№45 ფრანგულ-ქართული სამედიცინო ცენტრი „კახეთი-იონი“ – ლიდერი რეგიონში
ნინო კანდელაკი ინა სიმონია
სამედიცინო ცენტრი „კახეთი-იონი“ 2008 წელს გაიხსნა ფრანგული და ქართული მხარეების თანამშრომლობის შედეგად. სამედიცინო ცენტრის ძირითადი მიმართულებაა დაავადებათა ადრეული, კომპლექსური დიაგნოსტიკა და მისი შემდგომი მკურნალობა. დაწესებულება აღჭურვილია თანამედროვე სადიაგნოსტიკო და სამკურნალო აპარატურით. თქვენ მოგემსახურებათ მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალთა გუნდი, რომელთა გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება დედაქალაქისა და საფრანგეთის წამყვან კლინიკებში ხდება.
თამარ ცანკაშვილი (ფრანგული სამედიცინო ცენტრის, „კახეთი-იონის“ გენერალური დირექტორი): საფრანგეთის, იონის დეპარტამენტსა (ბურგუნდიის მხარე) და კახეთის რეგიონს შორის ურთიერთთანამშრომლობა 2001 წელს გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე დაიწყო და დღემდე წარმატებულად გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდა კულტურის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ყველაზე მნიშვნელოვანი – კი ჯანდაცვის სფეროში: დაარსდა სამედიცინო ცენტრი „კახეთი-იონი” (არამომგებიანი, არაკომერციული იურიდიული პირი), რომლიც 2008 წლიდან წარმატებულად ფუნქციონირებს და დღემდე საკუთარი ნიშა უკავია რეგიონში. ცენტრს მეთვალყურეობას უწევს ბორდი, რომლის შემადგენლობაშიც შედის როგორც ქართული, ასევე ფრანგული მხარე.
გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, პროექტისთვის ქალაქი გურჯაანი შეირჩა, რადგან მას კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტი ესაზღვრება. სამედიცინო ცენტრის ძირითადი მიმართულებაა დაავადებათა ადრეული, კომპლექსური დიაგნოსტიკა და მისი შემდგომი მკურნალობა.
– რა მომსახურებების მიღებაა თქვენთან შესაძლებელი?
– კახეთის რეგიონში პირველად ჩვენთან გაიხსნა ჰემოდიალიზის განყოფილება და ეს აღმოჩნდა საკმაოდ მნიშვნელოვანი სერვისი კახეთის მოსახლეობისთვის. ვემსახურებით 102 ძირითად პაციენტს და ასევე 10 პაციენტს – სტუმრის სტატუსით. ძალიან დიდია მომლოდინე პაციენტთა რიცხვი,
და ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, გავაფართოოთ ჰემოდილიზის განყოფილება.
და ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, გავაფართოოთ ჰემოდილიზის განყოფილება.
დიაგნოსტიკურ ცენტრში ფუნქციონირებს რადიოლოგიის, ენდოსკოპიის (გასტროსკოპია, კოლონოსკოპია), ექოსკოპიის, კარდიოლოგიის, ფიზიოთერაპიის, დერმატოლოგის, ალერგოლოგის, გინეკოლოგის, ოფთალმოლოგის, კლინიკური იმუნოლოგიური უახლესი აპარატურით აღჭურვილი სამედიცინო კაბინეტები, ბიოქიმიური ლაბორატორია და ასევე, მიკრობიოლოგიის კაბინეტი. ერთი სიტყვით, ჩვენ შეგვიძლია თითქმის სრულყოფილად მივაწოდოთ მოსახლეობას დიაგნოსტიკური სერვისები.
– თქვენთან სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამა მოქმედებს?
– სამედიცინო კლინიკა მონაწილეობს ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებში. ვახორციელებთ ტუბერკულოზის, ანტენატალურ პროგრამას, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას. აღსანიშნავია, რომ „კახეთი-იონი“ რეგიონში პირველი ჩაერთო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში და ჩვენ, ამ პროგრამის ფარგლებში, სრულყოფილად შეგვიძლია მომსახურება.
ჩვენს კლინიკაში ფუნქციონირებს დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს შემდეგ პროგრამებს:
* ძუძუს კიბოს სკრინინგი;
* საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი;
* კოლორექტალური კიბოს სკრინინგი;
* პროსტატის კიბოს სკრინინგი.
ეს გამოკვლევები პაციენტისთვის, გარკვეული ასკობრივი ზღვრის გათვალისწინებით, უფასოა. აღნიშნული კვლევები ხელს უწყობს კიბოს გამოვლენას ადრეულ სტადიაზე.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქიმიოთერაპიული განყოფილების არსებობა. ეს არის მნიშვნელოვანი შეღავათი კახეთში მცხოვრები ონკოლოგიური პაციენტებისთვის. ამ სფეროს კურირებას უწევს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ონკოლოგი, ქიმიოთერაპევტი ქალბატონი ნია შარიქაძე.
