კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№43 ექიმის რჩევები

კითხვა: მკლავებზე გამიჩნდა ყავისფერი ლაქები, რისი ბრალი შეიძლება იყოს და როგორ ვუმკურნალო სახლის პირობებში?
პასუხი: თუ ადრე ითვლებოდა, რომ პიგმენტური ლაქების (ხლოაზმების) გაჩენის მიზეზი მხოლოდ მზეა, ბოლო გამოკვლევების მიხედვით ითვლება, რომ მიზეზი შეიძლება იყოს ასევე ტრავმა, ჭრილობა, არაკორექტული კოსმეტიკური პროცედურა, კუჭ-ნაწლავის დაავადებები და, რაც მთავარია, ჰორმონული ფონის ცვლილება. თუ აღმოიფხვრება შინაგანი მიზეზი, პრობლემაც თავისთავად მოიხსნება. პიგმენტური ლაქების მოსაშორებლად სახლის პირობებში გამოიყენება გამაღიავებელი ნიღბები, კრემები, ასევე, შესაძლებელია მჟავების შემცველი ხილისა და ბოსტნეულის ფერშეცვლილ ადგილებზე წასმა (მაგალითად, ლიმონი, ალუბალი, ოხრახუში და ასე შემდეგ). მზეზე გასვლის წინ კი სასურველია დამცავი კრემის გამოყენება.
კითხვა: რა არის ენდომეტრიოზი და ჩანს თუ არა ექოზე?
პასუხი: ენდომეტრიოზი არის დაავადება, რომელიც ხასიათდება ენდომეტრიუმის ქსოვილის (საშვილოსნოს ღრუს ამომფენი ლორწოვანი გარსი) გაჩენით მისთვის უჩვეულო ადგილებში, ეს შეიძლება იყოს საკვერცხე, საშვილოსნოს მილები, საშვილოსნოს კუნთოვანი შრე, ნაწლავი, შარდის ბუშტი და ასე შემდეგ. ტრანსვაგინალური ექოსკოპია წარმოადგენს პირველი რიგის გამოკვლევას ენდომეტრიოზის დროს. მაგრამ თუ  კერა არ ჩანს საშოს თაღში ან სხვა ნებისმიერ ადგილას, მაშინ, ენდომეტრიოზის საბოლოო დიაგნოსტირებისთვის, „ოქროს სტანდარტი“ მცირე მენჯის ღრუს ლაპაროსკოპიული ვიზუალური დათვალიერებაა.
კითხვა: ცურვის დროს უეცრად საშინლად ამიჩქარდა გული. ცოტა ხანში თითქოს გამიარა. გამოსვლის შემდეგ, რამდენიმე წუთში ეს შეგრძნება განმიახლდა. გამვლელები რომ არ დამხმარებოდნენ წნევის და პულსის დამწევებით, ალბათ, იქვე განვუტევებდი სულს. როგორც მერე აღმოჩნდა, სიცხე მქონია – 37.5 გრადუსი. შეიძლება ეს რამე კავშირში იყოს ამ უეცარ გულის შეტევასთან? წნევა რომ გამიზომეს 180-მდე მქონდა.
პასუხი: დიახ, კავშირშია, როცა ტემპერატურა მომატებულია, მაშინ გულის კუნთი ისედაც მომატებული დატვირთვით მუშაობს და როცა ამას კიდევ ემატება ფიზიკური დატვირთვა და მით უმეტეს, გრილ წყალში სპაზმების ფონზე ცურვა, გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის მნიშვნელოვანი სტრესი იქნებოდა. ეს, რა თქმა უნდა, ზოგადი ვარაუდია. თუმცა, ყოველი შემთხვევისთვის, გაიარეთ კონსულტაცია კარდიოლოგთან.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე

скачать dle 11.3