№45 ორგანიზმის გამაჯანსაღებელი, გამწმენდი და წონაში სწრაფად დასაკლები ოთხდღიანი დიეტა
ნინო კანდელაკი ანი რევია
ბრინჯი წმენდს ორგანიზმს, ხელს უწყობს მის გაჯანსაღებას და ამასთან, ზედმეტი კილოგრამების თავიდან მოშორებაშიც გვეხმარება. ასე რომ, ეს ოთხდღიანი დიეტა ძალიან გამოგადგებათ. გაითვალისწინეთ, სასურველია, დღეში 2-3 ლიტრი წყლის დალევა.
პირველი დღე
დილა ერთი ჭიქა წყლით დაიწყეთ. დღის განმავლობაში კი მიირთვით მოხარშული ბრინჯი მცირე ულუფებით. ასევე, სვით ახალგამოწურული ვაშლის წვენი.
მეორე დღე
დილა ისევ ჭიქა წყლით დაიწყეთ. დღის განმავლობაში კი, მოხარშულ ბრინჯთან ერთად, მიირთვით მოხარშული თევზი და სვით ვაშლის წვენი.
მესამე დღე
დილა დაიწყეთ ჭიქა წყლით. დღის განმავლობაში მოხარშულ ბრინჯთან ერთად მიირთვით მოხარშული ქათმის თეთრი ხორცი. სვით ვაშლის წვენი.
მეოთხე დღე
დილა დაიწყეთ ჭიქა წყლით. დღის განმავლობაში მოხარშულ ბრინჯთან ერთად მიირთვით ბოსტნეული და სვით ვაშლის წვენი.