კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№46 როგორ გადაარჩინა ლავრენტი ბერიამ მოსკოვი მეორედ დაცემას

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  ლავრენტი ბერიამ თავისი ეშმაკობითა და საზრიანობით არა მარტო საბჭოთა ქვეყნის გაძლიერებაში შეიტანა დიდი წვლილი, არამედ მისი მთლიანობის შენარჩუნებაშიც. ამ ადამიანის მიერ მოფიქრებულმა ხრიკებმა დიდი დახმარება გაუწია „წითელ არმიას“ გერმანელი ფაშისტების დამარცხებაში... პროფესორი პავლე სელვანოვი წერს: „ბერიას სხვა წარმატებებთან შედარებით, ბევრს შეიძლება, წვრილმანადაც კი მოეჩვენოს ის ფაქტი, რაც 1942 წლის ზაფხულში მოხდა მოსკოვის მისადგომებთან, როდესაც ბერიას მიერ მოფიქრებული მარტივი, მაგრამ გენიალური სვლის შედეგად ჰიტლერის საჰაერო ფლოტის მნიშვნელოვანი ნაწილი განადგურდა. გენერალი პავლე სუდოპლატოვი იხსენებდა: „მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვზე თავდასხმა ფაშისტებს ჩაუფლავდათ, უდიდესი საშიშროება ჯერ კიდევ არ იყო განეიტრალებული. 1942 წლის ზაფხულისთვის ჰიტლერს გრანდიოზული შეტევა ჰქონდა დაგეგმილი. გერმანელებმა მნიშვნელოვანი ძალების მობილიზაცია განახორციელეს და ჩვენი მზვერავები თითქმის ყოველდღიურად გვიგზავნიდნენ ცნობებს ფაშისტური არმიების დისლოკაციისა და შემადგენლობის შესახებ. კეთდებოდა ანალიზი და დასკვნა ძალიან სამწუხარო იყო – იმ დროისთვის არსებული თანაფარდობა ფაშისტების მხარეზე იყო. მათი ერთიანი მძლავი შეტევა და მოსკოვს, შესაძლოა, ვეღარ გაეძლო და ჰიტლერს საბჭოთა დედაქალაქი დაეკავებინა. ჩვენი სამსახური ბერიას წყალობითა და ჩემი კოლეგების თავდადების მეშვეობით ძალიან ეფექტურად მუშაობდა. მოსკოვთან განცდილი ზამთრის კამპანიის მარცხის მერე ჰიტლერი ძალიან ფრთხილობდა და უეჭველი გამარჯვებისთვის ემზადებოდა. ჩვენ კი მას ოსტატურად შედგენილი დეზინფორმაციებით შეტევა ორჯერ გადავადებინეთ. მაგრამ ისიც ვიცოდით, რომ ეს დიდხანს არ გაგრძელდებოდა და რაღაც არაორდინარული იყო მოსაფიქრებელი. 8 ივლისს ოთხი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი წყაროსგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ ჰიტლერი 9-14 ივლისის შუალედში მძლავრ, მასირებულ შეტევას განახორციელებდა მოსკოვზე. ჩვენთვის ცნობილი იყო ტაქტიკაც – ფაშისტები ჯერ ჰაერიდან აპირებდნენ ყველაფრის „გაუთოებას“ (დაბომბვას), შემდეგ კი ხმელეთიდან უნდა შეჭრილიყვნენ და განადგურებული საბჭოთა პოზიციები გაევლოთ. საამისოდ „ვერმახტის“ „ლუფტვაფეს“ პირველი საჰაერო ფლოტის 400 თვითმფრინავი ჰყავდა პოზიციებზე განლაგებული და ის მათ საჰაერო ფლოტში არსებული მთელი თვითმფრინავების მეოთხედს შეადგენდა. სტალინთან შეხვედრაზე გაკეთდა ანალიზი და დაასკვნეს, რომ თუკი ჰიტლერი შეტევას ეტაპობრივად განახორციელებდა და მოსკოვის მისადგომებთან განლაგებულ საბჭოთა პოზიციებს „გააუთოებდა“, შემდეგ კი – დედაქალაქს, მოსკოვი დაეცემოდა. საქმე ის იყო, რომ სივრცეში გაწელილი ჩვენი „პევეო“ (ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა) ვერ გაუმკლავდებოდა ასეთ ტაქტიკას. ამიტომ რჩებოდა ერთადერთი გზა – მთელი „პევეო“ მოსკოვის სიახლოვეს უნდა გადაეტანათ და ჰიტლერელთა ავიაძალები მოსკოვში ერთბაშად შეეტყუებინათ. ასეთ შემთხვევაში გამარჯვების შანსი იზრდებოდა. ყველანი პესიმისტურად იყვნენ განწყობილი, თვით ჟუკოვიც კი. ბერიამ კი სტალინს შესთავაზა:
– ფაშისტები ხრიკზე უნდა წამოვაგოთ. ისინი მოსკოვისკენ ჰაერით უნდა დავძრათ და დედაქალაქის მისადგომებთან გავანადგუროთ. ამიტომ დაუყოვნებლივ უნდა დავწიოთ უკან ჩვენი „პევეო“.
