№45 ბრძნული აზრები
ბრაუნი: პოლიტიკა გახლავთ ის ხელოვნება, სადაც შესაძლებელია, მტრები ფულად აქციო.
ფრანსი: შეურყეველი რწმენა, რომ ჭეშმარიტება მათ ხელშია, აბოროტებს ადამიანებს.
ჰიუგო: ბრძენი კაცი კი არ ბერდება, მწიფდება.
ვოვენარგი: შეიცვალე შენი აზრები, მაგრამ არ გადაუხვიო პრინციპებიდან; შეიცვალე შენი ცხოვრების წესი, მაგრამ ხელუხლებლად შეინარჩუნე შენი ფესვები.
დიუმა: უსიყვარულობა სიბრმავეა, ჩვენ თუ ზღვაში მხოლოდ წყლის მასას ვხედავთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ზღვას ვერ ვხედავთ.
კანტი: ვინც უარი თქვა მეტისმეტზე, მან თავი იხსნა გაჭირვებისგან.
სოკრატე: სიკვდილი ადამიანების დიდი ილუზიაა. სანამ ვცოცხლობთ, ის ჯერ არ არის, როდესაც ვკვდებით, ის უკვე აღარ არის.
რემარკი: ყველაზე დიდი სიძულვილი ჩნდება მათ მიმართ, ვინც შეძლო გულში ჩაწვდომა, ხოლო შემდეგ სულში ჩაფურთხება.
ფორბსი: გაცილებით იოლია პრობლემის გადაჭრის გზები ჩამოაყალიბოთ, როცა ამ პრობლემების შესახებ ბევრი არაფერი იცით.
ილია: კარგი რამ არის ქართველი კაცი: ბედსაც და უბედობასაც თანასწორად ემორჩილება ხოლმე. არც ერთისთვის გაიხეთქს თავს და არც მეორესთვის დაიწყებს ბრძოლასა და არის ასე ყველგან ერთნაირად გულგრილი და შეუპოვარი.
შექსპირი: თაფლი ისეთი ტკბილია, რომ ბოლოს მწარდება, სიტკბოს სიჭარბე გემოს კლავს.
ლენონი: როცა მარტო ხარ, ოცნება მხოლოდ ოცნებაა. ერთად ოცნება კი რეალობად იქცევა.
კამიუ: ყველა იჩქარის სხვა გაკიცხოს, რომ თვითონ განუსჯელი დარჩეს.
გოეთე: ღმერთი გაცილებით მეტს ითმენს იმ ადამიანებისგან, ვინც უარყოფს მას, ვიდრე, ვინც აღიარებს.
არნოლდი: ქალს ეკამათებიან გულით და არა ჭკუით.
მოპასანი: ქალი რაც უფრო ლამაზია, მით უფრო პატიოსანი უნდა იყოს, რადგან მხოლოდ პატიოსნებით გაუწევს წინააღმდეგობას იმ ზიანს, რისი მოტანაც მის სილამაზეს შეუძლია.