№43 მერაბ ფირანაშვილი: ქრისტეს ქანდაკება კვარცის ქვით გავაკეთე, კვარცის ქვის ქანდაკება ისტორიას არ ახსოვს
ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე
„ყველაფერი გენიალური მარტივია“ – ამის კიდევ ერთი მაგალითი 69 წლის მოქანდაკე, მერაბ ფირანაშვილია, რომელმაც მშობლიური სოფლის, სნოს, შესასვლელი საგამოფენო სივრცედ აქცია. მან საქართველოს ისტორია დარიალის ხეობიდან მოზიდულ ქვებზე გადაიტანა და როგორც თავად ამბობს, ქართველი ღმერთკაცების უზარმაზარი პორტრეტები შექმნა – თითოეულის სიმაღლე ორიდან სამ მეტრამდეა. ბატონი მერაბი თავის ცხოვრებაზე გევსაუბრა.
მერაბ ფირანაშვილი: ყაზბეგის რაიონის, სოფელ სნოში დავიბადე, გავიზარდე და დღესაც იქ ვცხოვრობ. ბავშვობაში არაფერი გვიჭირდა, მამას მაღაზია ჰქონდა, სადაც ყველაფერს თავად განაგებდა. ის სხვებსაც ეხმარებოდა, საკუთარი შვილების გარდა, ხუთი ობოლი გაზრდა... მერვე კლასიდან გადავედი ჩრდილო ოსეთში, ვლადიკავკაზში. ჩემი მეგობრები წავიდნენ სასწავლებლად და მეც მათ გავყვევი. სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისში გადმოვედი საცხოვრებლად, სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე. სამწუხაროდ, იმ წელს გარდაიცვალა მამაჩემი და დამთავრდა ჩემი ბავშვობაც – დაიწყო ძალიან რთული პერიოდი, საშინლად განვიცადე, გულჩათხრობილი გავხდი... იმ პერიოდში ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ის მოხდა, რომ თბილისში მხატვრების უბანში მოვხვდი. მერაბ ბერძენიშვილის, უდიდესი მოქანდაკის გვერდით ვცხოვრობდი. პირველად, როცა ბატონმა მერაბმა ჩემი ნახატები ნახა, დავალება მომცა. ზუსტად ისე გავაკეთე, როგორც თავად უნდოდა. გენიალური ადამიანი იყო, საოცარ ქანდაკებებს ხომ ქმნიდა, მაგრამ მისთვის ყველაზე მთავარი ადამიანებთან ურთიერთობა გახლდათ. მან ჩემი შესაძლებლობები დაინახა და მითხრა, რომ აუცილებლად ქანდაკებაზე უნდა ჩამებარებინა. მეც დავუჯერე. მასთან ურთიერთობას დამსახურება უნდოდა, იშვიათად ვინმე მიეკარებინა. მშობელი რომ მოვიდოდა და ეტყოდა, ბავშვს მასთან სიარული უნდოდა, მიიღებდა, მაგრამ პირველივე შეცდომაზე უკანვე უშვებდა. ამ ადამიანმა მასწავლა ყველაფერი, პირველ რიგში კი – სწორი გზით ცხოვრება. თუ კაცად არ გაიზარდე, ქანდაკებას ვერ გააკეთებ და საერთოდ, არც არაფერში ივარგებ. ჯერ ადამიანი უნდა იყო და მერე – შენი საქმის პროფესიონალი. რომ მანახოთ უცნობის ნამუშევარი, მივხვდები, რა სულის პატრონია. ავტორი მის ქმნილებაში გადმოსცემს ყველაფერს, ქანდაკება სარკეა, სულის სარკეა.
– ხელოვნებასთან შეხება ბავშვობიდან გქონდათ?
– როგორც ყველა ბავშვს, მეც მიყვარდა ხატვა. ალბათ, სხვაზე უკეთესადაც გამომდიოდა ხოლმე. ყოველთვის მქონდა მოთხოვნილება, რომ მეხატა. თუმცა, ამ პროფესიაზე სერიოზულად არ ვფიქრობდი, ეს უფრო გართობა მეგონა.
– როგორ განვითარდა თქვენი ცხოვრება აკადემიის დასრულების შემდეგ?
– აკადემიაში სწავლის დროს თითქმის ყოველდღე დავდიოდი მერაბთან. სწავლის დასრულების შემდეგ მშობლიურ სნოში დავბრუნდი. თუმცა, ჯერ კიდევ
არ ვიყავი ჩამოყალიბებული, რა მინდოდა. ვეძებდი სიახლეს, მაგრამ სიახლეს გამოგონება უნდა. არის შემთხვევა, როცა ძალიან მარტივად მიდიხარ მიზნამდე, უცებ ხვდები რაღაცას, თუმცა, ხანდახან ართულებ და მერე ცოტა იკარგები. მეც ასე დამემართა, გავართულე ყველაფერი და სულ ამერია გზა-კვალი – არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. ქანდაკებაში ვეძებდი სიახლეს. არ მსურდა, სტანდარტული რომ ვყოფილიყავი და ჩემი მასწავლებლის გავლენა მქონოდა. სრულიად შემთხვევით გამიჩნდა იდეა, ქვებით მომეყოლა საქართველოს ისტორია და მასზე მუშაობა დავიწყე.

– არსებულ ტერიტორიაზე რა იყო? როდის დაიწყეთ ჩანაფიქრზე მუშაობა? რით მუშაობთ?
