კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№43 როგორ ამოვიცნოთ თრომბი

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  სისხლძარღვებში სისხლი გარკვეული წნევით გადაადგილდება. ეს პროცესი დამოკიდებულია გულის კუნთის შეკუმშვის უნარზე, სისხლძარღვების ტონუსზე და მასში განვითარებულ წნევაზე, სისხლძარღვების შიდა ზედაპირის მდგომარეობაზე, სისხლის კომპონენტების თავისებურებასა და შედედების უნარზე.
  თრომბი არის სისხლის შენადედი, რომელიც ჩნდება სისხლძარღვებში და აფერხებს სისხლის მოძრაობას. თრომბის განვითარების შესაძლებლობა იზრდება:
* თუ გულის კუნთის ტონუსი დაქვეითებულია და სისხლძარღვებში სისხლი შესაბამისი სიჩქარით არ მოძრაობს;
* თუ რაიმე მიზეზით დაქვეითებულია სისხლძარღვების ტონუსი და ელასტიკურობა, სისხლი შესქელებულია ან მომატებულია შედედების უნარი.
ხშირ შემთხვევაში, თრომბი დიდ საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. ამიტომ, აუცილებელია მისი სიმპტომების დროულად ამოცნობა, რადგანაც ის შესაძლოა, განვითარდეს სხვადასხვა ორგანოში, თითოეულ მათგანს კი – განსხვავებული სიმპტომები გააჩნია.
  თრომბი სიცოცხლისთვის საშიშიცაა. შედედებული მასები, რომლებიც სისხლძარღვთა სანათურში ან გულის ღრუებში წარმოიქმნება, ინფარქტის, ინსულტისა და გულის შეტევათა განვითარებას იწვევს. თრომბების ჩამოყალიბება უხშირესად სისხლის შედგენილობის ცვლილებას უკავშირდება, განსაკუთრებით 35 წელს გადაცილებულებთან.
ექიმ-სპეციალისტთა განმარტებით, არსებობს რამდენიმე სიმპტომი, რომელიც თრომბის არსებობაზე მიანიშნებს. ესენია:
* ერთი კიდურის შეშუპება – მედიკოსების განმარტებით, არ შეიძლება ერთი კიდურის შეშუპების უგულებელყოფა, ეს არ არის უმნიშვნელო სიმპტომი, პირიქით, ის მეტად საყურადღებოა, რადგან სასიცოცხლო მნიშვნელობის შინაგან ორგანოთა სისხლით მომარაგების დარღვევაზე მიანიშნებს. ჩვეულებრივ, ეს ღრმა ვენების თრომბოზის დროს ხდება;
* ქვემო კიდურების ტკივილი – ხშირი ტკივილი, ჩხვლეტის შეგრძნება ფეხებში და კრუნჩხვა, ღრმა ვენების თრომბოზის მანიშნებელია;
* წითელი ზოლები კანზე – ვენების პარალელური წითელი ხაზები კანზე საგანგაშო სიმპტომია. მათი აღმოჩენისთანავე უნდა მიაკითხოთ ექიმს, განსაკუთრებით თუ ზოლების არეში სითბოს შეიგრძნობთ;
* ტკივილი მკერდის არეში – ტკივილი ან ჩხვლეტის შეგრძნება გულ-მკერდის არეში ღრმა ჩასუნთქვის პროცესში ხშირად ორგანიზმის განგაშის ზარია ფილტვებში განვითარებული თრომბის შესახებ;
* ქოშინი – თუ ქოშინი, ეგრეთ წოდებულ, „სუფთა ადგილზე“ ვითარდება, ანუ ყოველგვარი ფიზიკური დატვირთვის გარეშე, ის სისხლის შედედებაზე (კოლტებზე) მიანიშნებს, განსაკუთრებით თუ ამ სიმპტომს თავბრუხვევაც ემატება;
* ხველა – როდესაც ხველა უმიზეზოა და მას თან ახლავს ტკივილი მკერდის არეში, აუცილებელია ექიმთან ვიზიტი.
იმისთვის, რომ შეამციროთ თრომბის განვითარების საშიშროება:
* ივარჯიშეთ – დაუთმეთ სპორტს, მინიმუმ, 30 წუთი დღეში. სირბილი, ველოსიპედით გასეირნება, ცურვა და ცეკვა საუკეთესო საშუალებებია თრომბის რისკის შესამცირებლად;
* მიიღეთ საკმარისი რაოდენობით წყალი – დღეში 1,5-2,5 ლიტრი მაინც.
* იკვებეთ სწორად – თრომბის თავიდან ასაცილებლად მიიღეთ ისეთი საკვები, რომელიც სისხლს ათხევადებს. ასეთებია: მწვანე ჩაი, ალუბალი, ბოსტნეული, ზღვის პროდუქტები.
скачать dle 11.3