კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№46 რით არის გამორჩეული მრგვალი ფორმის სარკე და რის გამო ვერ გაიჭაჭანებს ეშმაკი თქვენ სიახლოვეს

ნინო კანდელაკი ნანა წერეთელი

  არსებობს ჩვეულებრივი ნივთები, რომლებიც სრულიად არაჩვეულებრივი ხდება, თუ სახლში იქონიებთ. ერთი შეხედვით უბრალო საგანი, ისეთ მაგიურ ძალას იძენს, რომ მთელ ოჯახს მფარველობს და ბედნიერებით აღავსებს. სულ 22 ასეთ ნივთს ასახელებენ ხალხური გადმოცემების ზედმიწვნით მცოდნე ექსპერტ-მაგები. ამ სიიდან ბევრი კარგად ნაცნობია და ჩვენს რუბრიკაშიც არაერთხელ განგვიხილავს, მაგრამ არანაკლებ საინტერესოა სხვებიც. ჩვენი მიზანია, ყველას ერთად მოვუყაროთ თავი და გიჩვენოთ, რომელს რა ფუნქცია აქვს სახლში. ეზოთერიკოსები გვირჩევენ, ამ ინფორმაციის გაცნობის შემდეგ დაფიქრდეთ, მათგან რა არ მოგეძებნებათ ოჯახში და დაუყოვნებლივ აღადგინოთ ბალანსი. თუ რამდენად აუცილებელია ეს, სწორედ ამაზე გვესაუბრება ეზოთერიკოსი, ქალბატონი მზია გ.
– ოჯახში რომ ყოველთვის ჰარმონია და კეთილდღეობა სუფევდეს, ყველა მაგი, წინასწარმეტყველი თუ ეზოთერიკოსი თანხმდება, რომ ამისთვის საჭირო სულ 22 ნივთია. დავიწყოთ ქარვით, რადგან ყველა ოჯახში უნდა ანათებდეს მზე, რომელსაც ეს ქვადქცეული ფისი აირეკლავს. ის ნათელს მოჰფენს და გზას წარმატებისკენ გაუხსნის თქვენს ცხოვრებას, ფიქრებს კი რეალობად აქცევს. შემდეგია ქვიშის საათი. გარდა იმისა, რომ დეკორისთვისაც შეუდარებელია, მისი პატრონი არასდროს ინანებს ფუჭად დაკარგულ დროზე. როგორც ერთგული მეგობარი, გასაჭირში არასდროს მიგატოვებთ და გამოუვალი მდგომარეობიდანაც გიჩვენებთ გამოსავალს. სანთელზე ალბათ, ყველას გსმენიათ.
– სანთელს მრავალი დანიშნულება აქვს, ამ შემთხვევაში რას გულისხმობთ?
– სანთელი სახლში დადებით ენერგიას ინარჩუნებს. ნამდვილი ცვილის სანთელი განსაკუთრებულ ძალას ფლობს, თუმცა საჭიროა, გონივრული მიდგომა, რომ მისი შესაძლებლობებით ზიანი არ მოგადგეთ. რაც შეეხება ინგლისურ ქინძისთავს („ბულავკა“), გათვალვას რომ ბლოკავს, ამაზე ალბათ არც ღირს ლაპარაკი, რადგან ყველამ იცის. მივადექით საპონს, რომელიც ყველა ოჯახშია და მხოლოდ ჰიგიენის საშუალებად მიიჩნევა. თუმცა, ეს ასე არ არის. სხეულის სისუფთავესთან ერთად, მას გაცილებით მეტის მოცემა შეუძლია – ჩვეულებრივი, ნატურალური საპონი, ყოველგვარი ქიმიური დანამატების გარეშე, ფასდაუდებელ სამსახურს გაგიწევთ და თქვენს სახლს უწმინდურებისგან გაწმენდს. უნდა ვახსენო ნალიც. ყველამ იცის, მაგრამ შეგახსენებთ, რომ ის უძველესი მაგიური ნიშანია და სახლს ყოველგვარი ბოროტი ძალის შემოტევისგან იცავს – გზა-კვალს ურევს, რომ თქვენამდე ვერ მოაღწიოს. ნიორი რომ ვამპირებსაც კი ანადგურებს, სხვა თუ არაფერი, საშინელებათა ჟანრის ფილმებიდან მაინც იცის ხალხმა.
– ნივრის სარგებლიანობასა და მაგიურობაზე, ალბათ, ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით...
– ნიორი სახლის მფარველია და მაქსიმალური სიკეთე რომ მიიღოთ მისგან, საჭიროა, ნივრის გალები ჭერქვეშ, შორეულ კუთხეში დაკიდოთ. ასე ის სახლიდან ყველა უწმინდურ სულს განდევნის და თქვენ და ოჯახის დანარჩენ წევრებს ავი თვალისგან დაგიცავთ. სადაც ნიორია, იქ ეშმაკიც ვერ გაიჭაჭანებს. სამზარეულოს მაგიდაზე თუ ყოველთვის დგას ვაშლებით სავსე სინი, სიმწარე და ნაღველი თქვენს სახლში ვერ დაისადგურებს, მხოლოდ კეთილდღეობა და ჰარმონია იმეფებს. თუმცა ლოყაწითელა ვაშლებმა მხოლოდ თვალი უნდა გაახაროს და მათი ჭამა რეკომენდებული არ არის. აუცილებელია, სახლში ხელჯოხი ანუ ტროსტი, რომელიც დადებითი ენერგიის შენარჩუნებას უწყობს ხელს და ყოველგვარი უსიამოვნებისგან დაგიცავთ. ის ერთგული მეგზურია როგორც სახლში, ისე მისგან მოშორებითაც. სარკე ყველა ოჯახშია...
