კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№47 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: როგორ უნდა მოიქცეს ქრისტიანი, როდესაც მოწყალებას კი არ სთხოვენ, არამედ აძალებენ, რომ ეს მოწყალება გაიღოს?
პასუხი: მოწყალება ნებაყოფლობითია და ძალდატანებით ის თავის შინაარსს კარგავს. გამცემიც და მიმღებიც თავიანთ სინდისთან უნდა იყვნენ მართლები. გამცემმა იმდენი უნდა გასცეს, რისი შესაძლებლობაც აქვს, უფალი ხედავს მის გულს. მოწყალების ოდენობასაც არ აქვს მნიშვნელობა, მიმღებმა ის მადლიერებით უნდა მიიღოს. თუ მოწყალების გაღება ამგვარ ზნეობრივ ჩარჩოებს გასცდება, მაშინ მას აღარ ექნება ქრისტიანული სახე.
კითხვა: რაც ჩემი მეგობარი იეღოველი გახდა, მასთან ურთიერთობა გავწყვიტე. ახლახან გავიგე, რომ მას ოჯახის წევრი გარდაეცვალა. ბევრი ვიფიქრე, მაგრამ მისასამძიმრებლად არ მივედი, რასაც ახლა ძალიან განვიცდი. თქვენ რას მეტყვით ამის შესახებ?
პასუხი: უფალი ჩვენგან მოყვასის სიყვარულს ითხოვს და აქედან გამომდინარე, ადამიანურ ურთიერთობებს არავისთან გვიკრძალავს. ჩვენ ნებისმიერი სარწმუნოების ადამიანის დახმარება და თანაგრძნობა უნდა შეგვეძლოს. მით უმეტეს, თუ ის გასაჭირშია. თქვენ, რა თქმა უნდა, უნდა მიხვიდეთ თქვენს მეგობართან და თანაგრძნობა გამოუცხადოთ.
კითხვა: ჩემი უმცროსი ძმა რთულ მდგომარეობაშია, არაფერში ხელი არ ემართება, დეპრესიაშია და ამბობს, ღმერთს არ ვუყვარვარო. ვცდილობ, გადავარწმუნო, მაგრამ არაფერი გამომდის. როგორ დავეხმარო მას?
პასუხი: ყველაზე დიდი საჩუქარი ღმერთისგან არის ადამიანის სიცოცხლე, რაც თქვენს ძმას უკვე მიეცა. ადამიანი უნდა იყოს მადლიერი, რომ ჯანმრთელი დაიბადა და შეუძლია, საკუთარი ხელით მოიძიოს სარჩო. მიმოიხედეთ გარშემო, რამდენი ადამიანია უსინათლო, დავრდომილი, სმენადახშული და მაინც არ არის ღმერთის უმადური. გამოსავალი ღვთის გმობა კი არ არის, არამედ ის, რომ უფალი შეიყვაროს და ევედროს მას დახმარება რწმენით. დეპრესიაში ადამიანი მაშინ ვარდება, როდესაც უფალს შორდება.
კითხვა: არის თუ არა სპეციალური ლოცვები ჰომოსექსუალიზმისგან გასათავისუფლებლად?
პასუხი: ჰომოსექსუალიზმი უდიდესი ცოდვაა. რა თქმა უნდა, არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი ისეთი ფიზიკური ნაკლით იბადება, რაც ამ ცოდვაში ჩავარდნას უწყობს ხელს. მაგრამ, ძირითადად, ამ ცოდვაში ვარდებიან სულის დაჭუჭყიანებით, მიმბაძველობით, გარყვნილებითა და ასე შემდეგ. ნებისმიერ შემთხვევაში, ადამიანს მოეძებნება ძალა, რომ ამ ცოდვისგან გათავისუფლდეს. საგანგებო ლოცვები არ არსებობს, თუმცა მოძღვრის დახმარების გარეშე ამ მძიმე ცოდვისგან გათავისუფლება ძალზე ძნელია. ამიტომ ასეთი ადამიანი უნდა მივიდეს მოძღვართან, რომელიც განსჯისა და განკიცხვის გარეშე მოისმენს მის აღსარებას. შემდეგ კი მოძღვრის დახმარებით შეძლებს, დაამარცხოს ეს ცოდვა და იცხოვროს, როგორც ნამდვილმა ქრისტიანმა.
скачать dle 11.3