კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№44 მხსნელი ეკლესია

ეკლესიაში სიარული შუამავლის მეშვეობით
ერთმა დედაკაცმა მამა ეპიფანეს უთხრა:
– გერონდა, როცა ჩემი ქმარი ტაძარში მიდის, მე შინ ვრჩები.
– მაშინ არ ჭამო, როცა ის მიირთმევს, არ დაიძინო, როცა მას სძინავს. როგორ გგონია, ასე არ გამოდის? თითოეული ადამიანი ეკლესიაში თავისთვის დადის და არა სხვის მაგიერ.

უწესრიგობა ეკლესიაში
– რატომ არის ეკლესიაში უწესრიგობა და მოუწყობლობა. ჩვენ ვერ ვპოულობთ სრულყოფილებას მათშიც, ვინც თავი სრულიად მიუძღვნა ღმერთს.
– ეს იმიტომ, რომ არ დავეყრდნოთ ადამიანებს ან რაიმე წარმავალს და ჩვენი გულის ზრახვანი მუდამ ღვთისკენ, ზეცისკენ – ჩვენი მარადიული სამშობლოსკენ იყოს მიმართული.

ვისაც ვინ სჭირდება
ბერის ერთმა სულიერმა შვილმა შენიშნა: კარგი იქნებოდა, თუ ეკლესიაში იღვაწებდნენ ბრძენი ადამიანები, რადგანაც იქ ისინი საჭირონი არიან. ამაზე ბერმა უპასუხა:
– რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, ეკლესიაში ყოფილიყვნენ ბრძენი და ნიჭიერი ადამიანები, მაგრამ არა იმიტომ, რომ ეკლესიას ისინი სჭირდება – მას არავინ სჭირდება. ეკლესია ჩვენთვის არის აუცილებელი, რადგან უიმისოდ ვერ გადავრჩებით. თუ რაღაცის ნიჭი გვაქვს, ცხადია, რომ ის ღვთის განდიდებას უნდა მოვახმაროთ, მაგრამ ჩვენს წვლილზე გადაჭარბებული წარმოდგენა ნუ გვექნება. ჩვენ „მონანი ვართ უხმარნი“ (ლუკ. 17.10).
***
ეკლესია არის მხსნელი, ხოლო თვითონ იგი გამოხსნას არ საჭიროებს.

შესამოსლის შესახებ
  ბერის ზოგი სულიერი შვილი, კლირიკოსი, დაჟინებით ითხოვდა, რომ მონასტრის მსახურთ უფრო ლამაზი შესამოსელი ჰქონოდათ. თუმცა მამა ეპიფანე ამტკიცებდა, რომ არ დაუშვებდა ამას. მისი აზრით, ამ მიზნისთვის ყველაზე შესაფერისი ქსოვილები კალამაში მზადდებოდა.
– მაგრამ გერონდა, ის შესამოსელი, რომელსაც ჩვენ მდიდრულს ვუწოდებთ, კალამის ქსოვილებზე იაფია, – ეპასუხებოდნენ სულიერი შვილები.
– დიახ, შვილნო ჩემნო, მაგრამ მდიდრული შესამოსელი გამომწვევად გამოიყურება, ოდნავ ძვირი ქსოვილისგან შეკერილი კი – არა. მე იმდენად ფასი არ მაინტერესებს, რამდენადაც ის, თუ როგორ შეხედავს მრევლი ჩვენს სამოსს. ღვთისმსახურების დროს არ არის ჯეროვანი, აღგაფრთოვანოს  მღვდლის შესამოსელმა. ამ დროს „სულითა და ჭეშმარიტებით“ უნდა სცე თაყვანი ღმერთს, დაივიწყო მიწა და გონებით ზეცად ამაღლდე.
– თუმცა ბევრი ამტკიცებს, რომ მდიდრული შესამოსელი უფრო მეტად ტრადიციულია.
– დარწმუნებული ვარ, ერთადერთი, რაც საერთოდ არ ესადაგება ტრადიციას – ეს თვალშისაცემი შესამოსელია! – წამოიძახა მამა ეპიფანემ, – ძალიან მინდა, რომ იმ კლირიკოსებმა, ვინც ასე ფიქრობენ, ბოლოს და ბოლოს შეიგნონ ეს: თავიანთი შესამოსელი სადა გახადონ, იყვნენ ისეთები, როგორებიც ვიყავით ძველად, საუკეთესო დროს, ქრისტიანობის პირველ წლებში. მაშინ ქრისტიანებს აღაფრთოვანებდათ არა მღვდლების შესამოსელი, არამედ სულ სხვა რამ. შესანიშნავი სიტყვები გვითხრა ერთმა ცნობილმა მთაწმინდელმა, როდესაც უბრალო სამოსი დაინახა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ჩვენს ტაძარში: „მეგონა, რომ მოციქულთა დროში მოვხვდი!“
„არქიმანდრიტ ეპიფანე თეოდოროპულოსის სწავლებანი და ეპიზოდები მისი ცხოვრებიდან“

скачать dle 11.3