კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№45 პეტრეს პაატობა

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ სეკულარულად რელიგიურები
  ეკლესიის წინააღმდეგ გაჩაღებულმა კამპანიამ, აწ უკვე ყოფილი მეუფე პეტრეს მონაწილეობით, კულმინაციას (ამ ეტაპისას) მიაღწია და სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ, მხილების მოტივით (როგორც ამას მისი ნამდვილი თუ ყალბი მომხრეები ამტკიცებენ), პეტრე-პაატამ უკადრებელიც იკადრა (არც ვაპირებ გავიმეორო).
  ერთი შეხედვით, აწ უკვე პაატა ცაავას (რაკი ის განაყენეს მღვდელმთავრობიდან და არ განუკვეთავთ) წამოძახილი უკანასკნელ გაბრძოლებას ჰგავდა, თუმცა ამის შემდეგ განვითარებული მოვლენების დინამიკა მოწმობს, რომ პროცესი ზედმიწევნით ზუსტად და მასშტაბურადაა მომზადებული.
  კერძოდ, ჩვეულებისამებრ, ტელევიზიები გააქტიურდნენ (ერთმანეთს ეცილებოდნენ, ვინ მოასწრებდა პეტრე ცაავას მიწვევას (ცხადია, იმ მიზნით, რომ იმაზე უარესი ეთქვა, ვიდრე სინოდის სხდომის შემდეგ წამოიძახა), ზოგადად, მშობლიური მედია კი იმ პირთა ბფ-სტატუსების შეგროვებითაც იყო გართული, რომლებიც ყველაზე მეტ სიბინძურეს აფრქვევდნენ. ამის პარალელურად, პეტრე ცაავას არც ფბ-ტროლების მხარდაჭერა აკლდა (და აკლია).
  მეორე მრივ, ავანსცენაზე თეოლოგთა არმიაც გამოჩნდა, რომელთა უმეტესობა ცეცხლზე ნავთს ასხამდა, ცხადია, არც პოლიტიკოსებმა დაახანეს და თავიანთთვის სასარგებლოს მიღებას შეეცადნენ (ზოგი – ასე, ზოგი – ისე, „რესპუბლიკელები“ კი – პატრიარქის გინებით), ხოლო, რაკი პროცესი ყოველმხრივ გათვლილი აღმოჩნდა (რაც, ვფიქრობ, ცალსახად მიუთითებს უცხო ხელის კვალზე), ამან, ბუნებრივია, საზოგადოების დეზორიენტაცია გამოიწვია, თუმცა ვითარება მარტივზე მარტივია, რადგან:
  ეკლესიის საქმეა, ვის რას ჩამოართმევს და ვის რას მიანიჭებს, თუ სეკულარული სახელმწიფოს ვერსიას „აწვებით“, „მიაწექით“ ბოლომდე და არავინ გეკითხებათ, რა მოიმოქმედა სინოდმა. იმიტომ რომ, თუ ეკლესიური ხარ, ეკლესია ემყარება იერარქიას და შენი აზრი არავის აინტერესებს, თუ არ ხარ – იქ უნდა დაეტიო, სადაც ხარ!
скачать dle 11.3