კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№45 ქალი, რომელიც სიგიჟემდე მიყვარდა და ჩემი ცოლი იყო, ჩემი ძმის საყვარელი გახდა

  ცოლს წლების წინ გავშორდი, თუმცა, ისე მიყვარდა და ისეთ პატივს ვცემდი, მასთან ცივილური ურთიერთობა გაშორების შემდეგაც გავაგრძელე. თუ რაიმე უჭირდა ან პრობლემა ჰქონდა, მირეკავდა და მეც ვეხმარებოდი. თუმცა, რაც გაშორებულები ვართ და ერთ ჭერქვეშ აღარ ვცხოვრობთ, მასთან სექსი არ მქონია. მისი პირადი ცხოვრებითაც არ დავინტერესებულვარ. საერთო შვილი არ გვყავს, თავისუფალი ადამიანია და ვფიქრობდი, მისი გადასაწყვეტია, პირად ცხოვრებას როგორ მოიწყობს-მეთქი. თუმცა, ისეთი რამ იკადრა, ისე გადამახტა თავზე და ისე შემილახა თავმოყვარეობა, მზად ვარ, ჩემი ხელით დავახრჩო. თავს ვიკავებ, არ მინდა, ცოდვა ჩავიდინო, კიდევ ვაცდი, გონს მოვიდეს. ახალგაზრდა გოგოა და სულ ვამბობდი: თუ გათხოვდა, გამიხარდება და არც იმაზე დავძრახავ, თუ საყვარელს გაიჩენს-მეთქი. ეს მეგობრებს უკვირდათ: რანაირი ტიპი ხარ, ყოფილ ცოლზე როგორ საუბრობო. ახლა კი, ყველა ზურგს უკან დამცინის და ეს, მისი და ჩემი გამოშტერებული ძმის ბრალია. ახლახან გავიგე, რომ თურმე საყვარლები არიან და თავზარი დამეცა. შემთხვევით მესიჯი წავიკითხე ჩემი ძმის ტელეფონში. აბაზანაში იყო და შეტყობინება რომ მოვიდა, ინსტინქტურად ავიღე ტელეფონი, მესიჯი გავხსენი და რომ წავიკითხე, თვალებს არ დავუჯერე – ჩემი ყოფილი ცოლი ჩემს ძმას ისეთ ინტიმურ საკითხებზე სწერდა, ისე ესიყვარულებოდა და ეალერსებოდა, მივხვდი, გვიანი იყო, რამის გარკვევა, ერთად იყვნენ და ორივემ, ისეთი რამ გამიკეთა, რაც არ მეკუთვნოდა. ვერ ვიტყვი, ჩემი ყოფილი ცოლი ან ჩემი ძმა მანამდე რამეში შემინიშნავს-მეთქი, არც ზედმეტად ახლო ურთიერთობა ჰქონდათ. ჩემი ყოფილიც გაწონასწორებულია და თავშეკავებული და არც ჩემი ძმაა მექალთანე. ვერ გავიგე, რა დავუშავე? ან კაცი, ან ქალი დაილია? თვეების წინ ჩემს ყოფილ ცოლს ონკანი გაუფუჭდა, მარტო ცხოვრობს, დამირეკა და მთხოვა, იქნებ სანტექნიკი იცი ვინმე, ვინც ძვირს არ გამომართმევს და გამომიგზავნეო. რომ გამოვკითხე, ელემენტარული პრობლემა იყო და ვუთხარი: რად გინდა ხელოსანი, მე არ მცალია და ჩემს ძმას ვეტყვი, მოვა და მოგიგვარებს-მეთქი. მაშინ დავუშვი შეცდომა, მაგრამ რას ვიფიქრებდი, რომ ასე მოხდებოდა? მოკლედ, როგორც გავიგე, სწორედ მაშინ დაიწყეს ურთიერთობა და მას მერე, თვეებია, საყვარლები არიან. მე მხოლოდ ახლახან გავიგე. თავმოყვარეობას რომ თავი დავანებოთ, ელემენტარული ადამიანობა დაკარგეს, სულში ჩამაფურთხეს, გადამიარეს... ჩემს ძმასთან საუბარი შეუძლებელია, ჩხუბზე გადადის, ჩემი ყოფილი ცოლი კი, მემალება, არც ყურმილს იღებს და არც კარს აღებს. რასაკვირველია, ის სამუდამოდ ამოვშალე ჩემი ცხოვრებიდან, მაგრამ ჩემს ღვიძლ ძმას რა ვუყო? ეს ამბავი რომ ჩვენმა მშობლებმა გაიგონ, დარწმუნებული ვარ, ორივეს ინფარქტი დაარტყამს. ამას წინათ, მეგობარმა მითხრა, იქნებ შენი ძმა უცხოეთში გაუშვა და შეეშვებაო. ეს რომ შევუთვალე, დამეთანხმა: სულ მალე ორივე ვაპირებთ წასვლას, საბუთებს ვამზადებთ, შენ მაგაზე ნუ დარდობო. სანამ ერთად ვცხოვრობდით, ასე თუ ისე, ვიცოდი, რას აკეთებდა და რაც ბინა იქირავა და გადავიდა, მის ქცევებს ვეღარ ვაკონროლებ. კი ვიფიქრე, ალბათ, ქალის გამო თქვა ბინა უნდა ვიქირავო და მარტო გადავიდე საცხოვრებლადო, მაგრამ რას წარმოვიდგენდი, რომ ის ქალი ჩემი ცოლი იქნებოდა? ან, თუ ერთად იყვნენ, ის ქალბატონი რა ნამუსით მელაპარაკებოდა და მიყურებდა სახეში? გამოდის, რომ ადრე მე გამომიყენა ყოფილმა ცოლმა და ახლა ჩემს ძმას იყენებს. გავა რაღაც პერიოდი და დარწმუნებული ვარ, იმასაც, ზუსტად ისე მოექცევა, როგორც მე, ჩემს ძმასაც  ჩაარტყამს დანას ზურგში. ვერც კი დავუშვებდი, რომ ქალი, რომელიც ერთ დროს სიგიჟემდე მიყვარდა, ერთ საწოლში ვიწექით და ბედნიერ მომავალზე ვოცნებობდით, ჩემი ძმის საყვარელი გახდებოდა. ყველა ქალის ნდობა დავკარგე.
თენგო, 32 წლის.
скачать dle 11.3