№44 1 ნოემბერს „გალერეა ვერეში“ ფოტოხელოვან ომო გეთის პერსონალური გამოფენა – Sense 7 გაიმართება

გამოფენის მიზანია, აჩვენოს ინდივიდუალიზმის მნიშვნელობა, რადგან სწორედ ისაა წყარო სხვა ველური, მაგრამ წრფელი სილამაზისა.
ომო გეთი ფოტოგრაფიამ 20 წლის ასაკში გაიტაცა. თბილისში სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ კი გერმანიაში გადავიდა სასწავლებლად. ომო პიტერ ლინდბერგისა და „ჰენსელის“ მასტერკლასების გავლის შემდეგ, მუშაობდა კომპანიებთან: Culture, Timezone და Olymp. პარალელურად, მუშაობდა სათვალეების კომპანიაში და თანამშრომლობდა მსოფლიოს ცნობილ ბრენდებთან: Amg, Lunor, D&G, Monocool, Ici Berlin. მისთვის დღემდე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სტივ ჯობსის სათვალის სერიულ წარმოებაზე მუშაობა, რომელიც სათვალეების ცნობილმა კომპანიამ, Lunor-მა დაუკვეთა.