№46 აკაკის შიში
ერთი საკმაოდ ცნობილი ქართველი მსახიობი, როგორც ჩანს დიდი ნიჭით ვერ გამოირჩეოდა და აკაკიც დიდად არ სწყალობდა.
მსახიობი მაინც არ ნებდებოდა და თავის პროფესიონალიზმს უმტკიცებდა:
– ვერ წარმოიდგენ, აკაკი, რა რიგად მიყვარს სცენა! როცა მე არა ვთამაშობ და სცენას ვუყურებ, სულ ჟრუანტელი მივლისო!
– წარმოიდგინე, რომ მეც მაგ მდგომარეობაში ვარო, – უპასუხია აკაკის.
– შენ რათაო?
– ჰკითხა გაკვირვებულმა მსახიობმა.
– შიშისაგანო, – მიუგო აკაკიმ.
– რისი გეშინიაო?
– იმისა, ჩემო კარგო, რომ სცენაზედ კარი არ გაიღოს და შენ არ შემოხვიდეო, – აუხსნა პოეტმა.