№46 იმუნიტეტის გასამყარებელი და ენერგიის მოსამატებელი დიეტა
ნინო კანდელაკი ანი რევია
ზამთარი ახლოვდება და აუცილებელია, ორგანიზმი მოამზადოთ ცივ დღეებთან შესაგუებლად. ამისთვის კი იმუნიტეტის ამაღლება და ენერგიის მომატებაა საჭირო, რაც შესაძლებელია სპეციალური, 3-დღიანი დიეტის დაცვით, რომელიც გააძლიერებს თქვენს ორგანიზმს, გააორმაგებს ვირუსებთან ბრძოლის უნარს, ფორმაშიც ჩაგაყენებთ და ზედმეტ კილოგრამებსაც დაგაკლებინებთ. შეგიძლიათ, ეს დიეტა თვეში ერთხელ დაიცვათ.
პირველი დღე
საუზმე: 1 ჭიქა თაფლიანი ჩაი და წიწიბურას ფაფა.
სადილი: ორთქლზე მომზადებული ყვავილოვანი კომბოსტო, 1 ულუფა ქათმის ბულიონი.
ვახშამი: 150 გრამი ხაჭო და უშაქრო პიტნის ჩაი.
მეორე დღე
საუზმე: მოხარშული ბრინჯის ფაფა და 1 ჭიქა თაფლიანი ჩაი.
სადილი: ორთქლზე მომზადებული ქათმის ფილე, ცოცხალი ბოსტნეულით.
ვახშამი: მოხარშული წიწიბურა და 1 ჭიქა თაფლიანი წყალი.
მესამე დღე
საუზმე: 1 ჭიქა კეფირი და 1 ულუფა მოხარშული ბრინჯი.
სადილი: 1 ნაჭერი ორთქლზე მომზადებული ბროკოლი, 1 ნაჭერი მოხარშული თევზი, 1 ჭიქა ახალგამოწურული ბოსტნეულის წვენი.
ვახშამი: 100 გრამი ხაჭო, 1 ჭიქა მწვანე ჩაი თაფლით.