– თქვენთვის, როგორც ხელმძღვანელისთვის, რამდენად მნიშვნელოვანია გუნდური მუშაობის პრინციპი?
– გუნდური მუშაობის პრინციპი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ერთმანეთის აზრს ყოველთვის ვითვალისწინებთ. ვფიქრობ, გუნდური მუშაობა ნებისმიერი ორგანიზაციისთვის ყოველთვის მომგებიანია.
ვზრუნავთ ჩვენი ექიმების კვალიფიკაციის ამაღლებაზე. სამედიცინო ცენტრი ,,კახეთი-იონი” ორ-სამ თვეში ერთხელ მასპინძლობს საფრანგეთიდან მოწვეულ სპეციალისტებს. კლინიკის სამედიცინო პერსონალს მუდმივი კავშირი აქვს ფრანგ კოლეგებთან. რთული სამედიცინო შემთხვევის სტრატეგიის განსაზღვრა მათთან კონსულტაციის საფუძველზე ხდება. ძირითადი ყურადღება ეთმობა სამედიცინო პერსონალის მუდმივ გადამზადებას მათი პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებისა და სამედიცინო სფეროში არსებული სიახლეების გაცნობის მიზნით.
„კახეთი-იონის“ ორგანიზებით და სახსრებით ყოველწლიურად ტარდება ფრანგ და ქართველ მედიკოსთა დღეები, სადაც კახეთის რეგიონის 250-მდე ექიმი
იღებს მონაწილეობას. კონფერენციაში ჩართულია ფრანგ და ქართველ ექიმთა გამოცდილი გუნდი და მედიკოსები ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ გამოცდილებას. გასულ წელს ჩავატარეთ კონფერენცია ინფექციურ დაავადებებზე. განსაკუთებული აქცენტი გაკეთდა C ჰეპატიტზე. წელს ჩატარდა კონფერენცია არანაკლებ მნიშვნელოვან თემაზე, როგორიცაა ტუბერკულოზი და მისი პრევენცია.
იღებს მონაწილეობას. კონფერენციაში ჩართულია ფრანგ და ქართველ ექიმთა გამოცდილი გუნდი და მედიკოსები ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ გამოცდილებას. გასულ წელს ჩავატარეთ კონფერენცია ინფექციურ დაავადებებზე. განსაკუთებული აქცენტი გაკეთდა C ჰეპატიტზე. წელს ჩატარდა კონფერენცია არანაკლებ მნიშვნელოვან თემაზე, როგორიცაა ტუბერკულოზი და მისი პრევენცია.
ნინო ჩხეიძე („კახეთი-იონის“ კლინიკური მენეჯერი): ფრანგმა სპეციალისტებმა კადრები თავად შეგვარჩიეს და საუკეთესო გუნდი შეიქმნა. ორიენტირებული ვართ ხარისხზე და ძალიან ბევრი მადლიერი პაციენტი გვყავს.
– როგორია თქვენი ცენტრის ტექნიკური აღჭურვილობა?
– გვაქვს თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორია, რომელიც ჩართულია გარე ხარისხის კონტროლში. მაკონტროლებელს კი წარმოადგენს ბრიტანული კომპანია. თითქმის ყველა კაბინეტი აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით.
– ქალბატონი თამარი როგორი ხელმძღვანელია?
– თამარს აქვს ხელმძღვანელისთვის დამახასიათებელი ყველა თვისება. არის კრეატიული და ორიენტირებული განვითარებაზე, რაც აუცილებელია სამედიცინო ორგანიზაციის წინსვლისთვის. ყველაფერს აკეთებს, რომ რაც შეიძლება მეტი სერვისი შევთავაზოთ პაციენტებს. მასთან მუშაობა ძალიან კომფორტულია, ყოველთვის ითვალისწინებს ექიმების აზრს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
ხატია ჩირიკაშვილი: მეექვსე წელია, რაც „კახეთი-იონში“ ფუნქციონირებს ონკოლოგიური განყოფილება. განყოფილების ხელმძღვანელი გახლავთ ქალბატონი ნია შარიქაძე. ჩვენს განყოფილებაში შესაძლებელია ონკოლოგიური პაციენტების როგორც დიაგნოსტირება, ასევე მათი მკურნალობა – ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია, ტარგენტული თერაპია და იმუნოთერაპია. ვერთვებით მკურნალობის ყველა ეტაპზე, ქირურგიის გარდა.
მის: გურჯაანი, რუსთაველის ქ. #22
ტელ.: +995 353 22 22 73, +995 551 71 71 95.