კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№45 ყაბაყი – თქვენი ჯანმრთელობის სამსახურში

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ყაბაყი დიეტური პროდუქტია. ის ხშირად შედის წონის დაკლების მსურველთა მენიუში. მისგან მრავალი სახეობის საკვების მომზადებაა შესაძლებელი, თუმცა სასურველია, ის ორთქლზე მოხარშოთ ან გამოაცხოთ. დაბალკალორიულობის გამო არ იწვევს წონაში მატებას, ხოლო შიმშილის გრძნობას დიდი ხნით კლავს.
  ყაბაყს აქვს უნარი, შეიერთოს ტოქსიკური ნივთიერებები და შემდეგ ისინი ორგანიზმიდან გამოდევნოს. აქვს ანტიალერგიული ქმედება.
ნაყოფის მომწიფებასთან ერთად, მასში შაქრებისა და კაროტინის შემცველობა იზრდება. კაროტინის შემცველობით ყვითელკანიანი ყაბაყი სტაფილოსაც კი უსწრებს. მინერალური მარილებიდან ყაბაყში   ბევრია კალიუმი, ის, ასევე, სპილენძის მდიდარი წყაროა ორგანიზმისთვის.
ყაბაყი შეიცავს სპეციფიკურ ფერმენტებს, რომლებიც ხელს უწყობენ ცილების ხსნად მდგომარეობაში გადაყვანას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაავადებული ღვიძლის მქონე ადამიანებისთვის. ისინი საჭმლის მონელების პროცესში წარმოქმნილ მავნე ნივთიერებების გამოდევნას უწყობს ხელს, ასევე, ნაღვლის გამოყოფასაც.
  ყაბაყის ნაყოფი მდიდარია პექტინებით, რომლებიც ნაწლავებს დაზიანებისგან იცავს.
  ყაბაყი ძალზე სასარგებლო პროდუქტია მამაკაცებისთვის. მრავალრიცხოვანი სამეცნიერო კვლევები მიუთითებს, რომ ყაბაყს შეუძლია მამაკაცის ზოგიერთი დაავადების, კერძოდ, წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერტროფიის ეფექტურად შეჩერება. როდესაც ეს ჯირკვალი იზრდება, ის სექსუალური და შარდმდენი ფუნქციების პრობლემებს იწვევს, ამიტომ მამაკაცებმა უნდა მიიღონ ყაბაყი როგორც პროფილაქტიკის, ისე დაავადების მკურნალობის მიზნით.
ყაბაყი რეკომენდებულია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს და იმუნიტეტის ამაღლებისთვის. კარდიოლოგები აღნიშნავენ, რომ ყაბაყი ეფექტური საშუალებაა გულის დაავადებების მქონე ადამიანებისთვის, განსაკუთრებით, ზაფხულის სიცხესთან ბრძოლაში. ის თავისი შემადგენლობის, კერძოდ, მანგანუმისა და C ვიტამინის წყალობით, ასტიმულირებს გულის ფუნქციას ზაფხულის ხვატის დროს.
ყაბაყი ასევე ძალიან კარგია დიაბეტის დროს გულის დაავადებებისა და ათეროსკლეროზის დროს. მასში შემავალი მაგნიუმი ამცირებს ინფარქტისა და ინსულტის რისკს, ხოლო კალიუმთან კომბინაციაში ამცირებს მაღალ არტერიულ წნევას. ვიტამინი C და ბეტა-კაროტინი აბრკოლებს ქოლესტერინის სისხლძარღვების კედლებზე დაჟანგვასა და ათეროსკლეროზის განვითარებას. ფოლიუმის მჟავა კი ამცირებს ინსულტისა და ინფარქტის წარმოქმნის რისკს.
ყაბაყის სასარგებლო თვისებებია:
* ორგანიზმის ზოგადი გაძლიერება;
* იმუნური სისტემის ამაღლება;
* ორგანიზმში წყალ-მარილოვანი ბალანსის ნორმალიზება, აქვს შარდმდენი ეფექტი;
* კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის გაუმჯობესება;
* გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობის გაუმჯობესება;
* ნივთიერებათა ცვლის პროცესის დაჩქარება;
* სისხლის გაწმენდა ტოქსინებისა და „ცუდი“ ქოლესტერინისგან;
* სასარგებლო ნივთიერებების ათვისების ხელშეწყობა;
* წყალი, რომელსაც ყაბაყი შეიცავს, ფასდაუდებელია ნერვული სისტემისთვის, აქვს დამამშვიდებელი ეფექტი;
* ყაბაყი ძალიან კარგი კოსმეტიკური საშუალებაა, მისგან ამზადებენ სახის ნიღბებს. იყენებენ მის წვენსაც, რაც კანს ელასტიკურს, რბილს ხდის, აქრობს მცირე ნაოჭებს.
  ყაბაყი ყველასთვის სასარგებლოა. ეს ბოსტნეული ორგანიზმის ზოგად გაძლიერებას, იმუნიტეტის ამაღლებას ეხმარება. მისი რეგულარული გამოყენება აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას და ხელს უწყობს მრავალი დაავადების აღკვეთას.
ყაბაყის დიდი რაოდენობით მიღებას უნდა მოერიდონ თირკმელების დაავადებების მქონე ადამიანები. მისი დიდი რაოდენობით მიღება რეკომენდებული არ არის კუჭის წყლულის, გასტრიტის ან მომატებული მჟავიანობის დროსაც.
скачать dle 11.3