კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№44 დალიე და მოკვდი

ფლორა ფლეტჩერი

საუბარი ქალმა  დაიწყო.
– ძვირფასო, ძალიან მიხარია, რომ ცივილიზებულად იქცევი, – თქვა მან.
– მე დედამიწაზე ყველაზე ცივილიზებული არსება ვარ, – უპასუხა  კაცმა.
– ანუ,  მშვიდად  შეხვდი იმ ამბავს, რომ  მინდა, მიგატოვო?
– შენი ეს გადაწყვეტილება ჩემთვის საიდუმლო არაა, მაგრამ შენზე  გავლენის მოხდენის იმედი მაქვს.
– სამართლიანი იქნებოდა, შენთვის ასეთი შანსი მომეცა, მაგრამ მე დევიდი მიყვარს და ვშიშობ, არაფერი გამოგივა. მას ცოლად მივყვები.
– კარგი, რა გაეწყობა. „მარტინიზე“ მაინც ნუ მეტყვი უარს.  როდესაც დევიდი მოვა, ერთად დავლიოთ. ეს დაძაბულობას მოხსნის. მოიცა, მგონი ზარია. ალბათ, ის არის.
შერი კარის გასაღებად წავიდა. ეს მართლაც დევიდი იყო. შემოვიდა, თუ არა, შერიმ ხელები კისერზე შემოხვია და აკოცა. უკვე ყოფილმა ქმარმა ამ სანახაობას თვალი აარიდა და „მარტინი“ გახსნა.
– ყველანი შევიკრიბეთ, – გამოაცხადა შერიმ, – ეს დევიდია, ჯერემი.  დევიდ,  ეს ჯერემია.
– სასიამოვნოა შენი გაცნობა, ჯერემ, – ჩაიბურტყუნა დევიდმა.
სამართლიანობა მოითხოვდა, ეღიარებინა, რომ მისი ცოლის ახალი რჩეული ყოფილზე ბევრად უკეთ გამოიყურებოდა. შეიკერი დადგა და ხელი ჩამოართვა.
– თქვენ ისეთი კეთილი ხართ, ჯერემი, – თქვა მან.
– უბრალოდ, კარგი აღზრდილი ვარ, თანაც ცივილიზებული. ვცდილობ, ახლობლებს დისკომფორტი არ შევუქმნა. „მარტინის“ ინებებთ?
ჭიქები შეივსო. შერი და დევიდი სავარძელზე ისხდნენ ერთმანეთისთვის ხელი ჩაეჭდიათ. ჯერემის გუნება წაუხდა.
– ე... როგორც ვხვდები, თქვენ გინდათ, დაითრიოთ ის, რაც მე მეკუთვნის. მე კი მინდა, ის შევინარჩუნო. შესაბამისად, სირთულეები წარმოიშვება.
– სირთულეები? – გაიკვირვა დევიდმა, – მე ვერანაირ განსაკუთრებულ სირთულეს ვერ ვხედავ.
– ვერც მე,  – მხარი დაუჭირა შერიმ, – რა სირთულეები? მე და შენ გავცილდებით და მერე მე და დევიდი დავქორწინდებით, სულ ესაა.
– ვერ დაგეთანხმებით, – თავი გააქნია ჯერემიმ, – მე კი მინდა, ისე მოვიქცე, როგორც ცივილიზებული ადამიანი, მაგრამ უბრძოლველად დანებებას არ ვაპირებ. ვფიქრობ, ყველას თანაბარი შანსი უნდა ჰქონდეს. ახლავე მოვალ.
ჯერემიმ ბარიდან პორტვეინის სამი პატარა ბოთლი გამოიღო.  შემდეგ ისინი სავარძლის  წინ, პატარა ჟურნალებისთვის განკუთვნილ  მაგიდაზე დადგა.
