კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№44 რა გასაღები გადაყლაპა გია ჯაჯანიძემ და სად დადის ის წელიწადში რამდენჯერმე მისტიკური რიტუალისთვის

ნინო კანდელაკი თამუნა ნიჟარაძე

  გია ჯაჯანიძე „სხვა რაკურსის“  ახალ სეზონს ახალი  გეგმებით შეხვდა. ის გასულ კვირას დაბრუნდა ამერიკიდან, სადაც სამი კვირა გაატარა და  ბევრი ახალი  და საინტერესო  შეთავაზებაც მიიღო. „ჰოლივუდისკენ“ გახსნილი გზა და გადადებული ვიზიტი „ნასაში“ გია ჯაჯანიძის ამერიკული ვოიაჟის მთავარი „სიურპრიზებია“, რაზედაც ცნობილი ტელეწამყვანი ჯერ არ საუბრობს, თუმცა პირობას დებს, რომ ძალიან მალე ამ სიურპრიზებს  ექსკლუზიურად გაგვიმხელს.     
  გია ჯაჯანიძე: „სხვა რაკურსის“ განახლებული სეზონი  ახალი იდეებით დავიწყეთ, შესაბამისად, „სხვა რაკურსი“ იქნება მეტად ინფორმაციული, საინტერესო და დადებითი ემოციებით სავსე.  მაყურებელი ხშირად მეუბნება, რომ მობეზრდათ ნაცნობი სახეები, ამიტომ ჩვენ ვაჩვენებთ და გავაცნობთ მათ უცნობ, ნიჭიერ ადამიანებს, რომელთაც აქვთ განსხვავებული და საინტერესო  ისტორიები. გვექნება ბევრი გარე გადაღება, რაც ჩვენი მაყურებლისთვის მეტად საინტერესო ფორმატია. ახლახან ჩამოვედი ამერიკიდან, სადაც სამი კვირა ვიყავით  გადაღებებზე.  ამერიკაში წასვლა „თბილისობას“ დავამთხვიეთ. უკვე ტრადიციად იქცა, რომ ამ დღესასწაულს ქართველი ემიგრანტები  განსაკუთრებულად აღნიშნავენ. გული დამწყდა, რომ წელს ბევრად ნაკლები ქართველი ესწრებოდა „თბილისობას“, ვიდრე გასულ წლებში. ამერიკაში შევხვდი ბევრ საინტერესო ადამიანს, რომელთაც საკუთარი სურვილები „გამომატანეს“. არც აქედან წავსულვარ „ხელცარიელი“. ალბათ, ბევრს ახსოვს, შარშან  ბროდვეიზე მქონდა შეხვედრები ცნობილ მოდელებთან. რაც ეს ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა, ჩემი ნაცნობი, ახლობელი, უცნობი მამაკაცების „შეტევაც“ დაიწყო: გაგვაცანი ეგ ქალები, თვითმფრინავის ბილეთი ჩემზე იყოს, ჩაგვიწყვე საქმე – მოკლედ, ისეთ დღეში  ჩამაგდეს, თითქოს „გაცნობის კლუბი“ მქონდა. „ფეისბუქში“ მწერდნენ და მათთან დაკავშირებას მთხოვდნენ, გეგონება, ის მულატი ქალები ჩემი დაქალები იყვნენ.  ისინი ამერიკაში ძვირად ღირებული მოდელები არიან, ჩვენებებზე გამოდიან, სარეკლამო კლიპებში იღებენ. წელსაც ვნახე. ძალიან თბილად შემხვდნენ. გავეხუმრე კიდეც, ისეთი ლამაზები ხართ, ქართველმა მამაკაცებმა ამიკლეს თქვენ გამო-მეთქი.  ფოტოსესია შემომთავაზეს. მე ვუთხარი, ახლა თქვენ თუ გინდათ ლილიპუტთან  გადაღებული ფოტოები, კი ბატონო, სხვა მხრივ, მე არ გამოგადგებით-მეთქი.  ვგიჟდები მაღალ ქალებზე, ესენი ყველანი ორმეტრიანები არიან. მაშტერებენ, ისეთი საოცარი აღნაგობა აქვთ. გადაღების დროს ხელი რომ მომიხვდა მათ  ფეხზე, წელზე, ისეთი განცდა მქონდა, თითქოს ნამდვილები არც იყვნენ.  პროფესიული ფოტოსესია არა, მაგრამ მეგობრული ფოტოები გამოგვივიდა,  მაგრამ წელს ჭკუა ვიხმარე და ახალი  ფოტოები  საგულდაგულოდ „გადავმალე“, აღარ მაქვს ახალი შემოტევების თავი (იცინის).   
