№45 ეს საინტერესოა
* გერმანელების აზრით, ბავარიის მთავრობა რომ ჩამოაგდო, საკმარისია, მისი მოსახლეობა ერთი დღით დატოვოთ ლუდის გარეშე.
* შუასაუკუნეების ინგლისში, სანამ წყვილი ჯვარს დაიწერდა, ტარდებოდა აუცილებელი რიტუალი: ეკლესიაში იდგა მასიური ხის მძიმე ზანდუკი. პატარძალი უნდა მისულიყო და ცალი ხელით აეხადა სახურავი, რაც აჩვენებდა, რომ ის მზად იყო სამეურნეო საქმიანობისთვის. თუ პატარძალი ამას ვერ მოახერხებდა, საქმროს სრული უფლება ჰქონდა, უარი ეთქვა და მასზე არ დაქორწინებულიყო.
* ქრისტიანებს განსაკუთრებულ შიშს უსახავდა ნერონის, მარტინ ლუთერის, ნაპოლეონის სახელები – თუ ამ პიროვნებების სახელების ასოებს ებრაული ანბანის სისტემის მიხედვით ციფრებით შევცვლით, მათი ჯამი 666-ის ტოლი იქნება.