– ეს პორტვეინები დღისით მოვიმარაგე. ამათ გარეშე არაფერი გამოგვივა. საქმე ისაა, რომ ერთი დანარჩენი ორისგან, ოდნავ განსხვავდება. ორში ჩვეულებრივი პორტვეინია, ერთში კი – საწამლავი, თანაც, იმდენი, რომ მთელს ქალაქს ეყოფა. ჩემი ჩანაფიქრის მიხედვით, ერთ-ერთი ჩვენგანი მოწამლულ ღვინოს დალევს და სხვებს პრობლემებისგან გაათავისუფლებს. ვფიქრობ, ეს ლოგიკურია და ჩემი ჩანაფიქრი ყველას თანაბარ შანსს აძლევს. ძალიან ცივილიზებულია.
– ვაღიარებ, მართალი ხარ, – თქვა შერიმ, – ალბათ, ამაზე ცივილიზებულს და ჭკვიანურს ვერაფერს მოიფიქრებდი.
შერის ეტყობოდა, სიამოვნებდა იმის შეგრძნება, რომ ორი მამაკაცი მზად იყო, მის დასაუფლებლად სიკვდილზე წასულიყო.
– ერთი წუთით, – ხმა ამოიღო დევიდმა, – აქ სამი ბოთლია. ნუთუ შენ ფიქრობ, რომ ამ ველურ გარჩევაში შერიც მიიღებს მონაწილეობას?
– არა, არა, ცივილიზებულ და არა ველურ წამოწყებაში, – შეეკამათა ჯერემი, – ჩვენ ყველას თანაბარი შანსი უნდა გვქონდეს. თუ მე დავლევ საწამლავს, შერის მიიღებთ თქვენ. თუ საწამლავს თქვენ დალევთ, შერი მე დამრჩება. თუ საწამლავს შერი დალევს, მას ვერავინ მიიღებს. მხოლოდ ასე აღსდგება სამართლიანობა.
– მე თანახმა ვარ, – მაშინვე თქვა შერიმ.
– მე წინააღმდეგი, – გამოსცრა დავიდმა, – რა სისულელეა!
– დაწყნარდი, ძვირფასო, – შეაჯანჯღარა შერიმ, – შენს მდგომაროებაში ვერაფრის წინააღმდეგი ვერ იქნები.
– დათანხმდი, დევიდ, – ცოლს მხარი აუბა ქმარმაც.
– საქმე მარტო რისკში არაა, – თავისას არ იშლიდა დევიდი, – ეს წამოწყება უსიამოვნებას გადაგვყრის. ნუთუ ვერ ხვდებით, რომ პოლიცია ორ გადარჩენილს მოსვენებას არ მისცემს?
– მართალი ხართ, – დაეთანხმა ჯერემი, – მაგრამ ყველაფერი გავითვალისწინე. აქ არ დავლევთ. ყველა ჩვენგანი თავის კუთვნილ ბოთლს თან წაიღებს და მაშინ დალევს, როდესაც მარტო დარჩება. ორი გადარჩენილი ერთმანეთს ხვალ, სამ საათზე რესტორან „პიკარდის“ ბარში შეხვდება. რადგან ხვალ შობაა, ასეთი გადაწყვეტილება ჩვენ არა მარტო პოლიციასთან უსიამოვნებებს აგვაცილებს, არამედ ამ საქმეს რომანტიკულ ელფერსაც შესძენს. რომ არაფერი ვთქვათ დაძაბულ მოლოდინზე. ვინ მოვა ხვალ „პიკარდიში“. ეს დამატებითი სიამოვნებაა.
– იმედი მაქვს, ესენი ჩვენ არ  ვიქნებით, შერ, – გამოსცრა დევიდმა.
– ესე იგი, თანახმა ხართ, გარისკოთ?
– სხვა რა ვქნა? რადგან შერიც მზადაა, გამოდის, მეც...
– კი, კი! – წამოიძახა შერიმ, – ჯერემი, შენი გეგმის დაბოლოება, უბრალოდ, ბრწყინვალეა. ტყუილად არ გაფასებდი. თუმცა, ერთი რამ მაინც გამოგრჩა.
– ჰო?! რა?
– შენ ხომ „მარტინის“ დალევა უნდა შემოგეთავაზებინა და არა პორტვეინის.
