კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№47 ექიმის რჩევები

კითხვა: ვარ 26 წლის. წვერი საკმაოდ ადრეულ ასაკში ამომივიდა, საკმაოდ ხშირი და ხისტიც მაქვს. ერთი კვირის წინ, გაპარსვის შემდეგ, ნიკაპზე ცერა თითის ზომაზე კანი ცარიელი დამრჩა. უკვე ერთი კვირა გავიდა და არ ამომდის. მირჩიეს ნივრის წასმა, მაგრამ უფრო ეფექტური საშუალება მჭირდება და გთხოვთ, მითხრათ რამე.
პასუხი: ეს არის ბუდობრივი გამელოტება, რომელსაც სულ სხვადასხვა მიზეზი შეიძლება იწვევდეს – დაწყებული ფსიქო-ნევროლოგიური ფაქტორით, დამთავრებული კანის სოკოვანი თუ სხვა დაავადებით. აუცილებელია დერმატოლოგთან ვიზიტი.
კითხვა: ვარ 29 წლის, მყავს 2 შვილი. რამდენიმე წელია, მაქვს აკნე და თმის ცვენა. გამოკვლევების შედეგად დამისვეს დიაგნოზი – ანდროგენიზმი. დანიშნული მაქვს ანდრაქსანი და ცინკიტი. მაინტერესებს, ამომივა თუ არა თმა ამ პრეპარატების მეშვეობით. იქნებ მირჩიოთ, გაცვენილი თმის ამოსაყვანი და ზრდის დასაჩქარებელი რაიმე მეთოდი (თუნდაც ხალხური).
პასუხი: თმის ცვენის საწინააღმდეგოდ გირჩევთ მინოქსს (შეიცავს მინოქსიდილს) ქალებისთვის. ხალხური მეთოდებიდან: წიწაკის, დაფნის, ჭინჭრის ნაყენს, ნივრის შეზელვას. ცინკიტი და ანდრაქსანი კი გააგრძელეთ.
კითხვა: როგორ ჩავიტარო ალერგიის პროფილაქტიკა სახლის პირობებში?
პასუხი: ალერგიის პროფილაქტიკა გულისხმობს ალერგენთან კონტაქტისგან თავის არიდებას.
კითხვა: ვარ 19 წლის ბიჭი, დაწოლისას რამდენიმე წამით მიძნელდება სუნთქვა და პულსიც ნელდება, ასევე, თუ უცბად ავდგები, სუნთქვის გაძნელება მაშინაც მაქვს. გულის მხრივ, ყველაფერი ნორმაშია (კარდიოგრამა, ექოკარდიოგრაფია). მაინტერესებს, სადამდე შეიძლება დავარდეს პულსი დაწოლის დროს?
პასუხი: ჩვენი რჩევა იქნება, გადაიღოთ გულმკერდის რენტგენოგრაფია. თუ პათოლოგიები გამოირიცხება, შეგიძლიათ, მშვიდად იყოთ.
კითხვა: რატომ უნდა აწუხებდეს მოზარდს მაღალი წნევა ან რისგან შეიძლება იყოს გამოწვეული უჰაერობა? გული გამოკვლეულია და არანაირი პათოლოგიური ცვლილელები არ აღენიშნება, გარდა იმისა, რომ აქვს სინუსური ტაქიკარდია.
პასუხი: სასურველია, დააზუსტოთ წნევის ციფრები. შესაძლოა, უჰაერობა და ტაქიკარდია მაღალმა წნევამ გამოიწვიოს. რაც შეეხება თავად მაღალი წნევის მიზეზებს, ის შესაძლოა, დაკავშირებული იყოს თირკმელების, სისხლძარღვების, ენდოკრინული სისტემის დაავადებებთან. მიზეზების დასადგენად აუცილებელია, ჩატარდეს სათანადო კვლევები.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე

скачать dle 11.3