კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№45 კითხვა-პასუხი

ნინო კანდელაკი ანი რევია

კითხვა: სველ თმას ფენით ვიშრობ. შესაძლოა, ეს თმის გამოშრობისა და მტვრევის მიზეზი იყოს?
პასუხი: უმჯობესია, სველი თმა ფენით არ გაიშროთ. ამგვარად, თმა მტვრევადი და მშრალი ხდება. დაელოდეთ თმის ოდნავ შეშრობას და ფენით შემდეგ ისარგებლეთ.
კითხვა: სახეზე და თვალის გარშემო წვრილი ნაოჭები გამიჩნდა. თუ არსებობს სახლის პირობებში მოსამზადებელი რაიმე საშუალება, რომლითაც ამ პრობლემას შევაჩერებ?
პასუხი: ამისთვის არსებობს ჟელატინის მარტივი ნიღაბი. ის, ხელმისაწვდომი საშუალებაა სახის კანის მოსავლელად, ჭიმავს ნაოჭებს და აუმჯობესებს კანის ტონუსს. ჟელატინი შეიცავს დიდი რაოდენობით კოლაგენს – ნივთიერებას, რომელიც კანის სიმკვრივეს უზრუნველყოფს. ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 1 კვერცხის ცილა, 1 სუფრის კოვზი გლიცერინი და 2 სუფრის კოვზი ჟელატინი. წყალში გახსნილ ჟელატინს დაამატეთ გლიცერინი, შემდეგ კი თანდათანობით ჩაუშვით კვერცხის ათქვეფილი ცილა. მიღებული მასა დაიდეთ დაორთქლილ სახეზე. 20 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ და წაისვით მკვებავი კრემი. თავიდან, ნიღაბი ყოველ საღამოს, 5 დღის განმავლობაში წაისვით, შემდეგ კი – კვირაში ერთხელ.


скачать dle 11.3