№46 თავნება
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
ამას დახვრეტა, იმას
ჩამოხრჩობა – ჩეჩნურად
ჩამოხრჩობა – ჩეჩნურად
სანამ კრემლში პრ.-ი პუტინი ზის, ჩეჩნეთის თავკაცს თავი ქუდში აქვს, ჩეჩნეთის რესპუბლიკა კი – რფ-შია (თუმცა საგულისხმოა, რომ ვლ. პუტინმა უკვე გადასცა ჩეჩნეთის მთავრობას ადგილობრივი ნავთობკომპანია, რაც სამომავლოდ შესაძლოა, გახდეს კიდეც მათი დამოუკიდებლობის საფუძველი), ჩეჩნეთის თავკაციც კარგა ხანია, თავნებობს (ან კი რატომ არ ითავნებებს, როდესაც გასდის?!) და მსხვილ-მსხვილ წითელ კოჭებსაც უგორებს მამასა და მარჩენალს.
შესაძლოა, ამიტომაც, სულ ახლახან რეგიონის მთავრობის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან, მან დამსწრეთ მოუწოდა, დაისაჯონ ის ინტერნეტმომხმარებლები, რომლებიც „შეურაცხყოფას მიაყენებენ ვინმეს ღირსებას“.
სახელდობრ, პუტინის ფავორიტმა განაცხადა (მომყავს ციტატა): „მათ, ვინც არღვევს თანხმობას ადამიანებს შორის, ავრცელებს ჭორებს, თესავს უნდობლობას, ვერ შევაჩერებთ, თუ არ გავანადგურებთ ფიზიკურად, არ დავაპატიმრებთ და არ შევაშინებთ“.
აქვე გეტყვით, რომ ეს ჩეჩნეთის ამჟამინდელი თავკაცის პირველი მოწოდება არ არის, შეუტიონ მათ, ვინც უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს.
მართალია, მე არ ვიცი, ვინც არ მოსწონს, მათ განადგურებას მხოლოდ რფ-ის ტერიტორიაზე აპირებს თუ მთელ დედამიწაზე, მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რომ, მაგალითად, პრ.-ი პუტინი კარგა ხანია, მუშაობს საქართველოს ისტორიის გაყალბებაზე და მის ისეთ ვერსიებს გვთავაზობს, რომ ავლიპ ზურაბიშვილს თმა და, თქვენ წარმოიდგინეთ, წვერ-ულვაშიც კი ყალყზე უდგას იმსოფლად. ჯერ კრემლიდან რომ დაეწყო ჭორების გამავრცელებლებისა და ხალხთა შორის უთანხმოების ჩამომგდებთათვის თავების დაყრევინება?!