახლების ერთ-ერთ ბინაში სასწრაფო დახმარების ბრიგადა მივიდა და მძიმე მოწამვლით პაციენტი საავადმყოფოში გადაიყვანა. მოწამლული სიკვდილს გადაურჩა. გამოძახებაზე მისულმა მილიციამ დაადგინა, რომ პაციენტი ძებნილი იაგო გორელიშვილი იყო. შემდგომ გაირკვა, რომ გორელიშვილი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა და თავის გადამალულ ქონებასაც იქ მალავდა. მისი თქმით, გორელიშვილი ვინმე ალისა ბენდერმა მოწამლა, რომელიც „დედა ალისას“ სახელით იყო ცნობილი და ბორდელს განაგებდა. იაგო ალისას ძველი კლიენტი იყო და 39 წლის „მამაშამ“ იაგო თაგვის წამლით მოწამლა, რომელიც კონიაკში ჩაუყარა და მისი ქონება გაიტაცა. თუმცა, იაგომ სასწრაფოში დარეკვა მოასწრო და სიკვდილს გადაურჩა.  გაქცეული „დედა ალისა“ კი მილიციამ ავჭალაში, დედამისის ბინაში დააპატიმრა და მას 700 ათასი მანეთის ღირებულების ძვირფასეულობა ჩამოართვეს.
  იაგო გორელიშვილი ბიბილურის მკვლელობისთვის სიკვდილით დასაჯეს. ალისა ბენდერს მკვლელობის მცდელობისთვის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, ხოლო უშანგი გოდერძიშვილი კი ციხეში მხოლოდ 3 წლით გაამწესეს.


скачать dle 11.3