კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№45 როგორ ჩაატარა მინი-კონცერტი ბათუმის ფოსტაში სულიკო კოროშინაძემ

  ერთხელ ბათუმში დასასვენებლად მყოფ სულიკო კოროშინაძეს თბილისიდან ბანდეროლი გაუგზავნეს და ფოსტაში რომ მივიდა, მხოლოდ მაშინ აღმოაჩინა, რომ პასპორტი სასტუმროში დარჩენოდა. უკან დაბრუნება დაეზარა და ფოსტის თანამშრომელს სთხოვა: ნამდვილად სულიკო კოროშინაძე ვარ, ბანდეროლი ჩემია და გთხოვთ, უპასპორტოდ მომცეთო. ეს ის პერიოდია, როდესაც ტელევიზორები ჯერ კიდევ ყველას არ ჰქონდა და ცნობილ მომღერალს, რომელსაც „ბათუმს ქათქათას“ უკვე ნამღერი ჰქონდა, სახით ვერ სცნობდნენ.
– ნუ მაიმუნობთ, ყმაწვილო, წადით, ვერ მომატყუებთო, – უთხრა ფოსტის თანამშრომელმა.
ბატონ სულიკოს გაეცინა და პირდაპირ ფოსტაში იმღერა „ბათუმს ქათქათას“. ის, რა თქმა უნდა, მისი განუმეორებელი ხმით იცნეს. მომღერლის ირგვლივ  ხალხი შეიკრიბა. ისინი აღფრთოვანებულები უკრავდნენ ტაშს, არ მოეშვნენ და მინი-კონცერტიც ჩაატარებინეს. ფოსტის თანამშრომელი ამ მოულოდნელობით ისეთი შოკირებული იყო, რომ ბატონ სულიკოს მთელ ფოსტას ატანდა.
ნიკა ლაშაური
скачать dle 11.3