– სარკის მაგიურ თვისებებზე ბავშვმაც კი იცის. ზღაპრული ნივთებიდან ყველაზე დასამახსოვრებელი ალბათ, ჯადოსნური სარკეა...
– ის მართლაც ჯადოსნურია – სარკე და მით უმეტეს, მრგვალი, იზიდავს და იმახსოვრებს სიკეთეს. იქონიეთ ის სახლში და იღბალი არასდროს დატოვებს თქვენს სამფლობელოს. ხელსაქმის მოყვარულ დიასახლისს ათასგვარი ძაფის გორგალი აქვს მარაგად. მაგრამ, არც არამქსოველებმა გამოილიოთ სახლში ასეთი გორგალები, მით უმეტეს, შალის ძაფის. ის არა მხოლოდ გზაა ბედნიერებისკენ, არამედ ამ სამყაროში თქვენი არსებობისა და დანიშნულების შემმეცნებელიც. ყველა სახლში უნდა იყოს ხატი, რა თქმა უნდა, აღმსარებლობის შესაბამისად. საეკლესიო მაღაზიაში ის ხატი შეიძინეთ, რომელიც სიხარულს მოგანიჭებთ. ეს ხატი ყოველთვის დადებითად იმოქმედებს თქვენზე: გაგამხნევებთ ჭირში და შეგეხიდებათ რთულ სიტუაციებში, ოღონდ ყოველთვის გულწრფელი უნდა იყოთ მის წინაშე. შემდეგია სალესი ქვა...
– წიქარა გამახსენდა...
– სალესი ქვა დაგეხმარებათ, ზედმეტი წახნაგებისგან გაათავისუფლოთ და ისე გამოაქანდაკოთ საკუთარი ბედნიერება. სახლს არ გააკარებს უწმინდურ სულს, ხოლო ფულსა და იღბალს პირიქით, მაგნიტივით მიიზიდავს. ის გაგათავისუფლებთ ყოველგვარი ძველი და დამყაყებულისგან და მხოლოდ ახლასა და სასარგებლოს გაზიარებთ. ბედნიერების ჩიტი – ხის სათამაშო ფრინველია, რომელიც ბავშვის საძინებელში ისე უნდა დაკიდოთ, რომ გაღვიძებისთანავე ხედავდეს მას თქვენი შვილი. ის ფრთებით დაიცავს პატარას და ზღაპრულ სამყაროს შეუქმნის. სახლში სულ უნდა გქონდეთ თაფლი, რომლის შესახებაც უხსოვარი დროიდან არსებობს მინიშნება, რომ ეს ნუგბარი გაგიჟებით უყვარს სახლის სულს (დამავოი), რომელიც გახლავთ სწორედ პასუხისმგებელი თქვენი საცხოვრებლის სიმყუდროვესა და სიმშვიდეზე. რაც შეეხება მცენარეებს, ტირიფი და განსაკუთრებით ფინიკის პალმა, რომელიც წმიდა ხედაა მიჩნეული, მაგების რეკომენდაციით, თესლიდან უნდა გაზარდოთ თქვენს სახლში, თუ გინდათ, რომ ბოროტმა ძალამ სიახლოვესაც ვერ გაიჭაჭანოს, ბარაქა და კეთილდღეობა კი არ მოგაკლდეთ. რადგან უწმიდური ძალა მხდალია და ნებისმიური ხმაური აფრთხობს, სახლში აუცილებლად იქონიეთ ზარი, ზანზალაკები. ასევე, ბარაქას არ მოაკლებს თქვენს ოჯახს – წყვილი თექის ბოტები. მწუხარება და გაჭირვება არასდროს შეგეხებათ, თუ გასუფთავების შემდეგ თევზის ქერცლს კი არ გადაყრით, სადმე საგულდაგულოდ დამალავთ. ვინც ქარს იმორჩილებს დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობს, ჰოდა, თქვენც შესთხოვეთ მას კეთილდღეობა, რაშიც დაგეხმარებათ ფრიალა (ქაღალდის სათამაშო – სულის შებერვით რომ ტრიალებს; შეიძლება, ვენტილატორიც გამოდგეს). თქვენს მშვიდ ძილს უზრუნველყოფს ჩვეულებრივი შავი ქვები... და ბოლოს, ლითონის კაუჭი – როგორც ოქროს თევზის დამჭერი ანუ ასრულებული სურვილების სიმბოლო და იმავდროულად, ყაისნაღის კაუჭა თავი, რომლითაც თავად ქარგავთ საკუთარ ბედს და რაც უფრო ჩახლართავთ ნაყშს (უზორს), მით უფრო საინტერესოდ აეწყობა თქვენი ცხოვრება.


скачать dle 11.3