– წელს  შეხვდი ამერიკული კინოს ვარსკვლავს, ალეკ ბოლდუინს,  როგორ მოხდა თქვენი შეხვედრა?
– ეს გადაღება წინასწარ იყო დაგეგმილი, ალეკს ყაბალახი წავუღე საქართველოდან, გაუკვირდა, ვერ გაიგო რა იყო, „ინსტრუქციაც“  მივეცი, ქალის მოტაცებას თუ გადაწყვეტთ, ასე  გამოიყენეთ-მეთქი, ახლა ის ქალის მომტაცებელი აღარაა, 6 შვილი ჰყავს და როგორც გავარკვიე, იდეალური მამაა.  ბოლდუინი ძალიან სასიამოვნო რესპონდენტი აღმოჩნდა. მიხარია, რომ  სხვადასხვა არხებით და კარგი  ადამიანების დახმარებით  გამეხსნა გზა „ჰოლივუდისკენ“ და  რამდენიმე თვეში მივდივარ ისეთი ადამიანების ჩასაწერად, ვერაფრით რომ ვერ წარმოვიდგენდი.  ასე დროებით გადადებულ პროექტს შორის არის „ნასა“. წელს ვერ მოვახერხე ის მისვლა, თუმცა შემდეგ ჩასვლაზე „ნასაში“ აუცილებლად მივალ. წელს, შეიძლება ითქვას, ჩუმად „გამოვიპარე“ (იცინის).
– „ნასას“ პროექტში თუ მიიღებ მონაწილეობას, დიდი პერიოდი მოგიწევს ამერიკაში დარჩენა.
– მე ამერიკაში ორი თვე და უფრო მეტიც მიცხოვრია მაგრამ, სიმართლე რომ გითხრათ, სხვა ქვეყანაში დიდხანს ვერ ვძლებ. ჰო, ასეთი მაგარი და აწყობილი
ქვეყანაა, მაგრამ იქ ჩემი ადგილი არ არის.  ახლა მე რომ 25 წლის ვიყო, ჩემი მარიფათითა და იმერული ნიჭით, ამერიკას დავიპყრობდი. ახლა მეზარება, თან ენის ბარიერიც ვერ გადავლახე. სამჯერ მქონდა მცდელობა, მესწავლა ინგლისური, მაგრამ ჩემი ინგლისური ვერ გაცდა  ჰელოუს და თენქ იუს. პირველ მასწავლებელთან ორი თვე ვიარე და ორი სიტყვა ვისწავლე – ქენსელ და თეიბლ. მერე  მასწავლებელი შევცვალე და უფრო მკაცრი მოვძებნე, ვერც მან ვერ მიშველა. არ ვიცი, რას ვაკეთებდი, სიცილით იხრჩობოდა ჩემს გაკვეთილებზე. მერე ჯგუფური  მეცადინეობები მოვსინჯე, ვფიქრობდი, სხვების შემრცხვებოდა  და ვიმეცადინებდი,  ესეც უშედეგო აღმოჩნდა და დავრჩი ასე, იმ 4 სიტყვისა და ერთი წინადადების ამარა – „აი ემ ჰეფი“ (იცინის).  მე არ ვარ მეგაპოლისების ადამიანი, უცხოეთში ბევრი დისკომფორტი მაქვს, პირველ რიგში, გეოგრაფიულ ორიენტაციაში ვარ ოროსანი. დიდ ქალაქებში ვიკარგები.  მხოლოდ ნაცნობების მანქანით გადავაადგილდები, ტაქსიში რომ ჩავჯდე, რა ენაზე ავუხსნა სად მივდივარ?!  დიდ ქალაქებში არაერთხელ, ინდოეთში კი ტყეში დავიკარგე, უფრო სწორად, ოპერატორი დამემალა. უნდა გენახათ, ინდოეთის ტყეში რომ ვყვიროდი – მიშველეთ, რა დასანახი ვიყავი. ერთი წესი მაქვს, სადაც ვიკარგები, იქვე ვშეშდები –  პირდაპირ ასფალტზე ვჯდები, სანამ მომძებნიან.  დიდ ქალაქებში კი არა, თბილისში სახლიდან რომ გამოვდივარ, ისე ვარ აწყობილი მარშუტზე – ორთაჭალა-დიღომი, ვაკეში წასასვლელიც კი დიღომში მივდივარ, შუა გზიდან  მოვტრიალდები ხოლმე.
