კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№46 რატომ არ რთავდა ფრიდონ ნიჟარაძე თამარ მეფის საფლავის გათხრის ნებას არავის და რა გადასცა მას პატრიარქმა

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  „უშგულელ გენიოსად“ წოდებული, 75 წლის მხატვრის ფრიდონ ნიჟარაძის ნახატების გამოფენას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მისი შემოქმედება ყურადღებას იქცევს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.
  ნატალია კლდიაშვილი (ხელოვანი, კურატორი): სექტემბერში აღმოვაჩინე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ნახატი, წარწერით – „უშგულელი გენიოსი“, „უშგულელი სალვადორ დალი“. თვითონაც ხელოვანი ვარ და ეს საოცრებები რომ ვნახე, რა თქმა უნდა, დავინტერესდი. მის შესახებ ინფორმაცია მოვიძიე და სვანეთში წავედი. უშგულში ავედი და იქიდან სულ სხვა ადამიანი დავბრუნდი. რომ მივედი, ბატონი ფრიდონი შეუძლოდ იყო და იწვა. მაგრამ როგორც კი მისი ნამუშევრების სანახავად ავედით, ამოვიდა და გვითხრა: „აპოკალიფსი“ დავხატე და მის შემდეგ, აღარაფრის დახატვა აღარ მინდაო. საუბრისას მიხვდა, რომ მისი მესმოდა და საუბარიი დამიწყო, როგორც შემდეგ მითხრეს, ბევრი ლაპარაკი არ უყვარს. თავისი „მეეზოვე“ მაჩვენა. აქ ძალიან ბევრი ტურისტია, ბევრ ნაგავს ტოვებენ და ეს საქართველოს ასუფთავებსო. მის ნახატებში ძალიან ბევრი სიმბოლოა. მათი ახსნა რომ დაიწყო, შეიძლება, ერთი კვირა არ გეყოს. რომ უყურებ, ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, თითქოს სამყაროდან იღებს ინფორმაციას და საკუთარი ნამუშევრებით გადმოსცემს. მაგრამ ბოლომდე თვითონაც არ აქვს ამოხსნილი, რას გადმოგვცემს კაცობრიობას. ვფიქრობ, რომ ადამიანს, რომელიც თავისი მძიმე ცხოვრების შემდეგ თითქმის განდეგილია, გახსნილი აქვს მესამე თვალი, რომლითაც ბევრ რამეს ხედავს. ეს ჩვეულებრივი ნახატები არაა. ძალიან საინტერესო წინადადებით დამიკავშირდა ამერიკიდან ბატონი დევი დათუნა და რამდენიმე ნამუშევარი „დაარეზერვა“. ასევე დამიკავშირდნენ სანკტ-პეტერბურგის ხელოვნების აკადემიიდან, ძალიან დაინტერესდნენ გამოფენით.
– გამოფენა როგორ დაგეგმეთ?
– ვკითხე, ოდესმე გამოფენა გქონიათ-მეთქი – არასდროსო. გინდათ-მეთქი... არასდროს დამავიწყდება
მისი თვალები, რომლითაც იმ მომენტში შემომხედა და – კიო, მიპასუხა. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი გამოცდილება არასდროს მქონია, დავპირდი, რომ გამოფენას აუცილებლად გავუკეთებდი და ორი თვის თავზე გავაკეთეთ. სამწუხაროდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თვითონ ვერ დაესწრო გამოფენას. ერთი სიტყვით ვიტყვი, ეს ნამდვილი ტრიუმფი იყო. ხალხი შოკირებული იყო მისი ნახატებით. ნამუშევრებს ისეთი ენერგია აქვს, ვერ წყდები. უყურებ და ძალიან დიდხანს ფიქრობ. გინდა, მისი ნიშნები ამოხსნა. ბევრ გამოფენაზე ვარ ნამყოფი და ასეთი აღფრთოვანება, მე პირადად, არსად მინახავს.
თეიმურაზ ნიჟარაძე (ძმა): ფრიდონი ბავშვობიდან ხატავდა – ნახშირით, ცარცით, თოვლზე, მიწაზე. სკოლიდან რომ დააგვიანებდა, ფურცელზე დახატული კოშკები მოჰქონდა. ყველაფერი ეხერხება: ხეზეც მუშაობს, რკინაზეც და ქვაზეც. საოცარ ლექსებს წერს.
