№43 სიყვარულისა და ურთიერთობის ტესტი
ეს ფსიქოლოგიური ტესტი გამოავლენს თქვენს შეხედულებასა და დამოკიდებულებას სიყვარულისა და ურთიერთობის მიმართ. საკმაოდ საინტერესო ტესტია.
1. წყალდიდობაა და მხოლოდ ერთი სახეობის ცხოველის გადარჩენა შეგიძლიათ. რომელს აირჩევდით?
ა) კურდღელს;
ბ) ძაღლს;
გ) ირემს;
დ) ცხენს.
2. რომელი ცხოველი იქნებოდით?
ა) ძაღლი;
ბ) კატა;
გ) ცხენი;
დ) ლომი.
3. დედამიწიდან ერთი სახეობის ცხოველის გაქრობა რომ შეგეძლოთ, რომელს აირჩევდით?
ა) ლომს;
ბ) გველს;
გ) ნიანგს;
დ) ზვიგენს.
4. უკაცრიელ კუნძულზე ვიღაც რომ გყავდეთ გვერდით, რომელს აირჩევთ?
ა) ადამიანს;
ბ) ძაღლს;
გ) ძროხას;
დ) ჩიტს.
5. ნებისმიერი ცხოველის მოთვინიერება რომ შეგეძლოთ, რომელს იყოლიებდით?
ა) შველს;
ბ) ვეფხვს;
გ) მგელს;
დ) თეთრ დათვს.
პასუხები:
1. ვის ირჩევთ ცხოვრების მეგზურად:
კურდღელი – გარეგნულად ცივს, თუმცა შინაგანად თბილ ადამიანს;
ძაღლი – მორჩილსა და თბილს;
ირემი – ელეგანტურსა და კარგი მანერების მქონე ადამიანს.
ცხენი – დაუმორჩილებელსა და თავისუფალს.
2. რა შთაბეჭდილების მოხდენა გინდათ პარტნიორზე:
ძაღლი – ლოიალურისა და ერთგულის;
კატა – მოქნილისა და ალერსიანის;
ცხენი – თავისუფლების მოყვარის;
ლომი - ძლევამოსილის.
3. რას არ აპატიებთ პარტნიორს:
ლომი – ქედმაღლობასა და დიქტატს;
გველი – ზედმეტ ემოციურობას;
ნიანგი – ულმობლობას;
ზვიგენი – უპრინციპობას.
4. შეგიძლიათ თუ არა პარტნიორის ღალატი:
ადამიანი – დიდი ალბათობით, არა;
ძაღლი – შესაძლოა, უღალატოთ პარტნიორს;
ძროხა – მაქსიმალურად ეცდებით, არ უღალატოთ;
ჩიტი – არ გიყვართ ვალდებულებები. ამიტომ, ღალატიც თქვენთვის ნორმაა.
5. თქვენი დამოკიდებულება ქორწინების მიმართ:
შველი – პესიმისტი ხართ და არ გჯერათ, რომ ბედნიერი ქორწინება არსებობს;
ვეფხვი – თუ იქორწინებთ, აუცილებლად გაუფრთხილდებით ოჯახს და საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას;
მგელი – გეშინიათ, რომ ქორწინებით თავისუფლებას დაკარგავთ;
თეთრი დათვი – წარმოდგენა არ გაქვთ, რას ნიშნავს ქორწინება.