– საკვები არ გიქმნის პრობლემას?
– მე ხომ ვეგეტარიანელი ვარ, წიწიბურა, მანი და პური ყველგან არის. ბოსტნეულსაც ყველგან ვაგნებ. ძალიან უპრეტენზიო მჭამელი ვარ. დედაჩემს არასდროს უკითხავს ჩემთვის,  რას შეჭამო. სუპი, ჩაშუშული კომბოსტო, სოკო – რასაც ვპოულობ მაცივარში, ვჭამ. განსაკუთრებულ საჭმელს არ დავეძებ არც სახლში, არც სხვაგან. ეგზოტიკურ საკვებს ვსინჯავ, მაგრამ არა გურმანობის გამო, ისე, უბრალოდ, სხვა თუ არაფერია ირგვლივ, ეგზოტიკურ  საკვებზეც არ ვამბობ უარს.
– ფულთან დაკავშირებით როგორი დამოკიდებულება გაქვს?  
–  ამ შემთხვევაშიც არაამბიციური ვარ, წავალ ლილოში,  ვიყიდი  7-ლარიან ნაჭერს და შევიკერავ ნაირ-ნაირ ტანსაცმელს – მე საკმაოდ ხელმომჭირნე ვარ.
თითქმის ყველაფერს „ოპტავოი“ ბაზრობაზე ვყიდულობ, თანაც, იაფად, რა მნიშვნელობა აქვს, მაგალითად, როგორი ტუალეტის ქაღალდი გაქვს სახლში, მთავარია, იყო ცოცხალი და ჯანმრთელი. ფულს ზედმეტ ფუფუნების საგნებში ვერ გადავყრი. ბევრს ვმუშაობ  და იოლად არაფერი მომდის. ბიზნესი არ მაქვს, ხელფასზე ვშრომობ, ამიტომაც ჩემს თავს ბევრ უფლებას ვერ ვაძლევ. წლებმა საკმაოდ შემცვალა. ბოლო პერიოდში ბოროტი ადამიანების დაკვირვება დავიწყე და მათგან ვსწავლობ, როგორი არ უნდა იყო,  როგორ არ უნდა მოექცე ადამიანებს. ხომ ვიყავი რბილი, მშვიდი, მიმტევებელი, ეს თვისებები უფრო და უფრო   გამიასმაგდა. ისიც კი  კარგად მინდა იყოს, ვისაც არ ვუყვარვარ. რა მნიშვნელობა აქვს, ისიც მოკვდება და მეც, რატომ გავიმწარო ცხოვრება? თუ ვიცი, სადმე არიან ადამიანები, ვისაც არ მოვწონვარ, ისეთ სიტუაციებში არც კი მივდივარ. ყველა ადამიანს თავისი მისია აქვს, ასე მგონია, მეც მაქვს ჩემი მისია. ბოლო დროს უფრო და უფრო მეტს ვფიქრობ ამაზე. ყველაფერი გავაკეთე, რაზეც ვოცნებობდი, ეს იყო სწავლა, წარმატებული კარიერა, სოციალური მდგომარეობა, მაგრამ ის, რაც ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდ წარმატებად მიმაჩნია, ძალიან ბევრ ქალს გადავაფიქრებინე აბორტის გაკეთება, ძალიან ბევრ ქალს ველაპარაკე ბევრი და შთავაგონე, რომ  შვილი უნდა გაეჩინათ. ახლა, როდესაც  ვხედავ ჩემს გადარჩენილ სიცოცხლეებს, ისეთ ძალას ვიღებ, ვერაფერს რომ ვერ შეედრება.   
– სამსახურში მკაცრი ხარ?