– საკუთარი ნახატების შინაარსზე არასდროს არაფერი უთქვამს?
– საიდუმლოდ მეუბნებოდა ხოლმე, ამის გამხელა არ შეიძლებაო. მაგრამ ვაღიარებ - სამწუხაროდ, ვერ
ვიგებდი და მერე აღარც ვუსმენდი. წინასწარმეტყველური ნახატები აქვს. მაგალითად, საბჭოთა კავშირის დაშლაზე. რამდენიმე წლით ადრე ამბობდა, დაიშლებაო, არც ამას ვუჯერებდით. მისი გაფრთხილებებიც არაერთხელ მახსენდება სხვადასხვა საშიშროების წინ.
– საზოგადოება როგორ იღებს მის შემოქმედებას?
– თავიდან ზოგს გიჟი ეგონა, ზოგს – უბრალოდ, უცნაური ადამიანი. მაგრამ მერე რომ იცნობენ, ამბობენ, ძალიან მაგარიაო. ჩვენები ამბობენ – ფიდო ჩვენი სოფლის სიამაყეაო.
– საქართველოს ფარგლებს გარეთაც ექცევა ყურადღების ცენტრში?
– 1998 წელს უშგულში ფრანგი კინორეჟისორი ამოვიდა და ფილმი გადაიღო ფრიდონსა და სოფელზე. სპეციალურად ფრიდონის სანახავად ამოვიდა – ფრანგ ტურისტს უთქვამს მისთვის, კარგი რამის ნახვა თუ გინდა, იქ წადიო. გაზეთ The Independent-ის ჟურნალისტიც იყო ჩვენთან მოსული. ბევრი ტურისტი დადის სვანეთში და მათგან იგებენ ფრიდონის შესახებ. პოლონელებიც იყვნენ ამოსულები მასზე ფილმის გადასაღებად. გერმანულ პრესაშიც წერდნენ მის შესახებ. წელს მარტო ორი-სამი თვის
განმავლობაში 1 500 კაცი მოვიდა ფრიდონის ნახატების სანახავად.
– აქამდე ყიდდა ნახატებს?
– მე თავს ვიკავებდი, მაგრამ რომ ხედავდა, ოჯახს ძალიან უჭირდა, თვითონ უფრო აქტიურობდა, რომ გაეყიდა.
ნატალია: ახლა ზოგ ნახატზე კატეგორიულად მითხრა, რომ არ გაიყიდებოდა. თუმცა ბევრი იყიდება – სამიდან 50 ათასი დოლარის ფარგლებში.
– როგორია მისი ბიოგრაფია?
თემური: სკოლის შემდეგ ჯერ ჯარში წავიდა, შემდეგ თბილისის სამხატვრო აკადემია დაამთავრა. თუმცა დიდად აღფრთოვანებული არ იყო. მე მანამდე ვიყავი მხატვარი და ისინი ცდილობდნენ, ჩარჩოებში ჩავეკეტეო. შემდეგ ჩვენთან ეკლესიებში ხატსა და ჯვარს იცავდა. მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი იყო. თუმცა, მუზეუმებამდე ყველაფერი ეკლესიებში იყო თავმოყრილი. მოსკოვში რომ ჩავიდა, საბჭოთა კავშირის კულტურის მინისტრის მოადგილესთან მიაღწია და აუხსნა, რომ ამხელა საგანძურია სვანეთში და ყველაფერი უპატრონოდო. ამას მოჰყვა ის, რომ მუზეუმი გაიხსნა, არა მხოლოდ უშგულში, სხვაგანაც.
– ყოველდღიურობაში მისი განსხვავებულობა რაში გამოიხატება?
