კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№45 როგორ მოახერხა ბერიამ მუსოლინის ხელისუფლებაში დაბრუნება

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  მეოცე საუკუნის მსოფლიო ისტორია არაერთ საიდუმლო ინფორმაციას ინახავს იმ ოპერაციების შესახებ, რომლებშიც ლავრენტი ბერია მონაწილეობდა. ზოგიერთ მათგანს უკვე აეხადა ფარდა და ერთ-ერთია მუსოლინის ხელისუფლებაში დაბრუნება... სპეცსამსახურების ისტორიის ექსპერტი, დოქტორი ვასილ კროტოვი წერს: „მას მერე, რაც მოკავშირეთა ძალები იტალიაში გადასხდნენ, „ფაშისტების დიდმა საბჭომ“ „დუჩე“ (მუსოლინი) მეორე მსოფლიო ომში დაშვებულ ყველა შეცდომაში დაადანაშაულა და ის იტალიის მეფის, ვიქტორ ემანუელ მესამის ბრძანებით დააპატიმრეს. ამ ცნობამ ადოლფ ჰიტლერი უკიდურესად გააცოფა. საქმე ის იყო, რომ გერმანელ ფიურერს (ჰიტლერს) ხელიდან ეცლებოდა უახლოესი მოკავშირე. ეს კი ჰიტლერის ლიკვიდაციას თუ არა, მის დამხობას დიდად შეუწყობდა ხელს. ჰიტლერს დაზუსტებული ინფორმაცია ჰქონდა, რომ მთელი ეს კომბინაცია მოკავშირეების (საბჭოთა კავშირის გამოკლებით) და იტალიის მთავრობის ზოგიერთი გავლენიანი პირის მოლაპარაკებას მოჰყვა. ამიტომ, „დუჩეს“ დაუყოვნებლივ ხელისუფლებაში დაბრუნება ბრძანა და მისი მოძებნა და მოყვანა თავის პირად დივერსანტს ოტო სკორცენს დაავალა, რომელსაც არა ერთი მსგავსი ოპერაცია ჰქონდა ჩატარებული. ფაშისტურმა სპეცსამსახურებმა გადამალული მუსოლინის ინტენსიური ძებნა დაიწყეს, მაგრამ შედეგი არ ჩანდა... მოკავშირეებისა და იტალიელთა შეთანხმების ინფორმაცია ბერიასაც მიუვიდა. მან ისიც იცოდა, რომ „დუჩეს“ გამალებით ეძებდნენ. ამ ამბავში  კი ყველაზე მთავარი ის იყო, რომ გადაყენებულ მუსოლინის გადაადგილებას ბერიას ხელქვეითებიც აკონტროლებდნენ და „დუჩეს“ ადგილს ყოველ მესამე დღეს უცვლიდნენ. გენერალი პავლე სუდოპლატოვი იხსენებდა: „დუჩეს“ ხელისუფლებიდან გადაყენებით ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ აშკარა იყო, მოკავშირეები საბჭოთა კავშირზე ადრე შეძლებდნენ ევროპის ოკუპაციას და ამით მხოლოდ და მხოლოდ ისინი მიიღებდნენ სარგებელს. საბჭოეთი კი წინსვლას შეწყვეტდა და იძულებული გახდებოდა, ფაშისტურ დეოკუპაციას დაკმაყოფილებულიყო. გამორიცხული არც ის იყო, რომ მოკავშირეები საბჭოთა კავშირის მტრებად გადაქცეულიყვნენ და დაერტყათ კიდეც. ეს ყველაფერი იცოდა სტალინმა და, რა თქმა უნდა, იცოდა ბერიამ. სწორედ ლევრენტი პავლოვიჩმა შესთავაზა ბელადს მუსოლინის ძალაუფლებაში დაბრუნება.“
საბჭოთა ბელადს აბსოლუტურად განსხვავებული გეგმები ჰქონდა, ამიტომ ბერიას უბრძანა, რომ დაუყოვნებლივ მიეწოდებინათ ფაშისტებისთვის ინფორმაცია, თუ სად მალავდნენ ბენიტო მუსოლინის.
  ვიაჩესლავ მოლოტოვის ტაბუირებულ დღიურებში ვკითხულობთ: „ჩვეულებისამებრ მშვიდი სტალინი საკმაოდ ააღელვა ცნობამ მუსოლინის გადაყენების თაობაზე. ხოლო, როდესაც ბერიამ უტყუარი ინფორმაცია მიაწოდა, რომ ეს ყველაფერი ანგლო-ამერიკელების მოწყობილი იყო, ძალიან გაღიზიანდა.