– 1985 წელს დავიწყე ჩანაფიქრზე მუშაობა. თავიდან ხელით ვმუშაობდი, მაგრამ გრანიტის ხელით დამუშავება ძალიან რთულია, თან, ორ მეტრზე მეტი სიმაღლის პორტრეტებია. ეს ადგილი გზასთან ახლოს არის, სადაც ტურისტები გადაადგილდებიან, რაც სტიმულს მაძლევდა, რომ ერთად მომეყარა თავი საქართველოს ისტორიისთვის, იმ ღმერთკაცებისთვის, ვინც საქართველო გადაარჩინა. ამ ადგილზე იყო ხრიოკი, ზვავი ჩამოწვებოდა ხოლმე და შესაბამისად, მის მახლობლად არც ნაგებობა გახლდათ და არც არაფერი, ბალახიც კი არ ამოდიოდა. ახლა თოვლი აღარ მოდის, შესაბამისად, არც ნიაღვარია და ბალახიც კი ამოვიდა. რაღაც ისე მოხდა, როცა მე ამ ადგილზე დავიწყე მუშაობა, თითქოს ბუნებამაც დამრთო ნება ეს საქმე მეკეთებინა. მომივიდა იდეა, რომ იქვე, გვერდი-გვერდ არსებული ქვებისგან გამეკეთებინა „ვეფხი და მოყმე“. ეს ქვები ძალიან მაღალი იყო და თან, კირქვის. ნაჯახს გავუკეთე გრძელი ტარი და დავიწყე მუშაობა. ეს გახლდათ ჩემი პირველი ქანდაკება არსებულ ტერიტორიაზე. მერე ერთ-ერთ ჟურნალში წავიკითხე, რომ გამოიგონეს აპარატი, რომელიც გრანიტის ქვას ამუშავებს. დავინტერესდი და დავრეკე ხარკოვის საავიაციო ინსტიტუტში. შემხვდა თავად გამომგონებელი და გადამამისამრთა ერევანში, სადაც აღნიშნულ აპარატს უშვებდნენ. გამაფრთხილა, რომ ჩართვა გამიჭირდებოდა. წავედი ერევანში, ვიყიდე აპარატი და ჩამოვიტანე. სამი წლის განმავლობაში ვსწავლობდი ამ აპარატის გამოყენებას – ბენზინი და ჰაერი ირევა ერთმანეთში, კომპრესორიდან ჰაერი მაღალი წნევით მოდის, ხდება ბენზინის აფეთქება და გამოისვრის ცეცხლს. ცეცხლის ტემპერატურა 3 000 გრადუსამდე აღწევს.
– ვისი ქანდაკებები გაქვთ შექმნილი?
– რაც კონკრეტულ ადგილზე დგას არის: შოთა რუსთაველი, ვაჟა-ფშაველა, ალექსანდრე ყაზბეგი, თევდორე ბერი და ასევე, ქრისტეს ქანდაკება. ქრისტეს
ქანდაკება კვარცის ქვით გავაკეთე. კვარცის ქვის ქანდაკება ისტორიას არ ახსოვს. ძველ ეგვიპტეშიც კი არ მოიპოვება მსგავსი. არ მეგონა, თუ გამომივიდოდა, რადგან კვარცი იშლება, იგივე შუშაა და ბზარებს იკეთებს. ცეცხლმა გარედან ბზარები ჩამოაშორა კვარცს და შიგნიდან დარჩა მკვრივი მასა. ხელით რომ მემუშავა, სულ დაიბზარებოდა. სასწაული გამოვიდა. 34 წლის განმავლობაში ნელ-ნელა ვქმნი ამ ყველაფერს. ამათ გარდა, კიდევ მაქვს სხვებიც. პატრიარქის სოფელში არის წმიდა გიორგის სალოცავი, რომლის მიმდებარედაც საოცარი ბუნებაა. ერთ დღესაც გავისეირნე ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე. უცებ რაღაცამ მიბიძგა, რომ მაღლა ამეხედა, ავიხედე და ღრუბლებზე დახატული წმიდა გიორგი დავინახე, ოღონდ შუბი ხელში კი არ ეჭირა, არამედ აღმართული ჰქონდა. ხელაღმართული წმიდა გიორგის ქანდაკება გავაკეთე და სალოცავს ვაჩუქე.

– რა სირთულეებს აწყდებით მუშაობის დროს?
– ქვის მოტანა უფრო მიჭირს, ვიდრე გაკეთება. ცალკეა ფინანსები, ცალკე – ტექნიკის უქონლობა. თან, ფიზიკურად მიწევს მუშაობა და არც ესაა მარტივი. სახიფათოა იმ მხრივ, რომ როცა აპარატს ვიყენებ, ხელში მიჭირავს ცეცხლი, რომელსაც 3 000 გრადუსი აქვს ტემპერატურა. მილი რომ გასკდეს, ენით აღუწერელი რამ შეიძლება, დამემართოს. არაერთხელ შემქმნია სახიფათო მომენტი, თუმცა, ღმერთის წყალობით, გადავრჩენილვარ. ქართველებს ძალიან ბევრი დიდი ადამიანი გვყავდა, მინიმუმ, 500 ქანდაკება უნდა გავაკეთო. ამჟამად 6 პორტრეტი მაქვს შექმნილი, თუმცა, საერთო ჯამში, ბევრი ქანდაკებაა. თუ ქვა და საშუალება იქნება, შემიძლია, თვეში ორი მაინც გავაკეთო.
– ტურისტებს რა რეაქცია აქვთ პორტრეტების ნახვისას?
– ინტერნეტში გავრცელდა ეს ინფორმაცია და ძალიან ბევრი მოდის სანახავად, ჩემს გასაცნობადაც. განსაკუთრებით ქრისტეს ქანდაკების სანახავად მოდიან, ბევრი ლოცულობს კიდეც მასზე. მოსწონთ ეს მიმდინარეობა, რადგან სიახლეა მათთვის, აოცებთ ეს სანახაობა.