კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№45 შეიძლება თუ არა „არალიმიტირებული“ ქორწინების სასიკეთოდ შემობრუნება

ნინო კანდელაკი ნანა წერეთელი

  თანამედროვე ეპოქაში და თანაც, ჩვენ ირგვლივ, იმდენად ხშირია განქორწინება, რომ ლამის „ქორწინების თანმდევ აუცილებლობად“ იქცეს, რის ფონზეც, რა გასაკვირია, ასე აქტუალური რომ გახდა ოჯახის ხელმეორედ შექმნის სურვილი თუ აუცილებლობა... და იცით, რომ ეს საკითხიც ლიმიტირებულია? თუმცა, მკითხავებსა და წინასწამეტყველებს, შეუძლიათ, გამოთვალონ – გაქვთ თუ არა ლიმიტი ხელმეორე ქორწინებისთვის. ამ დროს თქვენ ფიქრობთ: ახლახან გავშორდი ქმარს და ახლა იმაზეც უნდა ვიდარდო, დაქორწინებას კიდევ თუ შევძლებო. რა შემთხვევაში გეძლევათ შანსი, ბედი ხელმეორედ სცადოთ და რა მოხდება, თუ ხსენებული ლიმიტის გარეშე შექმნით კვლავ ოჯახს, ამ კითხვებსა და მასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე გვესაუბრება ეზოთერიკოსი, ქალბატონი მანანა ც.
– ნათქვამია, ერთხელ თუ არ გაგიმართლა ქორწინებაში, მეორედ ცდას აზრი არ აქვსო, მაგრამ არაერთი მაგალითი ვიცი, შესანიშნავი ოჯახი რომ შექმნეს, სწორედ პირველის დანგრევის შემდეგ. ესე იგი, მათ ამისთვის ბედმა ლიმიტი მისცა?
– დაახლოებით ასეა და ეს ქორწინებათა რაოდენობაზე სულაც არ არის დამოკიდებული. შეგიძლიათ, 7-ჯერ, 8-ჯერ გათხოვდეთ, მაგრამ განმეორებითი ქორწინების ლიმიტი მაინც არ გქონდეთ. ამ დროს რამდენჯერაც უნდა შექმნათ ოჯახი ყველა ქორწინება ერთნაირი, ერთი ტიპის იქნება. ანუ, ხელში შეგრჩებათ ისევ კვერცხი ოღონდ ამოტრიალებულ მდგომარეობაში. რატომ? – იმიტომ რომ, ცხოვრება თქვენგან რაღაცას, ანუ შეცვლას ითხოვს. შეიცვლებით? – შეიცვლება ქორწინების შედეგიც. ხოლო თუ არა, ესე იგი, ყოველ ცდაზე, იტყვით: ყველა კაცი ერთნაირიაო. იგივე ითქმის მამაკაცის შემთხვევაშიც.
– რას ნიშნავს ერთი ტიპის ცოლქმრობა?
– მაგალითად, თუ ეჭვიანობდით და თქვენი ოჯახიც სწორედ ამ ეჭვებს შეეწირა, შემდეგ ქორწინებაში, თუ ის „არალიმიტირებულია“, უკვე თავად გახდებით ეჭვიანობის ობიექტი. ანუ, ეჭვიანობის სცენებს ახლა თქვენ მოგიწყობენ. ანდა, თუ ქმარს იმიტომ გაშორდით, რომ სვამდა, რამდენჯერაც უნდა გათხოვდეთ „ულიმიტოდ“, იმდენჯერვე იგივე პრობლემას წააწყდებით, განსხვავება შეიძლება, მხოლოდ ხარისხში იყოს – ნაკლებს ან უფრო მეტს სვამდეს. ამიტომ, ასეთ შემთხვევაში, ვალდებული ხართ, მეუღლეს დაეხმაროთ და მთელი ენერგია მისი ამ  მავნე ჩვევის დაძლევას მოახმაროთ. პრობლემა გაშორებით არ მოგვარდება, შვილზეც ხომ უნდა იფიქროთ?! ქმარს გაშორდებით, მაგრამ შვილს ხომ არ მიატოვებთ? არადა, დიდია შანსი, მამის ლოთობისკენ მიდრეკილება შვილზეც გადავიდეს. მაგრამ, თუ განმეორებით ქორწინებაზე ლიმიტი გაქვთ, ნებისმიერი მომდევნო შემთხვევა განსხვავებული იქნება.
– განმეორებითი ქორწინების ლიმიტი ოჯახის მხოლოდ მეორედ შექმნას გულისხმობს?
