კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№45 როგორ უნდა დაატენიანოთ ტუჩები და მოამზადოთ ის ცივი სეზონისთვის

ნინო კანდელაკი ანი რევია

  მოვლა და დატენიანება მარტო სახის კანსა და თვალების ირგვლივ მიდამოს კი არა, ტუჩებსაც სჭირდება. ტუჩების კანის სტრუქტურა მნიშვნელოვნად განსხვავებულია სახის სხვა ნაწილების კანის სტრუქტურისგან. ტუჩების კანს, პრაქტიკულად არ გააჩნია ცხიმოვანი ჯირკვლები, ის ძალზე ნაზი და მგრძნობიარეა. ამის გამო ხშირად შრება და იქერცლება. ზოგჯერ კი სკდება.
  როდესაც სახეზე წაისვამთ მკვებავ ან დამატენიანებელ ნიღაბს, წაისვით ის ტუჩებზეც ან გამოიყენეთ ის ნიღბები და მკვებავი კრემები, რომლებსაც თვალების ირგვლივ ხმარობთ, რადგან ტუჩების კანი სტრუქტურით თვალების ირგვლივ არსებულ კანს ჰგავს.
  გამომშრალი და გაუხეშებული კანის დასარბილებლად სახლიდან გასვლამდე, დაახლოებით, ნახევარი საათით ადრე ტუჩებზე წაისვით მცენარეული ზეთი – მზესუმზირის, სიმინდის, ზეითუნის ან ქაცვის. შეიძლება, გამოიყენოთ ასევე, ნაღების კარაქი, არაჟანი, ვაზელინი, ზეთოვანი A და E ვიტამინები. გასვლის წინ ტუჩები ხელსახოცით შეიმშრალეთ და წაისვით პომადა ან ტუჩის ჰიგიენური ბალზამი. იგივე პროცედურა გაიმეორეთ ძილის წინაც.
  აქვე გთავაზობთ სახლის პირობებში მარტივად მოსამზადებელ ტუჩის ნიღბებს:
  ხაჭოს ნიღაბი: ნახევარ ჩაის კოვზ ცხიმიან ხაჭოს, შეათქვიფეთ 1 ჩაის კოვზი ნაღები და ეს მასა წაისვით ტუჩებზე. 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ და წაისვით ვაზელინი ან ჰიგიენური ბალზამი. ნაღების ნაცვლად, ხაჭოს შეგიძლიათ, შეურიოთ მცენარეული ზეთი, რძე, სტაფილოს, კიტრის ან ჭარხლის წვენი. ხაჭო შესანიშნავად არბილებს და კვებავს ტუჩების კანს.
  ვაშლის ნიღაბი: 1 ჩაის კოვზ გაფცქვნილ და გახეხილ ტკბილ ვაშლს, შეურიეთ ნახევარი ჩაის კოვზი ნაღების კარაქი და წაისვით ტუჩებზე 15 წუთით. ეს ნიღაბი ტუჩებს კვებავს, ანოტივებს და არბილებს.
  თაფლის ნიღაბი: მშრალი ტუჩებისთვის, რომელიც მუდმივად იქერცლება, კარგია თაფლი. მისი გამოყენება შეიძლება როგორც მკვებავ ნიღბად, ასევე სკრაბადაც. წაისვით ტუჩებზე და 5-10 წუთის შემდეგ თითით მსუბუქად შეიზილეთ, მერე კი ჩამოიბანეთ.
  არაჟნისა და ლიმონის ნიღაბი კარგად ატენიანებს ტუჩებს განსაკუთრებით ცივ სეზონზე – 1 ჩაის კოვზ არაჟანს დაუმატეთ 3 წვეთი ლიმონის წვენი და ამდენივე მცენარეული ზეთი. სქლად წაისვით ტუჩებზე და გაიჩერეთ 20 წუთი.
  თაფლისა და კაკაოს მალამო გამომშრალი ტუჩის კანისთვის: დაგჭირდებათ 1 ჩაის კოვზი თაფლის სანთელი, 1 ჩაის კოვზი კაკაოს ცხიმი (მის ნაცვლად შეგიძლიათ, გამოიყენოთ 1 სუფრის კოვზი ქაცვის ან ზეითუნის ზეთი), 1 ჩაის კოვზი ვაზელინი და 1 სუფრის კოვზი გვირილის ნახარში. წყლის აბაზანაში გაადნეთ თაფლის სანთელი, დაუმატეთ კაკაოს ცხიმი ან მცენარეული ზეთი, ვაზელინი და გვირილის ნახარში. კარგად აურიეთ, გადმოდგით ორთქლის აბაზანიდან და თქვიფეთ მიქსერით, სანამ კარგად არ გაცივდება. სასურველია, ეს მალამო წაისვათ დღეში რამდენჯერმე, განსაკუთრებით  სახლიდან გასვლის წინ.
   ცვილის ბალზამი ადვილად აშუშებს დახეთქილ და აქერცლილ ტუჩებს: ცეცხლზე გაალღვეთ სამი ჩაის კოვზი თაფლის ცვილი. დაუმატეთ რვა ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი, ნახევარი ჩაის კოვზი თაფლი და სამი კაფსულა ვიტამინი E. ზამთრის პერიოდში ეს ბალზამი გიშველით.
  შაქრის პილინგი: პომადა რომ უკეთ განაწილდეს, ტუჩების ზედაპირი გლუვი უნდა იყოს. ამისათვის საჭიროა, კვირაში ერთხელ გამოიყენოთ სკრაბი – ერთი სუფრის კოვზი შაქარი და სამი სუფრის კოვზი თაფლი აურიეთ ცეცხლგამძლე ჭურჭელში და რამდენიმე წუთით მიკროტალღურ ღუმელში შედგით. წაისვით ტუჩებზე, გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი და ჩამოიბანეთ.
თუ ტუჩები გექერცლებათ, კარგი იქნება თაფლით ან ნაღების კარაქით დაზელვა – ნაღების კარაქი ან თაფლი სუფთა კბილის ჯაგრისზე წააცხეთ და ფრთხილად დაიზილეთ ტუჩები.
  ტუჩები რომ არ გამოგიშრეთ, სვით მეტი წყალი, არანაკლებ 2 ლიტრი დღეში. ასევე, შინიდან გასვლის წინ ყოველთვის წაისვით ტუჩების ჰიგიენური ბალზამი.
  თუ ტუჩებს ყოველდღიურად დაიმასაჟებთ, ისინი უფრო კაშკაშა და ფუმფულა გახდება. მასაჟის გაკეთება შეიძლება ახალი კბილის ჯაგრისით ან თითზე დახვეული ხაოიანი პირსახოცით. წაისვით ტუჩებზე სახისათვის განკუთვნილი ბალზამი ან კრემი და წრიული მოძრაობით ფრთხილად შეიზილეთ ტუჩებზე.
скачать dle 11.3