კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№46 ტროფიკული წყლულის პროფილაქტიკა

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ტროფიკული წყლული საკმაოდ ადვილად დიაგნოსტირდება კიდურის ყურადღებით დათვალიერებისას. მისი დამახასიათებელი ნიშნებია: სხვადასხვა სიღრმის წყლულოვანი დეფექტი. წყლულის კიდეები სწორია, შეიძლება იყოს დაკოჟრილი.
  საწყის სტადიაში ჩნდება მცირე ზომის ბუშტუკები, მათ ადგილზე ვითარდება ჭრილობა, რომლის ზომაც თანდათანობით იზრდება. ტროფიკული წყლული უმტკივნეულოა, ტკივილი მხოლოდ ნერვული დაბოლოებების პათოლოგიურ პროცესში ჩართვისას ვლინდება. წყლულიდან ჩირქოვანი სეკრეტი გადმოედინება, რადგანაც ამგვარი ჭრილობა ადვილად ინფიცირდება.
ტროფიკული წყლულის ყველაზე ხშირი მიზეზი შაქრიანი დიაბეტია. ამასთან, აღინიშნება როგორც   წვრილი, ისე საშუალო არტერიების დაზიანება. წვრილ არტერიებში ვითარდება მიკროანგიოპათია, მსხვილში – ათეროსკლეროზული ცვლილებები, რომლებმაც სისხლძარღვის სრული დახშობა შეიძლება გამოიწვიოს.
  მოსალოდნელი გართულებები: ქვედა კიდურების განგრენა, ანუ ნეკროზის განვითარება, რომელიც ფეხის ამპუტაციის ჩვენებაა. ტროფიკული წყლულის ინფიცირებას შესაძლოა, სხვადასხვა ინფექციურ-ანთებითი გართულებები მოჰყვეს.
რისკის ჯგუფში შედიან შემდეგი კატეგორიის პაციენტები:
* შაქრიანი დიაბეტით დაავადებულები;
* მსუქნები;
* სისხლძარღვების ათეროსკლეროზული დაზიანების მქონე პაციენტები;
* მაობლიტირებელი ენდარტერიიტის მქონე მამაკაცები, რომლის ძირითადი მიზეზი თამბაქოს მოხმარებაა.
პროფილაქტიკა:
* მოწევისთვის თავის დანებება;
* სხეულის მასის ნორმალიზაცია;
* სისხლში ქოლესტერინის დონის კონტროლი და დაქვეითება;
* სისხლში შაქრის დონის ნორმალიზაცია;
* არტერიული წნევის რეგულარული გაზომვა და ჰიპოტენზიური საშუალებების მუდმივად მიღება;
* ჭრილობების, ნაკაწრებისა და ქვედა კიდურების ტრავმატიზაციის არიდება.
ტროფიკული წყლულის არსებობისას კარდინალურად უნდა შეიცვალოს პაციენტის ცხოვრების წესი, რაც რეციდივის თავიდან აცილების საშუალებას იძლევა. ამ მიზნით რეკომენდებულია:
* მოერიდეთ ფეხშიშველა სიარულს, რათა არ მოხდეს ფეხის ტრავმირება;
* მოიწესრიგეთ სხეულის მასა;
* აკონტროლეთ არტერიული წნევა, სისხლში ქოლესტერინისა და შაქრის დონე;
* რეგულარულად მიიღეთ ქვედა კიდურებში მიკროცირკულაციის გამაუმჯობესებელი საშუალებები;
* მოერიდეთ კიდურის გადაცივებას ან გადახურებას;
* უკუაგდეთ მავნე ჩვევები.
скачать dle 11.3