№44 NO SMOKING
კინორეჟისორი სერგო ფარაჯანოვი ბანკეტზე დაპატიჟეს, სადაც მოთხოვნა იყო, რომ ყველას სმოკინგი ცმოდა. ფარაჯანოვს სმოკინგი არ აღმოაჩნდა, მაგრამ არ დაბნეულა, იქვე ვესტიბიულში ჩამოხსნა აბრა და ამ აბრით გამოცხადდა ბანკეტზე. მის დანახვაზე სტუმრებს სიცილი აუტყდათ და რეჟისორს აპლოდისმენტებით შეხვდნენ.
აბრაზე ეწერა NO SMOKING.