კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№45 ექიმის რჩევები

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

კითხვა: ადამიანი უკვე 10 წელია, B ჰეპატიტით არის ინფიცირებული. ფიბროსკანირებაზე ფიბროზი არ დაფიქსირდა, ანალიზებიც ნორმაშია. და ეს რას ნიშნავს, წესით, უკვე ღვიძლის დაზიანება ხომ უნდა იყოს?  
პასუხი: სავარაუდოდ არ არის აქტიური ფორმა.
კითხვა: რას ნიშნავს ღვიძლის კეროვანი დაზიანება და რამდენად საშიშია?  
პასუხი: ღვიძლის კეროვანი დაზიანება აღინიშნება სიმსივნის, კისტის, აბსცესის, მსხვილკვანძოვანი ციროზის, მეტასტაზის, ჰემანგიომის, ადენომების, კეროვანი კვანძოვანი ჰიპერპლაზიის დროს. პროგნოზი დიაგნოზზეა დამოკიდებული.
კითხვა: ვარ 48 წლის ქალბატონი. ხელის თითებზე მაქვს მარილები, თან, უკვე იმ დონემდე, რომ მიჭირს ხელების მოძრაობა. გთხოვთ, მირჩიოთ ხალხური მედიცინიდან რამე საშუალება, რომელიც მარილებს დაშლის ან იქნებ რამე ვარჯიშები არსებობს?
პასუხი: თითებზე კვანძების გაჩენა სხვადასხვა პათოლოგიისთვის არის დამახასიათებელი. შედეგიანი მკურნალობის მიზნით საჭიროა, ჯერ დიაგნოზი დაისვას, რისთვისაც უნდა მიმართოთ რევმატოლოგს.
კითხვა: რა არის ენდომეტრიოზი და ჩანს თუ არა ექოზე?
პასუხი: ენდომეტრიოზი არის დაავადება, რომელიც ხასიათდება ენდომეტრიუმის ქსოვილის (საშვილოსნოს ღრუს ამომფენი ლორწოვანი გარსი) გაჩენით მისთვის უჩვეულო ადგილებში (საკვერცხე, საშვილოსნოს მილები, საშვილოსნოს კუნთოვანი შრე, ნაწლავი, შარდის ბუშტი და ასე შემდეგ.).  ენდომეტრიოზის დროს პირველი რიგის გამოკვლევაა ტრანსვაგინალური ექოსკოპია. ის მნიშვნელოვანია საკვერცხის ენდომეტრიომის დიაგნოსტიკისა და გამორიცხვის თვალსაზრისით, მაგრამ თუ ენდომეტრიული კერა არ ჩანს, მაშინ ენდომეტრიოზის საბოლოო დიაგნოსტირებისთვის „ოქროს სტანდარტი“ მცირე მენჯის ღრუს ლაპაროსკოპიული ვიზუალური დათვალიერებაა.
კითხვა: ხელის მოტეხილობის გამო დანიშნული მაქვს რძე და ხაჭო. გამიმწვავდა ბუასილი, შეიძლება, ამ პროდუქტებს გამოეწვია?
პასუხი: ეს პროდუქტები ბუასილს არ ამწვავებს, გადახედეთ თქვენი ცხოვრების რეჟიმს – ხომ არ გიწევთ დიდი ხნის განმავლობაში ჯდომა ან დგომა. როგორია ნაწლავთა მოქმედება, ხომ არ მიგიღიათ ცხარე, მჟავე ან კუჭ-ნაწლავის გამაღიზიანებელი საკვები?
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე

скачать dle 11.3