№46 ანეკდოტები
კახეთში შვილი ეკითხება მამას:
– მამი, იახტა რა არის?
– კარგად წაიკითხე, შვილო, მიახტა ეწერება...
***
გორელის რეაქცია მაგარი გოგოს დანახვისას
– შახე, ბიჯო, როგორ აყვავებულ ვაშლსა ჰგავს.
***
გურული ჩამოვარდა ხიდან და გააქანეს საავადმყოფოში. ექიმმა გასინჯა, გაარკვია, რა როგორ მოუვიდა და ბოლოს ჰკითხა:
– ხიდან ჩამოვარდნის შემდეგ აზრი ხომ არ დაგიკარგავთ?
– ა, აბდალი თუ არაა ახლა, – გაბრაზდა გურული, – რა უნდა დამეკარგა, ბიჯო, აზრი მანამდე რომ მქონოდა, იმ ხეზე ევიდოდი?
***
გურული ბაღანა ოთახში დარბის და წყლის თოფით ყველაფერს წუწავს. დედა უბრაზდება:
– გაჩეი, ბიჯო, ღვთისმშობელის ხატია აგერ, რაფერ შეიძლება მაგიზა წყლის მისხმა?!
– კალთაში რომ ბაღანა უზის, იმიზა?
სხარტულები
* არჩევნები – ეს არის ერთადერთი დღე წელიწადში, როდესაც ქართველები ქაღალდს ურნაში ყრიან და არა მის გვერდით.
* ლუდის მსმელებისთვის მთავარია პროცესი, არყის მსმელებისთვის – შედეგი.
* ისეთ სუფრაზე ვიჯექი, მარტო პური ვიცანი.
* ლუდის მსმელებისთვის მთავარია პროცესი, არყის მსმელებისთვის – შედეგი.
* ისეთ სუფრაზე ვიჯექი, მარტო პური ვიცანი.