კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№44 რა ფინტი ჩაუტარეს ტყუპმა არველაძეებმა გერმანელ ექიმებს

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  აჩი არველაძე ასეთ ისტორიას იხსენებს: „16 წლის ვიყავი, როდესაც ავტოავარიაში მოვყევი და მუხლის მძიმე ტრავმა მივიღე. გამსინჯეს და მითხრეს, რომ საოპერაციო ვიყავი და ბატონ ნუგზარ ფოფხაძის დახმარებით, გერმანიის ტრავმატოლოგიურ კლინიკაში გამიკეთეს ოპერაცია. სარეაბილიტაციო პერიოდი იქვე უნდა გამევლო და თან შოთა მახლდა, რომელიც ჩემს პალატაში ჩემთან ერთად იყო. მოგეხსენებათ, რა რეჟიმის ხალხია გერმანელები – ყველაფერი წამებში აქვთ გაწერილი. ზუსტად დილის 6 საათზე მაღვიძებდნენ და სავალდებულო პროცედურების გავლის მერე მაიძულებდნენ, სასეირნოდ გავსულიყავი. მე კი ეს ძალიან მეზარებოდა. ფეხზე სპეციალური სახვევი მქონდა და ყავარჯნებით ხელში საკმაოდ რთული იყო სეირნობა, თანაც ასე ადრე, რასაც ძილი მერჩივნა. მაგრამ ექიმი ქალი არ მეშვებოდა ხოლმე და გვერდით მომყვებოდა. ერთ დილით, სანამ ექიმი გამაღვიძებდა, თავად მე გავახილე თვალი და ავბუზღუნდი. შოთამ შემომთავაზა: თუ გინდა, შენ მაგივრად მე გავისეირნებო, რაზეც დავთანხმდი. შოთამ ფეხზე ჩემი სახვევი გაიკეთა, ჩემი ხალათი გადაიცვა. ყავარჯნები ამოიდო და ამ დროს ექიმიც მოვიდა. ისინი პალატიდან გავიდნენ. ექიმს გაუხარდა „ჩემი“ ასეთი სიყოჩაღე. შოთამ რამდენიმე ნაბიჯი გაიარა, შემდეგ კი ექიმს ყავარჯნები მიაწოდა – დამიჭირეო. იმ ქალმა იფიქრა, ალბათ, რაღაცის გასწორება უნდაო და ყავარჯნები გამოართვა. შოთამ უყავარჯნოდ გაიარა და ექიმმა გაოცებისგან თვალები დაჭყიტა. შოთამ ნაბიჯს მოუმატა და ექიმმა ყვირილი დაუწყო – გაჩერდი, ოპერაცია წყალში არ ჩაგვიყაროო. ხოლო როდესაც შოთა გაიქცა, ექიმმა, ალბათ, იფიქრა, გაგიჟდაო და კივილი მორთო. ისეთი ხმაური ატყდა, რომ მთელი კლინიკა ფეხზე დადგა. ბოლოს ყველაფერი გაირკვა და ექიმს სიცილი აუტყდა, თუმცა კლინიკიდან თბილისში დარეკეს: ტყუპები ძალიან ცუდად იქცევიან და რამე მოუხერხეთო.“

скачать dle 11.3