№46 ბრძნული აზრები
იუნგი: ადამიანისთვის ცუდად მოხმარებული დრო არსებობაა, კარგად მოხმარებული – სიცოცხლე.
ვოვენარგი: ადამიანის ცოდნა მუდამ საკმაოა, თუ ის ვერაფერს გააკეთებს.
რუსო: ვინც ჭიად იქცა, ნუღარ დაიჩივლებს, რატომ მსრესენო.
კანტი: ადამიანის ჭკუის ნაყოფთაგან ორი საქმეა უძნელესი: მართვის ხელოვნება და აღზრდის ხელოვნება.
ლაბრიუერი: ადამიანისთვის მნიშვნელოვანია მარტოოდენ სამი მოვლენა: დაბადება, სიცოცხლე და სიკვდილი. დაბადებას ვერ იგებს, სიკვდილით იტანჯება და ავიწყდება, რომ უნდა იცხოვროს.
ბროდსკი: უყვარდე და გიყვარდეს – ეს საკმარისია. სხვას ნურაფერს ითხოვ. არ არსებობს ამაზე ნათელი და ძვირფასი რამ ცხოვრებაში.
კამიუ: ცხოვრების თავიდან დაწყებისთვის სულაც არ არის საჭირო, ბედნიერი იყო.
ფროიდი: გათავისუფლების გამო აღტაცების გრძნობას ძლიერი მწუხარება ერთვის, რადგანაც საპყრობილე, საიდანაც გავთავისუფლდი, ჯერ კიდევ ძალიან მიყვარს.
კონსტანტინე: იცხოვრო ისე, როგორც გსურს, ეგოიზმი არ არის. ეგოიზმია, როცა სხვები არიან იძულებული, ისე იცხოვრონ, როგორც თქვენ გსურთ.
უაილდი: ის, ვინც ბედნიერია, სხვებსაც გააბედნიერებს.
კაფკა: ნუ მისცემ ბოროტებას იმის შანსს, რომ დაგარწმუნოს, თითქოს მის საიდუმლოებებს შეიცნობ.
სტენდალი: როცა გაბედული და ამაყი ადამიანები საკუთარ თავს აუმხედრდებიან ხოლმე, ერთი პატარა ნაბიჯი საკმარისია, რომ გულისწყრომა სხვის წინააღმდეგ მომართონ. ამ შემთხვევაში გააფთრების გამომჟღავნება მათ დიდ სიამოვნებას ანიჭებთ.
ტოლსტოი: ადამიანი, რომელსაც დაუყოვნებლივ უნდა რამე, ბედს ავალდებულებს, დანებდეს.
თაგორი: ბედნიერება არის მცირედი უპირატესობა მისი დაკარგვის წინ.
მონრო: ქალი, რომელთანაც არ მოიწყენ, არ დაგაბერებს.
დიორი: ქალმა არასოდეს იცის, რა უნდა, მაგრამ არ მოისვენებს, სანამ საწადელს არ მიაღწევს.