– უი, არა!  რბილი, თბილი  და უკონფლიქტო ვარ, არ ვფიქრობ, რომ სიმკაცრე განსაკუთრებულად არის საჭირო, პირიქით, მგონია, რომ მთავარია, თანამშრომელი პატივს გცემდეს.  სხვათა შორის, ამ მხრივ მიმართლებს. სადაც კი მიმუშავია, ამ პატივისცემას ყოველთვის ვგრძნობდი.  მე თავად ძალიან ვიცავ  სუბორდინაციას დირექტორებთან, მათთან საქმიან ურთიერთობას არ ვცდები.   ძალიან მიხარია, რომ დღეს „იმედს“ ხელმძღვანელობს გამოცდილი  მენეჯერი. ელდარ მდინარაძეს მე ტელეკომპანია „მზიდან“ ვიცნობდი. მან იმდენად კარგად იცის ტელევიზია, თქმაც არ სჭირდება, ისე ხვდება ყველა დეტალს.    
–  გაქვს ახალი გატაცებები, რაც შენს ცხოვრებაში წლებთან ერთად მოვიდა?  
– რაღა მიკლია 60 წლამდე, ამ  ასაკში რა გატაცებები უნდა გამიჩნდეს არ ვიცი, მგონია, რომ ახალგაზრდა ბებერი ვიქნები, ისევ ასეთი ფერადი, ალბათ, ცოტა  „დამანჭული“, მაგრამ  ამასაც თავისი ხიბლი ექნება. მე მაინც საინტერესო ვიქნები, დამანჭული ზღაპრის გმირს შევასრულებ (იცინის). არ ვაპირებ პლასტიკური ოპერაციების გაკეთებას, არავის სჯერა, რომ არაფერი მაქვს გაკეთებული. აბა,  ასე როგორ გამოიყურები, თუ არაფერს იკეთებო  – მეკითხებიან. არა და, მართლაც ასეა. ვბანაობ სარეცხის საპნით და სახეზე ვისვამ „კოლხურს“ (იცინის). ჩემი ყველაზე დიდი  გატაცება იყო და არის მისტიკა. მთელი ცხოვრება მქონდა მიდრეკილება ეზოთერიკის მიმართ. მისტიკა არ არის? – ჩამოვედი სოფლიდან, მივდიოდი ზუსტად იმ ადგილას, სადაც იყო საჭირო, მხვდებოდა ზუსტად ის პიროვნება, ვინც უნდა დამხვედროდა, ვლაპარაკობდი იმას, რაც იყო საჭირო. ყველაფერი ეწყობოდა იმისთვის, რომ მე აქამდე მოვსულიყავი. საოცრება სხვაგან არ არის, ჩვენშია, მას უნდა მოვარგოთ გასაღები. მე  ეს გასაღები ვიპოვე, გადავყლაპე და თან დამაქვს.  
– მისტიკის დახმარებით ძალებს  თუ  იღებ?
– ყოფითი ცრურწმენები არ მაქვს, უფრო გლობალურად ვუყურებ ამ ამბავს. მე მიყვარს ხეები, ქვები და ძალას მათგან ვიღებ. საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში არის სამი ხე, რომლებთანაც დროდადრო მივდივარ და ენერგიას ვიღებ. არ მკითხოთ, სად არის, მაინც არ გეტყვით, ეს ადგილი ჩემი  საიდუმლოა. ვეხუტები ამ ხეებს,  ველაპარაკები. მაქვს კიდევ ჩემი ერთი რიტუალი, რაზეც აქ ვერ ვისაუბრებ. ასეთი დამოკიდებულება მაქვს ქვებთანაც. ბავშვობაში კენჭებს ველაპარაკებოდი. ყველა ქვა, რაც სახლში მაქვს,  ცოცხალია.  მივდივარ ქუჩაში, დამიძახებს ქვა, ავიღებ და მომაქვს.  ვაკეში გზა რომ დაანგრიეს, ოთხმა ქვამ დამიძახა, ავიღე და ოთხივე სახლში წამოვიღე. ამერიკიდან 23 კილო ბარგის წამოღების უფლება მქონდა, აბა, რა წამოვიღე – მთელი ჩემი  ბარგი  იყო ქვა,  25 კილო იყო, 2 კილო „მაპატიეს“. ამერიკულ რიყის  ქვებს ჩემს სახლში უკვე თავისი   ადგილი აქვს,  მე მათ ყოველდღე  ველაპარაკები.    

скачать dle 11.3