№44 „ნიუ ჰოსპიტალსის“ ონკო-ჰემატოლოგიისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრმა ფუნქციონირება დაიწყო
ნინო კანდელაკი ნინო კანდელაკი
„ნიუ ჰოსპიტალსი“ ევროპული სტანდარტების დაცვით აშენებული, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, 250-საწოლიანი მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც 2011 წლიდან უმაღლესი ხარისხის სტაციონარულ და ამბულატორიულ სერვისებს სთავაზობს პაციენტებს. „ნიუ ჰოსპიტალსის“ გამორჩეული ინფრასტრუქტურა და პროფესიონალთა გუნდის შეთანხმებული, მულტიდისციპლინური მიდგომა პაციენტების მკურნალობის შედეგიანობისა და კმაყოფილების საწინდარია.
სულ ახლახან „ნიუ ჰოსპიტალსში“ ონკო-ჰემატოლოგიისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრი გაიხსნა, რომელიც პაციენტებს სრული დატვირთვით ემსახურება. გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, სამინისტროს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.
ცენტრს საქართველოს სისხლისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ასოციაციის პრეზიდენტი, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ჰემატოლოგი თამარ კვაჭაძე ხელმძღვანელობს. სისხლის ბანკის, ტრანსფუზიოლოგიისა და აფერეზის განყოფილებას ეკატერინე ხარებავა უძღვება.
ცენტრის ფუნქციონირების შესახებ უფრო დაწვრილებით ონკო-ჰემატოლოგიისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი – ქალბატონი თამარ კვაჭაძე გვესაუბრა.
– ქალბატონო თამარ, როგორ დაახასიათებთ ონკო-ჰემატოლოგიისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრს?
– ონკო-ჰემატოლოგიისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრი, რომელიც უპრეცედენტოა ინფრასტრუქტურით, დაკომპლექტებულია საუკეთესო ჰემატოლოგებით და აქვს მხარდაჭერა ევროპის საუკეთესო კლინიკებიდან, რაც გულისხმობს ევროპული სტანდარტების დამკვიდრებასა და მოწვეული სპეციალისტების ჩართულობას დარგის განვითარებაში.
– თქვენთან, ასევე, ფუნქციონირებს სისხლის ბანკი.
– სრული ჰემატოლოგიური მომსახურების ფარგლებში, ონკო-ჰემატოლოგიისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრში ფუნქციონირებს სისხლის ბანკი, სადაც ხდება სისხლის კომპონენტების დამზადება, ღეროვანი უჯრედების დამუშავება და უახლესი სისტემის კრიოსაცავში შენახვა შემდგომი გამოყენებისათვის.
– როგორია ცენტრის აღჭურვილობა?
– ცენტრი აღჭურვილია ულტრათანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებით, რომელიც სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. კერძოდ, ცენტრში მოწყობილია იზოლირებული, ჰერმეტული, დამოუკიდებელი ვენტილაციის მქონე, ჰეპა-ფილტრებით აღჭურვილი სტერილური პალატები, სადაც უზრუნველყოფილია სტერილური ჰაერის წნევის კონტროლი და აღჭურვილია სტერილიზაციის ინდივიდუალური სისტემებით. პალატების სტერილობა
ვალიდირებულია შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ევროპელი სპეციალისტების მიერ. ამასთანავე, ცენტრში გამოიყენება თანამედროვე გაიდლაინები და პროტოკოლები, რომელიც ემყარება დასავლურ გამოცდილებას და დადასტურებული ფაქტების მედიცინას.
ვალიდირებულია შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ევროპელი სპეციალისტების მიერ. ამასთანავე, ცენტრში გამოიყენება თანამედროვე გაიდლაინები და პროტოკოლები, რომელიც ემყარება დასავლურ გამოცდილებას და დადასტურებული ფაქტების მედიცინას.
– რას იტყვით ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების გადანერგვის მეთოდზე?
– ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების გადანერგვა ჰემატოლოგიური და ონკო-ჰემატოლოგიური დაავადებების მკურნალობის ეფექტური მეთოდია, რომელიც დაზიანებული უჯრედების მოცილებას (მაღალდოზირებული პოლიქიმიოთერაპია) და მათი ახალი, ჯანმრთელი უჯრედული მასით ჩანაცვლებას გულისხმობს.
– რა ტიპის პაციენტებს ჩაუტარდებათ მკურნალობა ონკო-ჰემატოლოგიისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრში?
– ონკო-ჰემატოლოგიისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრში მკურნალობა შესაძლოა, ჩაუტარდეთ ჰემატოლოგიური და ონკო-ჰემატოლოგიური პათოლოგიების მქონე პაციენტებს, კერძოდ, ვისაც აწუხებს ანემიები, თრომბოციტოპენიური პურპურა, კოაგულოპათიები, თალასემიები, მედიკამენტოზური პანციტოპენია, მწვავე და ქრონიკული ლეიკემიები, ლიმფომები და სოლიდური სიმსივნეები; ასევე, პაციენტებს, რომელთაც ესაჭიროებათ ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია.