კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№44 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: რა უნდა გააკეთონ ქრისტიანმა მშობლებმა შვილების სასიკეთოდ?
პასუხი: წმიდა მამათა რჩევით, მშობლებმა ხშირად უნდა მიიყვანონ შვილები სამზიარებლად, რადგან ამით ისინი უფრო ჭკვიანები, ჯანმრთელები და ბედნიერები იქნებიან.
კითხვა: რატომ ფერხდება ხშირად კეთილი საქმეები?
პასუხი: ღვთისთვის სათნო ყოველ საქმეს თან სდევს ბოროტი ძალის შეწინააღმდეგება და ბრძოლა. რაც უფრო კარგი და მაცხონებელია საქმე, მით უფრო ძლიერად ესხმის მას ბოროტი ძალა და შესაბამისად, ის ფერხდება. თუმცა, უფალი მოწყალეა.
კითხვა: როდესაც ადამიანი ინათლება, რა ემატება მის სულიერებას?
პასუხი: ნათლობის საიდუმლოს აღსრულებისას, უპირველესად, ხდება ადამიანის გამართლება – ნათლობამდე ჩადენილი ყველა ცოდვის მიტევება და ის იშვება ახალი, სულიერი ქრისტიანული ცხოვრებისთვის. უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ნათლობას ადამიანის ხელახალ დაბადებად მიიჩნევს. ნათელღებული ქრისტეს ეკლესიას უკავშირდება.
კითხვა: ითვლება თუ არა მონათლულად ის ადამიანი, რომელიც ეკლესიიდან განკვეთილმა მოძღვარმა მონათლა?
პასუხი: თუ ნათლობა მაშინ შესრულდა, როცა მოძღვარი დედაეკლესიის წიაღში იყო და მისი კურთხევით მოქმედებდა, მაშინ მონათლულად ითვლება. ხოლო თუ ნათლობა ეკლესიიდან სასულიერო პირის განკვეთის შემდეგ მოხდა, მაშინ მონათლულად არ ითვლება და უნდა მოინათლოს.
კითხვა: რატომ მოეთხოვება ადამიანს მოყვასის სიყვარული მაშინაც კი, როდესაც ის ცოდვებით არის დამძიმებული?
პასუხი: ქრისტიანს ნამდვილად ევალება, უყვარდეს მოყვასი, რაოდენ მძიმეც არ უნდა იყოს მისი ცოდვები. რადგან, თუმცა ისინი ცოდვილები არიან, მაინც თქვენს მოყვასებად რჩებიან. მათ შეუძლიათ, შეცვალონ თავიანთი ცხოვრების წესი და ვინ აღმოჩნდება ღვთიური სასუფევლის  ღირსი, არავინ უწყის. ჩვენ უნდა გვიყვარდეს ცოდვილები, ისევე, როგორც ჩვენი ერთი მამის შვილები, როგორც ჩვენი ძმები, ქრისტეს სისხლით დახსნილნი, მაგრამ უნდა გვძულდეს მათი ცოდვები.
კითხვა: წლის განმავლობაში რამდენჯერ უნდა ეზიაროს ქრისტიანი?
პასუხი: მართლმადიდებლურ ტაძრებში ყოველ კვირას აღევლინება წირვა და ჩვენი ცოდვების გამოსყიდვას უფლის სისხლი და ხორცი სიმბოლურად ეწირება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სასურველია, ყოველ კვირა დღეს ვეზიაროთ, მაგრამ რადგან ამას ვერ ვახერხებთ, ჩვენი სულიერი სისუსტისა და მოუმზადებლობის გამო, ზიარება თვეში ერთხელ მაინც უნდა შევძლოთ. შვიდ წლამდე ბავშვებს ზიარებისთვის საგანგებო მომზადება არ სჭირდებათ, მათ არ ევალებათ მარხვა, ამიტომ ისინი შეგიძლიათ, ყოველ კვირას მიიყვანოთ ტაძარში ზიარებისთვის.
скачать dle 11.3