კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№47 როგორ უნდა გაიკეთოთ მაკიაჟი ასაკის მიხედვით, რომ უნაკლოდ გამოიყურებოდეთ

ნინო კანდელაკი ანი რევია

  მაკიაჟი თავის მოვლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. მისი გაკეთება დამოკიდებულია ასაკზე, წელიწადის დროზე, კანის მდგომარეობასა და გემოვნებაზე. ნუ გაგიკვირდებათ და, კარგი ვიზაჟის გასაკეთებლად უნდა გაითვალისწინოთ თქვენი ტემპერამენტი, ასაკი და ჩაცმის სტილი, შემდეგ კი, რა თქმა უნდა, სახის „ხასიათი“, კანის, თვალის, თმის ფერი. დეკორატიული კოსმეტიკის გამოყენების დროს აუცილებელად გასათვალისწინებელია დღის რომელი მონაკვეთისთვის გჭირდებათ ის.
  ყოველდღიური მაკიაჟი, მსუბუქი ან მკვეთრი, განსაზღვრული თანმიმდევრობით უნდა შესრულდეს. თავიდან, საჭიროა სახის გაწმენდა, რათა სახე დასვენებული გამოჩნდეს, მაკიაჟი თანაბრად მოთავსდეს კანზე და მთელი დღე გაძლოს. ზამთრის თვეების განმავლობაში, ქარში, სიცივეში, ყინვაში და შენობებში გამათბობლებისგან გამომშრალ ჰაერზე კანი მკვეთრად რეაგირებს. ამიტომ, საჭიროა პილინგით ან სქრაბის პროცედურებით გაუხეშებული კანი მკვდარი ქსოვილებისგან გათავისუფლდეს. თუ ყოველ საღამოს, მაკიაჟის მოშორების შემდეგ, გულდასმით გაისუფთავებთ სახეს, დილით მშრალი კანისთვის საკმარისი იქნება კოსმეტიკური რძით გაწმენდა, ნორმალური ტიპის კანისთვის – ტონიკით ან მცენარეების ნაყენით, ხოლო ცხიმიანი კანისთვის კი – სპეციალური ტონიკით ან ლოსიონით. გასუფთავებულ კანზე წაისვით დამატენიანებელი ან მკვებავი კრემი სეზონისა და კანის ტიპის მიხედვით. ზამთრის პერიოდში ცხიმიანი, ანთების საწინააღმდეგო ეფექტის მქონე დამატენიანებელი კრემები გამოიყენეთ, ხოლო ცხიმიანი მკვებავი კი – ძილის წინ.  დღის კრემის შემდეგ წაისვით ტონალური საშუალება – კრემი ან მუსი ასაკისა და კანის ტიპის მიხედვით. დღის მაკიაჟის შესრულებისას, დიდ დახმარებას გაგიწევთ ფანქარი-კორექტორი, რომლის მეშვეობით დამალავთ კანის მცირე დეფექტებს. სტრუქტურის წყალობით, გელი ადვილად და თანაბრად ნაწილდება კანზე, ათანაბრებს კანის ფერს, ასწორებს მას და ფარავს თვალების ქვეშ არსებულ მუქ რგოლებს. თუ კანის მოწითალო დეფექტების დამალვაა საჭირო, შეარჩიეთ ჩალისფერი ან ზეთისხილისფერი კორექტორი, თვალების ქვეშ მუქი რგოლების დასამალად კი – მოვარდისფრო-ატმისფერი კორექტორი.
  თვალების მაკიაჟით ხაზი უნდა გაუსვათ თქვენს ინდივიდუალურ სილამაზეს. თვალის ჩრდილების, ფანქრისა და ტუშის საშუალებით თვალის ფორმისა და გამომეტყველების შეცვლაც კი შეგიძლიათ.
  დღის მაკიაჟი ნეიტრალურ ტონებში უნდა შესრულდეს, ჩრდილის ფერი კი სახის ტიპის მიხედვით თავად შეარჩიეთ. დაიტანეთ თვალის შიდა კუთხეებში ჰაილაითერი, რომელიც თვალს უფრო გამომხატველსა და მეტყველს გახდის. თუ გამოიყენებთ თვალის თეთრ ფანქარს, ის თვალს ვიზუალურად უფრო დიდს გამოაჩენს. კარგი იქნება, თუ თვალის შიდა კუთხეში დაიტანთ. სანამ ლაინერს ან შავ ფანქარს წაისვამთ, თვალზე ისრების მონახაზი გააკეთეთ, რაც ამ პროცესს გაამარტივებს. ზოგადად, მაკიაჟის დროს, შავი ლაინერი ან ფანქარი დიდ ეფექტს ახდენს.
  ყურადღება მიაქციეთ წარბებს, ვინაიდან ის მაკიაჟში წამყვან როლს ასრულებს. არა მარტო წამწამები, არამედ წარბებიც ხშირი და მბზინვარე უნდა გქონდეთ. ყოველთვე, 7-10 დღის განმავლობაში, საღამოობით წაისვით აბუსალათინის ან წამწამებისა და წარბებისთვის განკუთვნილი სპეციალური ზეთი. წარბების კორექციისთვის, ფუნჯით გადაისვით კორექტორი, ხოლო კორექტორის წასმამდე და მის შემდეგ წარბები ჯაგრისით გადაივარცხნეთ. წარბებისთვის აუცილებელი ფორმის მინიჭებასა და ფერის შეცვლაში ფანქარი და ჩრდილი დაგეხმარებათ. წარბების დახატვა შესაძლებელია ფანქრით, მცირე შტრიხებით, თმის ბუნებრივი ზრდის მიმართულებით. წამწამების დატუშვის პროცესში კი ზევით აიხედეთ და ეს პროცედურა ისე ჩაიტარეთ.
  არ დაგავიწყდეთ რუჯის წასმა. ეს საჭიროა სახის ოვალის კორექციისთვის, ხაზს უსვამს თვალების სილამაზეს და სახეს უფრო ნატიფს წარმოაჩენს. რუჯი წაისვით ყვრიმალების ზედა ნაწილში, საფეთქლებისკენ კი ფართო ფუნჯით გაამუქეთ. ეს ვარიანტი იდეალურად ესადაგება კვადრატულ და მრგვალ სახეს. სამკუთხა სახის მქონეებმა კი რუჯი მრგვლად უნდა წაისვან და საზღვრები გამოკვეთონ. თუ პუდრს ხმარობთ, ჯერ ის წაისვით, მერე კი – რუჯი. თუ მაკიაჟს ფხვიერი პუდრით ასრულებთ, წაისვით ის თხელ ფენად მრგვალი რბილი ფუნჯით.  
ჩრდილების, ტუჩსაცხისა და რუჯის ფერთა ჰარმონიული შეხამებისთვის გამოიყენეaთ ვარდისფერი, ატმისფერი ან კარამელისფერი პალიტრა. მას შემდეგ,   რაც ტუჩზე კონტურს შემოივლებთ, წაისვით ტუჩსაცხი შუაგულიდან კიდეებისკენ. თუ გსურთ, ტუჩებს მეტი მოცულობა მიანიჭოთ, უფრო ღია ფერის ტუჩების შუაგულში წაისვით, ხოლო უფრო მუქი კი, კუთხეებთან. კრემისფერი ტუჩსაცხი, უფრო არისტოკრატულ ეფექტს მოგცემთ და არ გასუვამს ხაზს ვულგარულობას.
скачать dle 11.3