– ყოველთვის ყველაფერს ჩვენთან ერთად აკეთებდა, მეურნეობის საქმეებსაც, მაგრამ თან, ხელოვნებაზე, სამყაროსა და კაცობრიობაზე ფიქრობდა განსხვავებულად. ამაზე რომ ლაპარაკობდა, ჩვენ არ გვაინტერესებდა. განსხვავებულ ნახატებს რომ ხატავდა, რას გავსო, ეჩხუბებოდნენ. ვერ ვიგებდით, ვეკითხებოდით, სად ნახე ეგეთიო. ჩემთვის ბევრჯერ უთქვამს, ამას მე ვხედავ ჩემს გონებაშიო. ერთხელ და ორჯერ რომ ვნახავ, განვაგდებ, მაგრამ მესამედაც თუ ვნახავ, მერე უნდა დავხატოო. ჩვენ რომ ვერ ვიგებდით მის მხატვრობას და შექების ნაცვლად, გიჟი ხარო, ვეუბნებოდით, მერე ამბობდა, რისთვის ვხატოო და დეპრესიებიც ჰქონდა. თავის თავში იკეტებოდა და შეიძლება, წლები აღარ ეხატა.
– რეალურად, ფსიქოლოგიური პრობლემები არ ჰქონდა, მაგრამ ფსიქიატრიულში მოხვდა. რატომ?
– კომუნისტურ ეპოქაში არ შეიძლება, ადამიანი მიმხვდარიყო, თუ რა რეალობაში ცხოვრობდა და უბედური არ ყოფილიყო. ამას მხატვრები განსაკუთრებით ემოციურად აღიქვამდნენ, მით უმეტეს, ფრიდონი და სულით და ხორცით აპროტესტებდა. ყველაფრის წინააღმდეგ მიდიოდა, კომუნისტებს ემუქრებოდა. შემდეგ ახლობლებმა კეთილი განზრახვით მოათავსეს ფსიქიატრიულში. ისინი ფიქრობდნენ, რომ კარგს აკეთებდნენ. დღეს ცოცხალი არცერთი აღარაა. თავგამოდებული კომუნისტები იყვნენ. ეუბნებოდნენ: რას ამბობ, წყნარად მაინც ილაპარაკეო. ხიფათს არ გადაეყაროსო და ფსიქიატრიულში მოათავსეს, სადაც რამდენიმე თვე გაატარა. ძალიან მძიმე იყო მისთვის იქ ყოფნა და იმათთვის დღემდე ვერ უპატიებია. იხსენებდა, ერთი ლიტრი სისხლი გამომაცალეს და შემდეგ ვეღარაფერს ვგრძნობდი, ისე ვიყავიო.  წამლებს ასმევდნენ და რომ ვნახულობდით, დაშინებული და დაბეჩავებული გვხვდებოდა.
– თამარ მეფის საფლავთან რა აკავშირებს?
– ერთი პერიოდი დიდი ამბავი ატყდა, თამარ მეფე უშგულში არის დაკრძალული და ესა და ეს ადგილები უნდა გავთხაროთო. მათ შორის ერთ-ერთი ჩვენი საგვარეულო ეკლესია იყო. უმაღლესი დონის ნებართვა ჰქონდათ. ფრიდონი წინააღმდეგი იყო, რატომ თხრითო. მაგრამ მხოლოდ ორი კაცი ედგა გვერდით. სოფელი გაჩუმებული იყო. მთელი რაიონის ხელმძღვანელობა იქ იყო და იმიტომ, თუმცა ეს არ ანებებდა. საგვარეულო ეკლესიას თხრიდნენ და ამას ვერ ეგუებოდა, მაგრამ, აბა, მთავრობასთან რას გახდებოდა? მაშინ მართლა წამებულს ჰგავდა. შემდეგ ეკლესიიდან მუზეუმში გადაიტანეს ხატი და ჯვარი და ფრიდონი ოცდაათი წლის განმავლობაში მისი მცველი იყო.
– პატრიარქსაც შეხვდა, არა?
– პატრიარქი სვანეთში იყო ამოსული. ფრიდონი მაშინ მუზეუმის თანამშრომელი იყო.  ფრიდონს სთხოვეს, პატრიარქს შენი ნახატი ვაჩუქოთო. მას შემდეგ პატრიარქმაც იცოდა მის შესახებ და ბოლოს რომ ამოვიდა სვანეთში, ფრიდონი თავად მოძებნა. მას პატრიარქის დალოცვის სიგელი აქვს, რითაც განსაკუთრებით ამაყობს.

скачать dle 11.3