კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№44 თბილისი აფხაზეთისთვის ელექტროენერგიას რუსეთისგან შეიძენს

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  გასულ კვირას ენგურჰესზე აფხაზ ჟურნალისტებთან შეხვედრა გაიმართა, მათ ქართველებთან შესახვედრად ენგურის ხიდი გადმოკვეთეს (დელეგაცია 9-კაციანი გახლდათ, ოღონდ იმ პირობით, რომ მათი ვინაობები არ დასახელდებოდა). შეხვედრა კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის ძალისხმევითა და შვეიცარიული მხარის მხარდაჭერით ჩატარდა. ჩვენი მხრიდან მას ესწრებოდნენ ხსენებული კვლევითი ცენტრის წევრები: ნინო ციხისთავი, მაია კაციტაძე, დავით მირცხულავა, მამუკა არეშიძე და თქვენი მონა-მორჩილი.
  იმის გათვალისწინებით, რომ ინტერესიც დიდია და პროტესტის გრძნობაც, აქვე განვმარტავ, რომ შეხვედრის მიზანი აფხაზი საზოგადოების ინფორმირებაა ენგურჰესზე მიმდინარე პროცესებში, იმ მარტივი მიზეზით, რომ ჩვენს სეპარატისტულ აფხაზეთში ისიც კი არ იციან, რომ მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს მთლიანად საქართველოს ბიუჯეტი ფარავს, იმას გარდა, რომ ენგურჰესსაც ის მართავს და უვლის და მისი რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხებსაც მოიძიებს, ანუ ვალებს ვიღებთ და ვისტუმრებთ. თქვენ წარმოიდგინეთ, როდესაც ენგურჰესში წყალი არაა და, შესაბამისად, არც ელექტროენერგია, თბილისი რუსეთისგან შეიძენს ელექტროენერგიას აფხაზეთისთვის.
მეტიც, ღრმა სეპარატისტული რწმენით, ქართველები განზრახ აწვდიან დაბალი ხარისხისა და არასტაბილურ დენს, რის გამოც მობილური ტელეფონის დატენვაც კი შეუძლებელია, თურმე, სწორედ ამ შეხვედრების წყალობით არწმუნებენ, ანუ ვარწმუნებთ მათ, რომ პრობლემა მათი ქსელის გაუმართაობაა, რომელიც, ადრე თუ გვიან, უბრალოდ, აღარ იარსებებს, ესე იგი, აფხაზეთი უშუქოდ დარჩება. სასიამოვნო ისაა, რომ აფხაზი ჟურნალისტები ენდობიან ქართველი სპეციალისტების, ბ-ნების, მირცხულავასა და მებონიას, განმარტებებს (სხვათა შორის, იმიტომაც, რომ რუსი ენერგეტიკოსებიც იმავეს უკიჟინებენ), უსიამოვნო კი ის, რომ იოტისოდენა უხერხულობასაც არ გრძნობენ, ჩვენს კმაყოფაზე რომ ბრძანდებიან.
  ამის მიუხედავადაც, რაკი ენერგეტიკა ერთადერთი სფეროა, რომელზეც ერთმანეთთან დარბაისლური საუბარი შეგვიძლია, ესეც საქმეა, ყოველ შემთხვევაში, ომს ჯობს.


скачать dle 11.3