– ასეც ვფიქრობდი, – უთხრა სტალინმა ბერიას, როდესაც ამ უკანასკნელმა მოხსენება დაასრულა. შემდეგ მე მომიბრუნდა და მითხრა:
– რაღაც უნდა მოვიფიქროთ, თორემ ანგლო-ამერიკელები ევროპაში შეგვასწრებენ და არ გამოვრიცხავ, რომ ფაშისტებთან ერთად  დაგვარტყან კიდეც.
სტალინი გულისხმობდა ჰიტლერის იმავე მეთოდით გადაყენებას ან, სულაც, მის ლიკვიდაციას. შემდგომ კი გერმანიის სამხედრო მთავარსარდლობისა და ანგლო-ამერიკელების გაერთიანებასა და საბჭოეთის წინააღმდეგ გალაშქრებას.
– რთული მდგომარეობაა, – ვთქვი მე და სტალინის რეაქციას დაველოდე.
ბერიამ პაუზით ისარგებლა, აზრის გამოთქმის უფლება ითხოვა და სტალინს უთხრა:
– ამხანაგო სტალინ, იტალიელთა იმ ჯგუფში, ვინც მუსოლინის დარაჯობს და ყოველ მესამე დღეს ადგილს უცვლის, ჩვენი ორი აგენტია. ისინი ერთმანეთის დამოუკიდებლად გვაწვდიან ინფორმაციას. ანუ, „დუჩეს“ გადაადგილებას ჩვენც ვაკონტროლებთ და თუკი მიბრძანებთ, შეგვიძლია, ეს ინფორმაცია ფაშისტებს შევუგზავნოთ.
– დაუყოვნებლივ! ახლავე იმოქმედე, – უთხრა სტალინმა ბერიას და კაბინეტიდან გაისტუმრა. შემდეგ მე მომიბრუნდა და ღიმილით მითხრა:
– ლავრენტი ნამდვილი ეშმაკის ფეხია და წარმოიდგინე, რა დღეში ჩავვარდებოდით, რომ არა მისი ჯაშუშებიო.
ბერია სტალინს ყოველთვის საჭირო მომენტში შეეშველებოდა ხოლმე და მართალია, ბელადი ამას აშკარად და სახალხოდ არ გამოხატავდა, მაგრამ აღფრთოვანებული იყო ბერიათი...“
  სტალინის ბრძანებიდან ოთხი საათის შემდეგ ოტო სკორცენმა უკვე იცოდა, რომ ბენიტო მუსოლინის იტალიის სამთო კურორტ გრან სასოზე, სასტუმრო „კამპა იმპერატორეში“ მალავდნენ. ჰიტლერის პირადმა დივერსანტმა სასწრაფოდ შეადგინა „დუჩეს“ გატაცების გეგმა. ამ ოპერაციას „მუხა“ უწოდა და 1943 წლის 14 სექტემბერს ჰიტლერს, რასტენბურგის რეზიდენციაში მიუყვანა... მუსოლინი ხელისუფლებაში დაბრუნდა. იტალიამ ომი განაგრძო. ანგლო-ამერიკელების გეგმები ჩაიშალა. საბჭოთა კავშირმა დრო მოიგო, შეტევები გააძლიერა და ევროპაში გაიჭრა, რისიც ასე ეშინოდათ მოკავშირეებს და რასაც წინ ვერ აღუდგნენ. ამაში კი უდიდესი წვლილი სწორედ ლავრენტი ბერიას მიუძღვის.
ბერიას ამ დამსახურებას არც სტალინური პროპაგანდა ახმაურებდა და არც პოსტსტალინური, რადგან საბჭოეთს ფაშისტებთან თანამშრომლობაში დაადანაშაულებდნენ. ანგლო-ამერიკელებმა თუ არ იცოდნენ, სავარაუდოდ, ხვდებოდნენ ამას, მაგრამ ფაქტები არ გააჩნდათ და გაჩუმება ამჯობინეს. ეს მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ისტორიული საიდუმლოა და მისი მთავარი მოქმედი პირი კი ლავრენტი ბერია იყო, კაცი, რომელმაც დიდი როლი შეასრულა საბჭოეთის გაძლიერებასა და ჰიტლერის დამარცხებაში.“

скачать dle 11.3