– გამეორებითი ნიშნავს, რომ რამდენჯერაც მოახერხებთ, იმდენჯერ შეგიძლიათ, ეს გააკეთოთ, თუნდაც 7-ჯერ და ყოველ ჯერზე პარტნიორთან ურთიერთობა იქნება განახლებული, განსხვავებული. უმეტესად, განმეორებითი ქორწინების ლიმიტი აქვს ადამიანს, რომელიც მისგან დამოუკიდებლად დარჩა მარტო. მაგალითად, თუ ქმარი ან ცოლი მოულოდნელად გარდაიცვალა ან უღალატა მეუღლეს და სსვასთან წავიდა. არის შემთხვევები, ადამიანს, შეიძლება, განმეორებით ქორწინებაშიც დაეღუპოს მეუღლე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის „შავი ქვრივია“ (თუმცა, არსებობს ასეთი სიმბოლო). უბრალოდ, ის იმდენად დღეგრძელია, რომ ბედმა არგუნა, ახლობელთა სიკვდილის საშინელი განცდა არაერთხელ გადაიტანოს. ზოგჯერ რეალურად არც არავინ ეღუპება ადამიანს ოჯახში, მაგრამ ამის განცდა სულ თან სდევს. ეს ნიშნავს, რომ მას წინა ცხოვრებაში ჰქონდა გადატანილი მსგავსი ტრაგედია და ახლაც თან სდევს ეს განცდა – მუდმივად უბედურების მოლოდინი ოჯახის წევრის, უპირველესად კი, მეუღლის მიმართ. მაგრამ, როცა გაქვთ მეორე შანსი – ანუ განმეორებითი ქორწინების ლიმიტი, ახალ ოჯახში ყველაფერი სხვაგვარად იქნება. „ულიმიტო“ ქორწინებაში კი პრობლემები მანამდე განმეორდება, სანამ თავად არ შეიცვლებით და შესაბამისად, შეცვლით ურთიერთობას მეწყვილესთან. მაგრამ არის სიტუაცია, როცა ქცევის შეცვლა პარტნიორს სჭირდება და ეს შენზე არ არის დამოკიდებული. ამ შემთხვევაში მოქმედებს „სარკის კანონი“: შენ იხედები სარკეში და თუ ხედავ, რომ იცვლები, მაშინ პარტნიორიც აუცილებლად შეიცვლება, უფრო სწორად, ის იძულებულია, შეიცვალოს. მაგრამ, თუ ასე არ მოხდება, ის უნდა წავიდეს და მის ადგილს დაიკავებს სხვა.
– როგორ უნდა მივხვდეთ, რომ განმეორებითი ქორწინების ლიმიტი გვაქვს?
– სწორედ ამ სიტუაციაში ჩანს ეს. როცა პარტნიორი არ იცვლება და მის ადგილს იკავებს სხვა, ესე იგი, თქვენ გაქვთ ეს ლიმიტი და ურთიერთობა ახალ პარტნიორთან გექნებათ სულ სხვანაირი. ეს ყველაფერი კი თქვენზეა დამოკიდებული. თუ სარკეში ხედავთ, რომ სახეზე შავი რაღაც გაცხიათ და არ მოიწმენდთ, დატოვებთ ისე, როგორც არის, ესე იგი, პარტნიორი უგელებელგყოფთ. რომ იცოდეთ, „სარკის კანონი“ მუშაობს ყოველთვის: ანუ ადამიანი გექცევათ ისე, როგორც თავად ექცევით მას. ამის აშკარა მაგალითია, როცა ბავშვი მამასთან სხვანაირად იქვევა და დედასთან – სხვანაირად. მაშ ასე, ნიშანი იმისა, რომ ბედმა ადამიანს განმეორებითი ქორწინების ლიმიტი მისცა, ცოლქმრული ურთიერთობების ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე ცვლილებაა. მაგრამ თუ პირველი ოჯახი დაგენგრათ და აღმოაჩენთ, რომ ხელმეორე ცდისთვის არც „ბედისგან ხართ ლიმიტირებული“, მოგიწევთ, თავად მოიპოვოთ ის. ამისთვის კი, უპირველესად „სარკეში ჯერ საკუთარ თვალში უნდა დაინახოთ დირე“. შეიცვალეთ თავად და ეს პარტნიორსაც გადაეცემა. ერთმა ქალბატონმა მომმართა და აი, რას მიყვება: ქმართან ერთად ვცხოვრობ უკვე 25 წელია. გავაჩინე ხუთი შვილი, მაგრამ ბედნიერება და გაგება ნამდვილად არ სუფევს ჩვენ შორის. პირიქით, შეიძლება ითქვას, ვერ ვიტან ქმარს! აქედან დასკვნა: ქმარი უნდა გამოვიცვალო?.. იქნებ განმეორებითი ქორწინების ლიმიტი მაქვს და საერთოდ, სული მაქვს დამძიმებულიო. ამ სიტუაციიდან გამოსავალი ასეთია: ცოლ-ქმარმა ერთმანეთისგან უნდა დაისვენოს. მაგალითად, ბავშვები წაიყვანეთ მშობლებთან და სამი დღით მაინც, ან უფრო უკეთეისია, მთელი კვირით სადღაც დაიკარგეთ, გაქრით. დაბრუნებულები სულ სხვანაირად იგრძნობთ თავს და ამას საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე გირჩვეთ-მეთქი. მისდიეთ თქვენც ჩემს რჩევებს და არ ინანებთ.


скачать dle 11.3