კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№45 როგორ გაშიფრა „კაგებემ“ ღვინის მაფიის თაღლითური სქემა

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

ტყავის ხელჩანთა
  1969 წლის 20 მარტს მოსკოვი-თბილისის სამგზავრო თვითმფრინავმა საქართველოს დედაქალაქში დაშვება განახორციელა. თბილისში დაბრუნებული 48 წლის რომან მგალობლიშვილი საკუთარი ავტომობილით დიდი სიჩქარით მოძრაობისას ავარიაში მოჰყვა. ტრავმირებული მგზავრი ნეიროქირურგიული განყოფილების რეანიმაციაში მოათავსეს. საბარგულში აღმოჩენილი ტყავის ჩანთა მილიციაში გახსნეს და შიგ 450 ათასი მანეთი აღმოაჩინეს.
რიგითი ბუღალტერი
  ტყავის ჩანთაში აღმოჩენილი ფული იმ პერიოდისთვის უზარმაზარი თანხა იყო. მის წარმომავლობას „კაგებე“ სწავლობდა. საქართველოს უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა ალექსი ინაურმა ფულის აღმოჩენის ამბის გასაიდუმლოება ბრძანა და შესაბამის განყოფილებას გამოძიების დაწყება დაავალა. ამოღებული 450 ათასი მანეთი კი ნივთმტკიცების სახით „სუკის“ სპეცსაცავში შეინახეს. რომან მგალობლიშვილი ღრმა კომაში იმყოფებოდა. ექიმები ვერ ამბობდნენ, როდის დაუბრუნდებოდა მას გონება და საერთოდ დაუბრუნდებოდა თუ არა. ამიტომ მისი დაკითხვა შეუძლებელი იყო და „სუკის“ გამომძიებლები მის გარეშე შეუდგნენ გამოძიებას, რომელიც ფარულად მიმდინარეობდა. მგალობლიშვილის დოსიეში საგულისხმო არაფერი აღმოჩნდა. პროფესიით ის ეკონომისტი იყო და ღვინის ქარხანაში რიგით ბუღალტრად მუშაობდა.
ვერსია
  ფარული გამოძიება „დიდი რაოდენობით ფულადი სახსრების დატაცების“ მუხლით მიმდინარეობდა. მას პოდპოლკოვნიკი ირაკლი ხორავა უძღვებოდა. ორი კვირის შემდეგ ის ინაურმა გამოიძახა და გამოძიების მიმდინარეობის შესახებ გამოჰკითხა. პოდპოლკოვნიკი ფეხზე წამოდგა. გენერალმა ანიშნა, დაჯექიო. ხორავა დაჯდა და ინაურს მოახსენა:
– მგალობლიშვილის დაკითხვა ჯერჯერობით არ ხერხდება, რადგან ის უგონოდაა. დოსიე სუფთა აქვს. ღვინის ქარხანაში რიგით ბუღალტრად მსახურობს და დარღვევა იქაც არ აღმოაჩნდა. აქედან გამომდინარე, მგალობლიშვილი და სავარაუდოდ, სხვებიც კარგად არიან შენიღბულები.
– ღვინის ქარხნის ყველა დოკუმენტაცია შეამოწმეთ? – იკითხა გენერალმა.
– შევამოწმეთ, ალექსი ნიკოლაევიჩ და სიყალბე არსად აღმოჩნდა. ყველაფერი ერთი ერთში ემთხვევა, – თქვა ხორავამ.
– რას ფიქრობ ამ ამბავზე, რა ვერსია გაქვს? – თქვა ინაურმა.
– ჩემი ვერსიით, ღვინის ქარხნიდან „ლევი“ ღვინო გადის, სავარაუდოდ, მოსკოვში. მგალობლიშვილი კი ამ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი უნდა იყოს და ალბათ, კურიერის ფუნქციებსაც ის ითავსებს. ვფიქრობ, მას მოსკოვიდან „ლევი“ ღვინის ფული მოჰქონდა თბილისში.
– თუ საბუთები სუფთაა, „ლევი“ ღვინო როგორ გააქვთ? ასეთი რამ ხომ გამორიცხულია? იქნებ შემოწმების დროს რაიმე გამოგეპარათ?
– არა, ალექსი ნიკოლაევიჩ. არაფერი გამოგვპარვია.
– მგალობლიშვილი რომ გარდაიცვალოს, მაშინ ხომ ჯაჭვიც გაწყდება და არაფერი გამოგივათ, მაშინ, რას აპირებთ? – თქვა ინაურმა.
 – ვფიქრობ, ამ საქმეს გავხსნით. ღვინის ქარხანაში ჩვენი სამი ახალგაზრდა თანამშრომელი მუშაობს და მათი მეშვეობით მივაღწევთ წარმატებას, – მიუგო ხორავამ გენერალს და კაბინეტი დატოვა.
მახვილგონივრული სქემა
  48 წლის რომან მგალობლიშვილი 1969 წლის 30 მარტს ნეიროქირურგიის რეანიმაციაში გონებაზე მოუსვლელად გარდაიცვალა. იმავე წლის 20 ივლისს კი თბილისიდან მოსკოვში რკინიგზით ათი 60-ტონიანი დალუქული ღვინის ცისტერნა გაიგზავნა. 23 ივლისს ცისტერნები მოსკოვის ¹27 ჩიხში გააჩერეს. დილით ისინი სპეციალურ მანქანებში უნდა გადაეტვირთათ და ჩამოსასხმელად ღვინის ქარხნებში გადაენაწილებინათ. თუმცა, ღამის 2 საათზე ცისტერნები 200 მეტრით გადააადგილეს. მათ თავები ახსნეს და წყლის მილები შეუერთეს. თუმცა, ღვინის ცისტერნებში წყლის ჩასხმა „კაგებემ“ აღკვეთა. ოპერაციას პოდპოლკოვნიკი ირაკლი ხორავა ხელმძღვანელობდა. „კაგებეს“ თანამშრომლებმა ათივე ცისტერნა შეამოწმეს და აღმოჩნდა, რომ თითოეულ მათგანს 5 ტონა, საერთო ჯამში კი 50 ტონა ღვინო აკლდა და წყალს ამიტომ უმატებდნენ. როგორც ექსპერტიზამ დაადგინა, მაღალი ხარისხის ღვინო ტრანსპორტირების პერიოდში, მზის მცხუნვარების შედეგად, ღვინის სპირტიანობა იზრდებოდა და ადგილზე წყლის დამატებით შესაბამის გრადუსზე აყენებდნენ. სწორედ ამ ხერხს იყენებდნენ მეღვინეები და ამიტომაც რჩებოდათ დიდი ფული, რომელსაც შეთანხმებისამებრ ინაწილებდნენ. ეს სქემა რომ გაიშიფრა, თბილისსა და მოსკოვში „კაგებემ“ 16 ადამიანი დააპატიმრა. თუმცა, მოსკოველი მაღალჩინოსნების ზეწოლით საქმე დაიხურა და ყველა გაუშვეს.
P.S. როდესაც ედუარდ შევარდნაძე საქართველოს ცეკას პირველი მდივანი გახდა, მან „მეღვინეების საქმე“ განაახლა და ყველა დააპატიმრა. დამნაშავეები მალევე გაასამართლეს. დამტკიცდა, რომ კომაში მყოფი რომან მგალობლიშვილი „ღვინის მაფიამ“, გათქმის შიშით, თავიდან მოიშორა  – ის ექთანს მოაწამლინეს.


скачать dle 11.3