– როგორ აპირებ ამის გაკეთებას?  – იკითხა სტალინმა.
– ფაშისტები უნდა დავარწმუნოთ, რომ მოსკოვში სქელი სმოგი დგას და ჰიტლერის სულსწრაფობიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ ის ბრძანებას გასცემს საჰაერო შეტევის დაუყოვნებლივ დაწყების შესახებ და სწორედ აქ მოტყუვდება.
– და, როგორ იზამ ამას? – თქვა სტალინმა.
– მოსკოვში ახლა ერთი ფაშისტი მზვერავიც კი არაა და დედაქალაქიდან ცნობას ვერ გადასცემს. ჩვენ უნდა ჩავატაროთ ცრუ საფეხბურთო მატჩი, რომლის დროსაც კომენტატორი იტყვის, რომ მოსკოვში სმოგია და ცუდი მხედველობის გამო ფეხბურთელებს უჭირთ თამაში. ამ რადიორეპორტაჟს ფაშისტური დაზვერვაც მოისმენს და ვფიქრობ, ასეთ ხელსაყრელ მომენტს ხელიდან არ გაუშვებენ, მასირებულ შეტევას დაიწყებენ, ჩვენ კი მათ გავანადგურებთ.
– რომ არ გაამართლოს? – იკითხა სტალინმა.
– დარწმუნებული ვარ, რომ გაამართლებს. სხვა გზა მაინც არ გვაქვს, – დაჟინებით თქვა ბერიამ.
სტალინმა ოპერაციის ჩატარების ბრძანება გასცა და ფარულად მთელი „პევეო“ მოსკოვთან გადაიტანეს...“
 12 ივლისს, კვირა დღეს, მოსკოვის თავზე ხელოვნურად წარმოქმნილი სმოგი იდგა. ცნობილმა საფეხბურთო კომენტატორმა ვადიმ სენიავსკიმ კი რადიორეპორტაჟი დაიწყო არარსებული მატჩიდან და ისე გააგრძელა, თითქოს შეხვედრა ძლიერი სმოგის გამო შეწყდა. ფაშისტებმა კი სულ რაღაც 2 საათის შემდეგ 400 ბომბდამშენით შეუტიეს მოსკოვს და ისე განადგურდნენ, მხოლოდ რამდენიმე ათეული ბომბის ჩამოგდება მოასწრეს... ჰიტლერი გაცოფებული იყო. მან „ლუფტვაფეს“ შეფი ჰერმან გერინგი სახელმწიფო კანცელარიაში დაიბარა და ორი საათის განმავლობაში უკიდურესი სიტყვებით ლანძღავდა... ამ ხრიკმა ფაშისტების ძალები მნიშვნელოვნად შეასუსტა და მოსკოვზე დაგეგმილი შეტევა ჩაეშალათ. რომც შეეტიათ, წარმატებას ვეღარ მიაღწევდნენ, რადგან აღარც ძალები ეყოფოდათ და აღარც საბრძოლო სული..
დიდი სამამულო ომის ეს ეპიზოდი მაინცდამაინც არაა რეკლამირებული და ვფიქრობ, იმიტომ რომ მისი შემოქმედი ლავრენტი ბერია იყო. მოსკოვთან შეტევების მთავარ მომგერიებლად საბჭოთა ისტორიოგრაფია მარშალი გიორგი ჟუკოვს მიიჩნევს. მართალია, ჟუკოვს გამარჯვებაში დიდი წვლილი მიუძღვის, მაგრამ ომის მთელი მიმდინარეობა კარგად რომ გაანალიზდეს, შესაძლოა, მას ბერიამ აჯობოს. თუმცა, ჟუკოვი გამარჯვებული მარშალია. ბერიას კი ცილი დასწამეს, ქვეყნის „გამანადგურებელი“ და ინგლისელთა „ჯაშუში“ უწოდეს და მისთვის სრულიად სამართლიანად მინიჭებული მარშლობაც კი ჩამოართვეს ვერაგული შეთქმულება მოუწყვეს, მოკლეს და ყველა წარმატება თავად მიიწერეს.“

скачать dle 11.3