– რა მნიშვნელობა აქვს. ახლა უკვე გვიანია რაიმეს შეცვლა.
– მოიცადეთ, – წამოხტა დევიდი, – მაგრამ თქვენ ხომ იცით, რომელ ბოთლშია საწამლავი?
– არა, – უპასუხა ჯერემიმ, – ბოთლები აბსოლუტურად ერთნაირია.  თანაც  ნებას გაძლევთ. ჯერ თქვენ და შერიმ აირჩიოთ ბოთლები, მე კი დარჩენილს ავიღებ.
მათ ჯერ „მარტინი“ დალიეს. შემდეგ კი ჯერემი მანჰეტენის სამხრეთით გაემართა და სასტუმროში ნომერი აიღო. პიჟამა ჩაიცვა, რადგან უნდოდა, სიკვდილს შესაფერისად გამოწყობილი შეხვედროდა. დალია პორტვეინი და ლოგინში ჩაწვა.
ჯერემი საშობაოდ მორთულ ბარში იჯდა და არომატულ კოქტეილს წრუპავდა,  როდესაც შერი შემოვიდა. ბარი „პიკარდი“ კარგ შთაბეჭდილებას ტოვებდა. შერი შეაძრწუნა ქმრის იქ დანახვამ, მაგრამ ემოცია არ გამოამჟღავნა და გვერდით მიუჯდა.
– რა ჯანდაბას აკეთებ აქ ? – ჰკითხა მან.
– მოგესალმები, შერი! – მხიარულად თქვა ჯერემიმ, – ვიცი, იმისი ნახვა გერჩივნა. მაგრამ გეფიცები, მე არაფერ შუაში ვარ.
– ო!  გაცხარდა ქალი და მარჯვენა ხელის საჩვენებლი თითის ფრჩხილით დახლზე კაკუნი დაიწყო, – ჯერემი, არ იფიქრო, რომ ჩემთან თამაში გაგივა. შენ მზად იყავი მოგეკალი, ბინძურ ტრიუკზე წასულიყავი, ოღონდ მე და დევიდი დაგეშორებინეთ.
– უსამართლო ხარ, – შეეკამათა  ქმარი, – მართალია, ყველაფერი მთლად ისე არ ყოფილა, როგორც მე გითხარით, მაგრამ  არანაირი უსამართლობა არ ჩამიდენია და შანსი მართლა  ყველას თანაბარი გვქონდა.
– შეეცადე, ამიხსნა.
– სინამდვილეში, საწამლავი არცერთ ბოთლში არ ჩამიყრია.
– მაშინ სადაა დევიდი? რაღაც ვერ ვხედავ.    
– ვერც მე და ვერც ვნახავთ.
– შენ გინდა თქვა, რომ მან პირობა დაარღვია და თავისი პორტვეინი არ დალია?
– არა, იმის თქმა მინდა, რომ შენი საყვარელი მატყუარა გამოდგა. მას, სავარაუდოდ, გული გაუსკდა. შიშისგან ძვირფასო, შიშისგან...
შერიმ ქმარს შეხედა.  მისი საჩვენებლი თითი სულ უფრო ნელა ცეკვავდა, შემდეგ სულ გაჩერდა და ჯერემის მოეჩვენა, რომ მის თვალებში ხედავდა მინიშნებას იმაზე, რომ შეშლილობისა და  დაუცხრომელი ვნების ახალ საფეხურზე გადადიოდნენ
– ალბათ, მე უსამართლო ვიყავი, როდესაც ჩემს მამაც ქმარს ნაძირალა ვუწოდე, – თქვა მან, – საწამლავი ყოველთვის ასე სასიამოვნოდ მოქმედებს?
– არა. ეს ჩემი საწამლავები მოქმედებს ასე – კოქტეილს არ დალევ?
– სიამოვნებით, – უპასუხა შერიმ, – თუმცა „შერი“ უკეთესი იქნებოდა. როგორ გგონია, ბარში „შერი“ ექნებათ?      
თარგმნა
ნინო წულუკიძემ

скачать dle 11.3