№45 კვერნაძე, სდექ!
ბიძინა კვერნაძე რევაზ ლაღიძეზე იგონებდა:
„ერთხელ მე, იაშა ბობოხიძე და პიერ კობახიძე რესტორანში ვიყავით რეზოსთან ერთად. რეზო ამბობდა: ისეთი აზარტული ვარ, ტყეში მამაჩემი რომ შემხვდეს, შეიძლება იმასაც ვესროლოო… პიერმა მითხრა, შენ ამას ტყეში არ გაჰყვე, ისეთი გვარი გაქვს, ნამდვილად გესვრისო.”