№47 კითხვა-პასუხი
ნინო კანდელაკი ანი რევია

პასუხი: შავი წერტილების მოსაშორებლად, ყველაზე მარტივი და იმავდოულად, ეფექტური საშუალებაა შვრიით სახის დაბანა. თქვენი კანი საოცრად ჯანმრთელ იერს მიიღებს, ფერიც გაგიუმჯობესდებათ, შავი წერტილებიც ალაგდება და არანაირი ტონალურის წასმა აღარ დაგჭირდებათ. შვრია, იგივე ჰერკულესი, ნაზი მოძრაობით შეიზილეთ ნამიან სახეზე, კარგად დაიმასაჟეთ და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. შვრიით სახის დაბანა, განსაკუთრებით მიზანშეწონილია ცხიმიანი და პრობლემური კანისთვის.